FANDOM


Tab-legends-black

ენაკინ სკაიუოკერი, მოგვიანებით ცნობილი როგორ დართ ვეიდერი, არის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა (ჯორჯ ლუკასის ჩანაფიქრით, იმდენად, რომ ექვსი ძირითადი ფილმის გარდა თავდაპირველად სხვა ფილმები არც უნდა გამოსულიყო, ვინაიდან ეს იყო "სკაიუოკერების საგა").

ორიგინალურ კინოტრილოგიაში წარმოდგენილია როგორც იმპერიული ძალების ეშმაკური, მოაზროვნე და სასტიკი ხელმძღვანელი. იგი, თავის მხრივ, არის იმპერატორ პალპატინის მოწაფე, თუმცა მაყურებელი ამას მხოლოდ მეექვსე ეპიზოდიდან შეიტყობს. როგორც მისი მასწავლებელი, დართ ვეიდერიც იყენებს ძალის ბნელ მხარეს, რათა გაანადგუროს ჯედაები და აჯანყებულთა ალიანსი.

წინაისტორიის ტრილოგია, განსხვავებით ორიგინალურისგან, ცდილობს დეტალებში აღწეროს ცვლილებები ენაკინის ხასიათში და მაყურებელს პირობითად უჩვენოს, თუ რატომ გადაწყვიტა მან ძალის ბნელი მხარის შესწავლა.