ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 
Qicon
ვარსკვლავური ომების ლეგენდებთან დაკავშირებული ეს სტატია შეიცავს ინფორმაციას, რომელზეც გავლენას ახდენს პროექტი კლონების ომები.
ლეგენდების კლონების ომების ახალი ქრონოლოგია Lucasfilm-ს არ ეკუთვნის.
ამ სტატიაში მოთხრობილი მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია ამჟამად უცნობია.

ბობა ფეტი იყო მანდალორელი მეომარი და ჯილდოზე მონადირე ფეტების კლანიდან. იგი იყო ჯენგო ფეტის ერთადერთი უცვლელი კლონი, შემქნილი იავინის ბრძოლამდე 32 წელს როგორც ერთეული A0050, ერთ-ერთი ფეტის პირველი ასლებიდან, რომლებიც შექმნეს რესპუბლიკის დიადი ჯარისთვის, აღზრდილი როგორც ჯენგოს ვაჟი. ჯენგომ მას ბევრი რამ ასწავლა, წვრთნიდა როგორც მომავალ ჯილდოზე მონადირეს, ისევე, როგორც ოდესღაც მას მამა ამზადებდა. იავინის ბრძოლამდე 22 წელს ჯენგო დაიღუპა ჯეონოსისის ბრძოლისას, რომელსაც მოჰყვა კლონების ომების დაწყება. ჯერ კიდევ ვიჭუნა, ბობა იძულებული იყო, თავად ეზრუნა საკუთარ თავზე და გალაქტიკაში ემოგზაურა. მოგვიანებით იგი ჯილდოზე მონადირე გახდა და ასრულებდა ჰატ ჯაბას მსგავს დამნაშავეთა დავალებებს და ადრეული ასაკიდანვე სახელი გაითქვა.

როდესაც იავინის ბრძოლამდე 19 წელს შეიქმნა იმპერია, ფეტისთვის იგი ყველაზე ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენდა. ამ პერიოდში მან იქორწინა სინტას ველთან და ჰყავდა ქალიშვილი, ეილინი. ფეტი შემდგომი ათწლეულებში ცნობილი იყო როგორც გალაქტიკის საუკეთესო ჯილდოზე მონადირე და ხშირად ასრულებდა იმპერიის დავალებებს. რამდენიმეჯერ იგი დართ ვეიდერთან თანამშრომლობდა და სითი ლორდს მისდამი ერთგვარი პატივისცემაც ჩამოუყალიბდა.

იავინის ბრძოლიდან 1 წელს, გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ფეტს აჯანყებულთა კაპიტან ჯუნო ეკლიპსის პოვნა დაევალა, რათა გამოეტყუებინა გეილენ მერეკიკლონი. ფეტი აგრეთვე მონაწილეობდა კამინოს ბრძოლაში. როდესაც დართ ვეიდერი დაიჭირეს და დანტუინზე დაკითხვას უპირებდნენ, მანდალორელმა ჯილდოზე მონადირემ იქ მის ხომალდ მოხეტიალე ჩრდილს მიაგნო.

ფეტმა ყველაზე აღსანიშნავი საზღაური მიიღო იავინის ბრძოლიდან 3 წელს, როდესაც დაიჭირა აჯანყებულთა გმირი ჰან სოლო, რომელიც ჰატ ჯაბასთან მიიყვანა. ერთი წლის თავზე, კარკუნის დიდი ორმოს ბრძოლისას, იგი აჯანყებულებს ებრძოდა, როდესაც სოლომ შემთხვევით მოისროლა სარლაკის ხახაში. მართალია, მანამდე სარკალისგან გადარჩენილი არავის ახსოვდა, ფეტი, მართალია, დაჭრილი, ორმოდან ამოძვრა. რკინის ნებისყოფისა და მანდალორული აბჯარის დახმარებით, იგი გადარჩა და ჯილდოზე მონადირის საქმიანობას დაუბრუნდა.

ფენ შისასადმი მიცემული სიტყვის შემდეგ ფეტი გახდა მანდალორი და საბოლოოდ მანდალორელებს წინ წაუძღვა იუუზან-ვონგური ომის პერიოდში. მართალია, თავდაპირველად სხვა გალაქტიკიდან მოსულების სასარგებლოდ მუშაობდა როგორც დაქირავებული მეომარი, მოგვიანებით ახალ რესპუბლიკას შეუერთდა. როდესაც იუუზან-ვონგებმა დაარტყეს მანდალორს და დაბომბეს პლანეტა, მანდალორელებმა აღმოაჩინეს მანდალორული რკინის დიდი მარაგი, რითაც მხოლოდ გაძლიერდნენ.

მოგვიანებით, მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომისას ბობა კვლავ მანდალორელებს მეთაურობდა, მაგრამ ჯანმრთელობამ უმტყუნა. მან მიაგნო შვილიშვილს, მირტა გევს და მასთან ერთად კიდევ მრავალი მისია შეასრულა, მათ შორის — ჰან სოლოსთან ერთად. ფეტი აგრეთვე წვრთნიდა სოლოს ქალიშვილ ჯეინას, რათა მას საკუთარი ძმა, დართ კეიდუსი მოეკლა. იგი აგრეთვე რამდენიმე ბრძოლისას ჯედაების კოალიციას ეხმარებოდა. საბოლოოდ, ფეტის მიერ გაწეული დახმარებით კეიდუსი დამარცხდა, თუმცა იმპერიული ნანოვირუსიგავრცელების გამო ფეტი ვეღარ დაბრუნდა მანდალორზე.

გამოჩენები[]

გამოჩენები კანონში საკამათო სტატუსით[]

  • „Lapti Nek“: The Music Video from Jabba's Palace

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. StarWarsDotComBlogsLogoStacked მთავარი პერსონაჟების დაბადების წლებიKeeper of the Holocron's Blogლილანდ ჩი: StarWars.com Blog (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 პერსონაჟების ახალი ძირითადი ცნობარი
  3. ვარსკვლავური ომების ფაქტების ოფიციალური დოსიე
  4. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პირისპირ
  5. ვარსკვლავური ომები: პირისპირ: ტეგ-გუნდები
  6. ძალის მემკვიდრეობა: მსხვერპლი
  7. SWInsider კომიქსებიStar Wars Insider 97
  8. 8.0 8.1 ვარსკვლავური ომები: სისხლით შეკრულები: ბობა ფეტი მკვდარია
  9. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  10. სისხლით შეკრულები: ამბავი ჯენგო და ბობა ფეტებისა 4
  11. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
  12. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  13. მონების ხომალდი
  14. მანდალორული ჯავშანი
  15. ალისფერი იმპერია III: დაკარგული იმპერია 2
  16. ალისფერი იმპერია III: დაკარგული იმპერია 1
  17. 17.0 17.1 17.2 ძალის მემკვიდრეობა: მოდგმები
  18. გალაქტიკა ომში
  19. ბობა ფეტი: პრაქტიკული მამაკაცი
  20. ძალის მემკვიდრეობა: ჯოჯოხეთი
  21. სისხლით შეკრულები: ამბავი ჯენგო და ბობა ფეტებისა 2
  22. სისხლით შეკრულები: ამბავი ჯენგო და ბობა ფეტებისა 1
  23. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებისასიკვდილო მახე
  24. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიდამღუპველი ძიება
  25. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიR2, შინ გაფრინდი
  26. 26.0 26.1 ძალის მემკვიდრეობა: გამოცხადება

გარე ბმულები[]

Advertisement