ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

ბობა ფეტი იყო ჯილდოზე მონადირე და ჯენგო ფეტის გენეტიკური კლონი. შეიქმნა კლონირებით კამინოზე და ფიზიკურად იყო ჯენგოს ასლი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კლონი იზრდებოდა დაჩქარებული წესით, ჯენგოს თხოვნით, ბობაში ცვლილებები არ შეუტანიათ და იგი ჩვეულებრივი ტემპით ვითარდებოდა.

ჯეონოსისის ბრძოლისას ბობამ საკუთარი თვალით იხილა ჯენგოს მეის უინდუს მიერ მოკვლა. მან შურისძიება განიზრახა და შემდგომში შეუერთდა ჯილდოზე მონადირეთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ ორა სინგი და ბოსსკი. უინდუს მოკვლის გეგმა ვერ განახორციელეს და ბობაც მიხვდა, რომ ეს მისთვის ზედმეტად რთული ამოცანა იყო, მაგრამ ჯედაისთვის არასოდეს მიუტევებია ჯენგოს მოკვლა. ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ მან ჩამოაყალიბა ჯილდოზე მონადირეთა საკუთარი ბანდა და სხვადასხვა დავალებას ასრულებდა.

გალაქტიკური იმპერიის აღზევების პერიოდში ბობა უკვე ითვლებოდა გალაქტიკის ერთ-ერთ საშიშ ჯილდოზე მონადირედ. იმის გამო, რომ მანდალორული ჯავშანი ემოსა, ვრცელდებოდა ხმები, თითქოს მანდალორელები კვლავ არსებობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი პლანეტა იმპერიამ დაიპყრო. გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში ბობა მუშაობდა ჰატ ჯაბასთვის. ჰოთის ბრძოლის შემდეგ ბობა და სხვა მონადირეები დართ ვეიდერის დავალებით ეძებდნენ ჰან სოლოს და მის ათასწლოვან შავარდენს, რითაც ლუკ სკაიუოკერი უნდა მიეტყუებინათ. ამ ჩანაფიქრის წარმატებულად განხორციელების შემდეგ კარბონიტში გაყინული სოლო ბობამ ტატუინზე გადაიყვანა, იმ გასამრჯელოს სანაცვლოდ, რომელსაც მას ჯაბა დაჰპირდა.

მას შემდეგ, რაც ჰანი რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მონაწილე მეგობრებმა გადაარჩინეს, კარკუნის დიდ ორმოსთან მოხდა ბრძოლა, რომლის დროს ბობა ჩავარდა სარლაკის ხახაში. მიუხედავად ამისა, ფეტი გადაურჩა ურჩხულს, თუმცა ავჯარი დაკარგა და იგი ტატუინზე დასახლდა. წლების შემდეგ მან იპოვა ფენეკ შენდი, რომელთან ერთად მიაგნო ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინს. დინს მან საკუთარი დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი დაიბრუნა საკუთარი ჯავშანი. დაეხმარა რა დინ ჯარინს ნაპოვარა დინ გროგუმოფ გიდეონისგან გადარჩენაში, ფეტი დაბრუნდა ტატუინზე, სადაც ბიბ ფორტუნა მოკლა და დაეუფლა ჯაბას ტახტს, ფენეკ შენდთან ერთად.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
  4. StarWars ბობა ფეტი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  5. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: პირისპირ
  6. ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეთა საიდუმლოებანი
  7. 7.0 7.1 ბნელი მიმდევარი
  8. ჯილდოზე მონადირეები 3
  9. დართ ვეიდერი (2015) 1
  10. აჯანყების ეპოქა: ბობა ფეტი 1
  11. ჯილდოზე მონადირეები 35
  12. The Book of Boba Fett logo ბობა ფეტის წიგნითავი 2: ტატუინის ტომები
  13. The Book of Boba Fett logo ბობა ფეტის წიგნითავი 1: უცხო უცხოთა ქვეყანაში
  14. რესპუბლიკის ეპოქა: ჯენგო ფეტი 1
  15. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებისასიკვდილო მახე
  16. Helmet Collection logo small ვარსკვლავური ომები: ჩაფხუტების კოლექცია 41 (Helmets: ჯენგო ფეტი)
  17. EAFavicon-Logo გასავლელი გზა: თებერვალი 2023 Electronic Arts-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
Advertisement