ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ეს არის პადმეს დედოფლიდან სენატორად გარდაქმნის და მის მიღმა არსებულ პიროვნებასა და პადმეს გარდა სხვა მოახლეების ამბავი.
―ე.კ. ჯონსტონი[5]

დედოფლის ჩრდილი არის ე.კ. ჯონსტონიკანონიკური რომანი მოზარდებისთვის და უფროსებისთვის. იგი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2019 წლის 5 მარტს. რომანის მოვლენები ვითარდება ფარული მუქარის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ. მისი მთავარი პერსონაჟია პადმე ამიდალა. წიგნი აღწერს, თუ როგორ დაიკავა მან სენატორის თანამდებობა. იგი აგრეთვე გამოვიდა აუდიოვერსიის სახით.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

მისი მმართველობის დასასრული მხოლოდ დასაწყისია....

როდესაც პადმე ამიდალა ტოვებს ნაბუს დედოფლის ადგილს, იგი მზად არის, მოიშოროს წოდება და დაუბრუნდეს მშვიდ ცხოვრებას. მაგრამ, მოულოდნელად, ახალი დედოფალი პადმეს სთხოვს, კვლავ განაგრძოს ხალხის სამსახურში ყოფნა — ამჯერად გალაქტიკურ სენატში. პადმემ არ იცის, რას გააკეთებს ახალ თანამდებობაზე, მაგრამ თხოვნაზე უარს ვერ ამბობს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველაზე ახლო მეგობრის — და შემცვლელის — საბეს დახმარებით, შეუძლია ორ ადგილზე ერთდროულად ყოფნა. ასე რომ, სანამ პადმე პოლიტიკით არის დაკავებული, საბე პადმესთვის მნიშვნელოვანი მისიით მიემგზავრება.

მოელვარე დედაქალაქ კორუსანტში პადმეს ახალი თანამშრომლები სენატიდან მის მიერ წინა კანცლერის გაძევებაში მონაწილეობას ინტერესით და ეჭვით ხვდებიან. ტატუინზე, ვაჭრის განსახიერებით, საბეს დაგეგმილზე უფრო ნაკლები საშუალება აქვს და საჭიროზე უფრო ნაკლები არჩევანი.

ერთგულ მოახლეებთან ერთად პადმემ და საბემ უნდა გაიკვლიონ გზა ვერაგ პოლიტიკაში, შეერწყან მუდმივად ცვალებად ვითარებას და შექმნან ახალი პიროვნება დედოფლის ჩრდილის მიღმა.

უწყვეტობა[]

რომანის მიხედვით ნაბუს მონარქის მმართველობა განისაზღვებოდა ორი ვადით. ყოველი ვადა გულისხმობდა ორ წელიწადს. თუმცა, 2016 წლის ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები აღნიშნული იყო, რომ ნაბუმეფე ვერუნა პლანეტას მართავდა ცამეტი წლის განმავლობაში.[6]

წიგნის ერთ-ერთ გვერდზე გრეგარ ტაიფოს სახელი შეცდომით მითითებულია როგორც გრეგორი.

წიგნში არის კავშირები ტელესერიალ კლონების ომების ეპიზოდებთან. ასეთია კლოვისის აღზევება, რომელშიც პირველად არის ნახსენები, რომ პადმეს და რაშ კლოვისს ჰქონდათ ბლომლარქის გადარჩენის გეგმა.[7]

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • რაბე ტონსორტი
  • რეილატა (პირველად ნახსენები როგორც რეილატა)
  • რეილატას დიშვილი (პირველი გამოჩენა)
  • საბე (პირველად ნახსენები როგორც ტსაბინი)
  • საბეს დედა (პირველი ხსენება)
  • საშე
  • ანაკინ სკაიუოკერი (მხოლოდ ხსენება)
  • შმი სკაიუოკერი ლარსი (მხოლოდ ხსენება)
  • ეინლი ტიმი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • ტონრა (პირველად ნახსენები როგორც ტონრა)
  • გრეგარ ტაიფო (როგორც გრეგორ ტაიფო)
  • უცნობი ითორიანი სენატორი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი მუუნი ბანკირი (მხოლოდ ხსენება)
  • უცნობი როდიანი (პირველი ხსენება)
  • უცნობი სენატორი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ტარგაპიელი სენატორი (პირველი გამოჩენა)
  • ფინის ვალორუმი (მხოლოდ ხსენება)
  • დანესკა ვარბაროსი (პირველი გამოჩენა)
  • ვერსე (პირველად ნახსენები როგორც ვერსაატი)
  • უოტო (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • იანე
  • იარუა

ორგანიზმები

  • ფრინველი (მხოლოდ ხსენება)
  • იხვი (მხოლოდ ხსენება)
  • მაინოკი (მხოლოდ ხსენება)
  • შააკი (მხოლოდ ხსენება)
  • ვირმოკი (მხოლოდ ხსენება)

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

იარაღები და ტექნოლოგია

  • ჰოლოგრამა (მხოლოდ ხსენება)
  • ჰოლოგზავნილი (მხოლოდ ხსენება)

სხვადასხვა


შენიშვნები და სქოლიო[]

გარე ბმულები[]

Advertisement