FANDOM


Tab-canon-black

გალაქტიკური იმპერია, აგრეთვე ცნობილი როგორც პირველი გალაქტიკური იმპერია, ახალი ორდენი ან უბრალოდ ორდენის იმპერია და ძველი იმპერია, იყო გალაქტიკური, ავტოკრატული მთავრობა, რომელმაც კლონთა ომების შემდეგ ჩაანაცვლა გალაქტიკური რესპუბლიკა .

რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში გაძლიერებულმა სითების ლორდმა დართ სიდიუსმა გაიმყარა პოზიციები შივ პალპატინის სახელით, როგორც რესპუბლიკის უკანასკნელმა უზენაესმა კანცლერმა . მისი მაქინაციებით, ორმაგი თამაშით, სითების ზეობა აღდგა, ჯედაები დამარცხდნენ და მოხდა გალაქტიკური სენატის მარგინალიზაცია. მშვიდობის და სამართლიანობის მცველი ჯედაების და წინააღმდეგობის გარეშე სიდიუსმა დაასრულა ათასწლიანი დემოკრატიის ტრადიციები და წარმოდგა როგორც გალაქტიკის იმპერატორი .

ორ ათწლეულზე მეტი გავიდა და იმპერიული ძალები ახერხებდნენ წინააღმდეგობის შეკავებას და გავლენას მთელ გალაქტიკაში ავრცელებდნენ. რესპუბლიკის უკანასკნელ ნარჩენად რჩებოდა იმპერიული სენატი. დასრულდა რა სიკვდილის ვარსკვლავის მშენებლობა, იმპერატორს მიენიჭა შესაძლებლობა, თავიდან მოეშორებინა ყველა, ვინც ხელს უშლიდა მიზნების განხორციელებაში. თუმცა, გარდა ერთი წინააღმდეგობისა, წარმოიშვა მრავალი სხვა მსგავსი მოძრაობა, საბოლოოდ კი შეიქმნა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი. ამ ერთი მიზნით ორგანიზაცია იქცა რესპუბლიკისთვის საშიშ ელემენტად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიკვდილის ვარსკვლავის სქემები მოიპარეს, ხოლო სადგური განადგურდა იავინის ბრძოლისას .

გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში იმპერიული და ალიანსის ძალები მუდმივ წინააღმდეგობაში იმყოფებოდნენ. კონფლიქტი დასრულდა დართ სიდიუსის და დართ ვეიდერის განადგურებით, ენდორის ბრძოლისას (4 იბშ). სითების ზეობა დასრულდა და მას ამედამ, იმპერიის მმართველი საბჭოს დიდმა ვეზირმა, დაიკავა პალპატინის ადგილი (ბუნებრივია - არა იმპერატორის სახით), კორუსანტის მიღმა შეზღუდული უფლებებით. ამრიგად, იმპერია გარდაიქმნა სტრატოკრატულ მმართველობად, რომელშიც დომინირებდნენ სამხედრო ოფიცრები. ამავე პერიოდში ეს იმპერია დაიყო სხვადასხვა ფრაქციად და სამფლობელოდ, რომლებსაც უწოდებდნენ იმპერიის ნარჩენებს. ვინაიდან ძირითადი მმართველი კორუსანტზე იმყოფებოდა, ასეთ ერთეულებს მართავდნენ მოფები, გუბერნატორები, ადმირალები და გენერლები. მიუხედავად ამისა, მმართველობის ასეთი ფორმა დაიშალა, ვინაიდან ფლოტის ადმირალ გალიუს რაქსის მიერ იმართებოდა იმპერიული ფლოტის უდიდესი ფრაქცია.

პალპატინის მმართველობის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში რაქსმა, რომელიც მართავდა უდიდეს იმპერიულ ფლოტს და იმპერიაში კანცლერის პოზიცია ეკავა, პლანეტა ჯაკუზე ჩამოაყალიბა იმპერიის ერთ-ერთი ნარჩენი, თავად იმპერიის უკანასკნელი დიდი ნაბიჯი კი იყო ახალ რესპუბლიკასთან ჯაკუზე ბრძოლა. რაქსი დაიღუპა და იმპერია დამარცხდა. იავინის ბრძოლიდან 5 წელს, როდესაც იმპერიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, გაფორმდა გალაქტიკური კონკორდატი. იმპერიული მმართველობა ამრიგად შეწყდა. ახალი რესპუბლიკის პერიოდში იმპერიის ნარჩენები დეცენტრალიზებული იქნა და გარდაიქმნა იმპერიული ტრადიციებით და იდეალებით გაერთიანებულ დამოუკიდებელ ტერიტორიულ სამფლობელოებად (თუმცა განიარაღების პირობებს ექვემდებარებოდა). კორუსანტზე ჩამოყალიბებული მთავრობის მეთაური იყო მაზ ამედა, თუმცა ამ მთავრობის შეზღუდული იყო.

მიუხედავად იმპერიის დაშლისა, გავლენა გაგრძელდა ათწლეულების განმავლობაში გალაქტიკის უცნობ რეგიონებშიც, სადაც ყოფილი იმპერიული ოფიცრები, ტექნოლოგები, სამხედროები (მათ შორის ადმირალი რეი სლოუნი და კომენდანტი ბრენდოლ ჰაქსი) გააქტიურდნენ. მათთვის გადამწყვეტ ფაზად იქცა ბრძოლა ჯაკუზე. ჩამოყალიბდა პირველი ორდენი , რომელმაც ფარულად დაიწყო შეიარაღება და განიზრახა იმპერიული გავლენის დაბრუნება.

შენიშვნები და წყაროები

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  3. ვარსკვლავური ომები: განდევნილი ერთი: სრული ილუსტრირებული ცნობარი
  4. ვარსკვლავური ომების პროპაგანდა: გალაქტიკის დამაჯერებელი ხელოვნების ისტორია
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ტარკინი
  6. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა
  7. 7.0 7.1 7.2 შედეგები: ცხოვრებისეული ვალი
  8. 8.0 8.1 შედეგები
  9. 9.0 9.1 9.2 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ილუსტრირებული ლექსიკონი
  10. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "იმპერიის დღე"
  11. SWCustom-2011 "იმპერიის დღე", ეპიზოდების მეგზური - ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები საიტზე StarWars.com
  12. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  13. შედეგები (გვ. 56: "...თვეებით ადრე, რაც ენდორის ბრძოლა დასრულდა." / გვ. 357: "...ეს ერთი თვე აქ იყავი, კომაში."
  14. 14.0 14.1 დაკარგული ვარსკვლავები
  15. 15.0 15.1 TwitterLogo @pablohidalgo (პაბლო იდალგო) Twitter-ზე "იგი აღარ იყო იმპერია. უფრო დამოუკიდებელ ერებს ჰგავდა. მაგალითად, საბჭოთა კავშირის შემდგომ -სტანებს."— ეს ტვიტი ეხება იმპერიის კანონიკურ პოლიტიკურ სტატუსს, ენდორის ბრძოლის შემდგომ, ძალის გამოღვიძების პერიოდში.
  16. 16.0 16.1 შედეგები: იმპერიის აღსასრული
  17. ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე