FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-imp30px-Era-reb30px-Era-new
"შენ რჩეული ხარ. ამ სამყაროში წონასწორობა მოიტანე. მიჰყევი ამ გზას და იგივეს გააკეთებ — გალაქტიკისთვის. მაგრამ უფრთხილდი… გულს…"
მამის უკანასკნელი სიტყვები ანაკინს[წყარო]

ანაკინ სკაიუოკერი, ძალისადმი-მგრძნობიარე ადამიანი, იყო გალაქტიკური რესპუბლიკის რაინდი ჯედაი, კლონთა ომების გმირი და ძალის რჩეული. გალაქტიკური იმპერიის ზეობისას იგი ცნობილი იყო როგორც დართ ვეიდერი, სითი ლორდი და იმპერატორ დართ სიდიუსის შეგირდი.

ანაკინი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 41 წელს, პლანეტა ტატუინზე, გალაქტიკის გარე რკალის ტერიტორიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავდა დედა, შმი სკაიუოკერი, მისი ჩასახვაში მამას მონაწილეობა არ მიუღია. ამან მაგისტრი ჯედაი კუაი-გონ ჯინი დააფიქრა, რომ სკაიუოკერი ჩასახული იქნა მიდი-ქლორიანების მიერ. სკაიუოკერის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ჯინმა ბიჭუნა მიიყვანა კორუსანტზე მდებარე ჯედაების ტაძარში, საწვრთნელად, მაგრამ ჯედაების უზენაესი საბჭოს აზრით, იგი სხვებთან შედარებით უფროსი იყო და ჯედაის ხელოვნების ათვისებაში ხელს ემოციებიც უშლიდა. ნაბუს ბრძოლის შემდეგ მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა, როდესაც აღმოჩნდა, რომ კვლავ გამოჩნდნენ უძველესი მტრები, სითები. იოდას გადაწყვეტილებით, ობი-ვან კენობი, იმხანად — ახალი რაინდი ჯედაი, გახდა ანაკინის მასწავლებელი.

როგორც ჯედაი სკაიუოკერი, ანაკინი ვითარდებოდა სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად, მაგრამ მასწავლებელი მას ხედავდა როგორც ამაყს და მოუთმენარს, რაც მათ შორის დაძაბულობას წარმოშობდა. სეპარატისტული კრიზისის წარმოშობის დროისთვის კენობი ფიქრობდა, რომ ბიჭუნას კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი, ანაკინი კი თვლიდა, რომ უკვე შეეძლო ჯედაის გამოცდაზე გასვლა და ჯედაების ორდენის რაინდის წოდების მოპოვება. კლონთა ომების იავინის ბრძოლამდე 22 წელს დაწყებიდან სკაიუოკერის წვრთნა დასრულებულად ჩაითვალა. კრისტოფსისის ბრძოლის დროისთვის იგი უკვე რაინდი ჯედაი იყო. კონფლიქტისას სკაიუოკერი მეთაურობდა რესპუბლიკის დიდ არმიას, გენერალ ჯედაებთან ერთად და ჰყავდა საკუთარი პადავანიცასოკა ტანო. ყოველივე ამის პარალელურად მას ჰქონდა ფარული ურთიერთობა ნაბუელ სენატორ პადმე ამიდალასთან, რაც არღვევდა ჯედაების კოდექსს, რომელიც კრძალავდა პირად სიმპათიებს და რომანტიკულ ურთიერთობებს. ბრძოლის ველის მეთაურის სახით მიღწევებმა მას მოუპოვეს ზედმეტსახელი უშიშარი გმირი. კონფლიქტის მსვლელობისას იგი იქცა ჯედაების ორდენის სიმბოლოდ. იავინის ბრძოლამდე 19 წელს ასოკას შეცდომით დააბრალეს ჯედაების ტაძრის ანგარის დაბომბვა. მისი უდანაშაულობა გაირკვა, მაგრამ მან დაკარგა ჯედაების რწმენა, თუმცა კვლავ ენდობოდა ანაკინს. საბოლოოდ, მან დატოვა ორდენი, რამაც სკაიუოკერი დაამწუხრა. შეგირდის დაკარგვამ გავლენა იქონია ჯედაების საბჭოსადმი უნდობლობაზე და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბოლოოდ ძალის ბნელი მხარის არჩევაშიც.

იავინის ბრძოლამდე 19 წელს სკაიუოკერი ასევე შიშობდა ამიდალას ფეხმძიმობის გამო, ვინაიდან მის სიზმრებში პადმე მშობიარობისას იღუპებოდა. დართ სიდიუსმა ამრიგად ანაკინი მიიქცია ძალის ბნელ მხარეს, შეჰპირდა რა, რომ მისი შესწავლით ანაკინი უფრო მეტ ძალაუფლებას შეიძენდა და არა მხოლოდ ცოლს გადაარჩენდა, არამედ გალაქტიკაშიც მშვიდობას დაამკვიდრებდა. გახდა რა დართ ვეიდერი, დაცემული რაინდი ჯედაი 501-ე ლეგიონის მეთაურის სახით გაემართა ტაძრისკენ. მან დახოცა ყოფილი მეგობრები, ხოლო დანარჩენი ჯედაები დახოცეს თანმხლებმა კლონმა ჯარისკაცებმა. თუმცა, ცოლი მაინც ვერ გადაარჩინა — რისხვის გამოხატვით მან ამიდალა სიკვდილამდე მიიყვანა. მომაკვდავმა პადმემ მაინც იმშობიარა და ეყოლა ორი შვილი — ლუკი და ლეია. ამიდალას დაღუპვამ და კენობისთან მუსტაფარზე დუელმა ბოლო მოუღო ძველ ანაკინს და აქცია იგი მეტწილად მანქანად, ვიდრე ადამიანად. სითმა ლორდმა დაასამარა ანაკინი დართ ვეიდერის ნიღბის ქვეშ.

ათწლეულების განმავლობაში ვეიდერი მაგისტრი სითი იყო. იმპერატორთან ერთად მან დაიმორჩილა გალაქტიკა და ამავე დროს, ნადირობდა ცოცხლად დარჩენილ ჯედაებზე, სანამ ისინი ფაქტობრივად ამოწყვიტა. გალაქტიკურ სამოქალაქო ომში რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, მან ვერ შეაჩერა სიკვდილის ვარსკვლავის განადგურება. შეიტყო რა, რომ პილოტი, პასუხისმგებელი სადგურის აფეთქებაზე, მისი შვილი იყო, რომელსაც ამიდალასთან ერთად დაღუპულად თვლიდა, ვეიდერმა გადაწყვიტა მისი ბნელ მხარეს მიქცევა და ერთად იმპერატორის დამხობა. ჰოთის ბრძოლის შემდეგ ორივე ერთმანეთს შეხვდა ბესპინზე და ვეიდერმა დუელისას გაიმარჯვა. მან უამბო ლუკს, რომ მისი მამა იყო და შესთავაზა გალაქტიკის ერთად მართვა. ახალგაზრდა ჯედაიმ უარყო ასეთი წინადადება და დაუბრუნდა მოკავშირეებს, რათა კვლავ ებრძოლა იმპერიასთან.

ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, უკვე იმპერატორის წინაშე, ენდორის ბრძოლისას, იავინის ბრძოლამდე 4 წელს. ლუკმა გაიმარჯვა, მაგრამ უარს ამბობდა მამის მოკვლაზე თუ მისი ადგილის სიდიუსის გვერდით დაკავებაზე. სითების ბნელმა ლორდმა პასუხად ლუკის მისამართით მთელი მრისხანება გამოავლინა, აწამა რა იგი ძალის ელვით. იხილა რა საკუთარი შვილი აგონიაში, ვეიდერი შეიცვალა — მას დაუბრუნდა მიძინებული ანაკინის მხარე. მან მოკლა იმპერატორი საკუთარი სიცოცხლის ფასად. მიუხედავად ლუკის მცდელობისა, მამა გადაერჩინა, ანაკინს საბოლოოდ სურდა შვილის საკუთარი თვალებით ხილვა. იგი დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს, რომელსაც მანამდე შეუერთდნენ იოდა და კენობი. ენდორზე გამართული ზეიმისას ლუკმა იხილა მათი უკვდავი სულები.

მართალია, ანაკინმა საბოლოოდ შეასრულა მისია როგორც რჩეულმა, დაუბრუნა რა სითების განადგურებით წონასწორობა ძალას, წინასწარმეტყველებაში არ ყოფილა აღნიშნული, რომ ძალის ბნელი მხარე ოდესმე შეწყვეტდა არსებობას. ანაკინის აღსასრულიდან და იმპერიის დამხობიდან ათწლეულების შემდეგ ბენ სოლო, ლეია ორგანას შვილი, ასევე მოექცა ბნელ მხარეს, ისევე, როგორც მისი წინაპარი. ლუკის მიერ აღდგენილი ჯედაების ტაძრის განადგურების შემდეგ ბენი გახდა კაილო რენი, რენის რაინდების მეთაური, ისევე, როგორც უზენაეს მეთაურ სნოუკის შეგირდი. მართალია, სნოუკიც და რენიც ძალისადმი მგრძნობიარენი იყვნენ, სითი არც ერთი ყოფილა — უკანასკნელთა ზეობა დასრულდა ვეიდერის და სიდიუსის აღსასრულით. რენს სურდა, დაესრულებინა ის, რაც ვერ გააკეთა ვეიდერმა და მოეკლა ბიძამისი სკაიუოკერი, უკანასკნელი ჯედაი. მაგრამ ანაკინისგან განსხვავებით, მან დაამხო მასწავლებელი და ახალი უზენაესი მეთაურის სახით წინ გაუძღვა პირველ ორდენს.

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Encyclopedia-Logo ანაკინ სკაიუოკერი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
  2. ვარსკვლავური ომები: განდევნილი ერთი: სრული ილუსტრირებული ცნობარი
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  5. Encyclopedia-Logo დართ ვეიდერი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
  6. ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  10. 10.0 10.1 ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები
  11. 11.0 11.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  12. ვარსკვლავური ომები 22: მომასწავებლის უკანასკნელი გაფრენა, ნაწილი II
  13. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა
  14. ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული
  15. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: აჯანყების ნაპერწკალი