FANDOM


Tab-canon-black Tab-legends-white
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პალპატინი (მრავალმნიშვნელოვანი).

დართ სიდიუსი, ძალისადმი მგრძნობიარე ადამიანი, იყო სითი ლორდი, გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერი და გალაქტიკური იმპერიის პირველი იმპერატორი. იგი იყო სითების ბნელი ლორდებიდან უკაანასკნელი მმართველი, რომელიც ორის წესის პრინციპს ემორჩილებოდა. სიდიუსი, დაბადებული შივ პალპატინად, იყო დართ პლეგასის შეგირდი. მან საკუთარი შეგირდიც აიყვანა, დართ მოლი, და პლეგასი მოკლა. თუმცა, სანამ მოლს ამზადებდა, დაუახლოვდა გრაფ დუკუს, ჯედაების ორდენის ყოფილ წევრს, რომელიც შემდგომში მიზნების განხორციელებაში ეხმარებოდა. საჯაროდ სიდიუსი ცნობილი იყო მხოლოდ როგორც ნაბუს სენატორი პალპატინი. ეს თანამდებობა მან გამოიყენა გალაქტიკის თავისი მიზნების განსახორციელებლად მანიპულირებისთვის.

იმპერატორად აღზევებამდე 13 წლით ადრე სიდიუსი ფარულად ხელმძღვანელობდა ნაბუზე შეჭრას და პოლიტიკური კრიზისით ისარგებლა, რათა გალაქტიკური სენატის მიერ დანიშნულიყო უზენაეს კანცლერად. მოლის ჯედაებთან დამარცხების შემდეგ მან შემდეგ შეგირდად დუკუ აირჩია, რომელსაც დართ ტირანუსი შეარქვა. ერთად მათ ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყებაში. როგორც კანცლერს, სიდიუსს გადაეცა უფლება, თავად ემართა სეპარატისტული კრიზისის დარეგულირების საკითხი და მან ჩამოაყალიბა რესპუბლიკის დიდი არმია, რომელიც კლონთა ომების მონაწილედ იქცა. კლონი ჯარისკაცების კანში სითის ბრძანებით ჩაინერგა ჩიპები წინასწარ დაპროგრამებული პროტოკოლით, რომლის ამოქმედების შემდეგ მათ ყველა ჯედაი უნდა დაეხოცათ.

ომის მიწურულს სიდიუსმა რესპუბლიკაზე თითქმის სრული მართვა მოიპოვა. ახალი ძალაუფლებით მან ჯედაები მოღალატეებად გამოაცხადა და კლონებს უბრძანა ბრძანება 66-ის შესრულება, რითაც ჯედაების ორდენი გაანადგურა. თითქმის ამოწყვეტილი ჯედაების ფონზე მან საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა და რესპუბლიკა გალაქტიკურ იმპერიად გარდაქმნა. მან აგრეთვე რჩეული, ანაკინ სკაიუოკერი, ძალის ბნელ მხარეს მიიქცია და მას დართ ვეიდერი შეარქვა. რამდენიმე წლის განმავლობაში სიდიუსმა იმპერიის მართვა ნელნელა გადასცა იმპერიის მმართველ საბჭოს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა სითების აკლდამაში, იმპერიული სასახლის ღრმა კუთხეეში, ცდილობდა რა ბნელი ძალით სარგებლობას, რათა ძალა საკუთარ თავზე მოერგო.

ამასობაში იმპერია მოედო გალაქტიკას და აშენდა სიკვდილის ვარსკვლავი — მიზანი იყო შიშის თესვა. თუმცა, ჩამოყალიბდა აჯანყებულთა ალიანსი, რომელიც მის გეგმებზე ებრძოდა და სიკვდილის ვარსკლავი განადგურდა იავინის ბრძოლისას ლუკ სკაიუოკერის დახმარებით. ამიტომ სიდიუსმა უბრძანა ვეიდერს, ლუკის მამას, ბიჭუნა ბნელ მხარეს მიექცია ან მოეკლა. საბოლოოდ, ვეიდერმა ენდორის ბრძოლის პარალელურად ლუკი მიუყვანა თავის მასწავლებელს. სიდიუსმა სცადა სკაიუოკერის ბნელ მხარეს მიქცევა, მაგრამ ლუკი მტკიცე უარზე იყო. სითმა მისი მოკვლა სცადა, მაგრამ ვეიდერი საბოლოოდ დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს და მოკლა საკუთარი მასწავლებელი, რითაც ლუკის გამო საკუთარი თავი გასწირა. ამრიგად მან დაასრულა სითების ზეობა, ხოლო აჯანყებულებმა წარმატება იზეიმეს, გაანადგურეს რა სიკვდილის ვარსკვლავი II.

მართალია, სიდიუსი განადგურდა, იმპერია ავრცელებდა ხმებს, თითქოს იგი გადარჩა, ვინაიდან მისი არარსებობით ქაოსი წარმოიქმნა. თუმცა, თავად სიდიუსი არ გეგმავდა, რომ გალაქტიკური იმპერია მასზე უფრო მეტ ხანს იარსებებდა და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გეგმაც ჰქონდა შემუშავებული. მისი აღსასრულის შემდგომ მემკვიდრეობის სახით დარჩენილი იდეების გამგრძელებლად ითვლებოდა პირველი ორდენი, სნოუკის მეთაურობით. ეს უკანასკნელი სითი არ ყოფილა, თუმცა ეუფლებოდა ძალის ბნელ მხარეს.

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
  2. რომანში ტარკინი ნახსენებია, რომ სიდიუსი დაიბადა გალაქტიკური იმპერიის აღზევებამდე 65 წლით ადრე. მარტივი მათემატიკური გამოანგარიშებით ნათელი ხდება, რომ იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 84 წლით ადრე (თავად ბრძოლა მოხდა სითების შურისძიებიდან 19 წლის შემდეგ.
  3. ტარკინი
  4. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  6. 6.0 6.1 Encyclopedia-Logo პალპატინი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
  7. StarWars-DatabankII იმპერატორი პალპატინი/დართ სიდიუსი Databank-ში
  8. Star Wars Journeys: Beginnings
  9. 9.0 9.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  10. StarWars-DatabankII დართ სიდიუსის ბიოგრაფიის გალერეა Databank-ში (პირველი სურათის წარწერა)
  11. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა