FANDOM


Tab-canon-black
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია ენდორის ბრძოლის შემდეგ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია. იხილეთ აგრეთვე აჯანყებულთა ალიანსი.

ამბოხება იყო მოძრაობა, რომელიც გალაქტიკურ იმპერიას ებრძოდა ანოატის სექტორში, ენდორის ბრძოლის შემდეგ. იგი ჩამოყალიბდა მას შემდეგ, როდესაც იმპერიულმა გუბერნატორმა ადელჰარდმა, შეიტყო რა პალპატინის აღსასრულის შესახებ, ჩაკეტა სექტორი და შექმნა რკინის ბლოკადა. ამბოხებაში შედიოდნენ მოქალაქეები, გასამრჯელოზე მონადირეები, მკვლელები, დამნაშავეები და კონტრაბანდისტები. რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი ანოატის სექტორთან საკმაოდ უძლური იყო, ამიტომ მისი ყველა წევრი ბლოკადის მიღმა დარჩა, რამდენიმეს გამოკლებით. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულები თავად მხარს უჭერდნენ ამბოხებას, უკანასკნელის წევრების უმეტესობა დამოუკიდებლად მოქმედებდა და ალიანსის ძირითად ბირთვს არ უკავშირდებოდა.

შენიშვნები და სქოლიო

Otherlang სხვა ენებზე