FANDOM


Includes CC-BY-SA content from Wikipedia's ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე article (authors)

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე (ინგლ. Star Wars Episode I: The Phantom Menace) — 1999 წლის ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის რიგით მეოთხე ფილმი ციკლიდან „ვარსკვლავური ომები“. ამასთან, ქრონოლოგიური მოვლენები მიხედვით, ეს არის 1977-1983 წლებში გადაღებული კინოტრილოგიის მოვლენებამდე დატრიალებული ამბების ქრონიკა, რომელსაც თავის მხრივ, სხვა წინაისტორია გააჩნია.

ახალ ტრილოგიაზე მუშაობა რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა დაიწყო 1997 წელს, სხვადასხვა სტუდიასა და ქვეყანაში. სპეციალური ეფექტები მომზადდა კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით.

უკანასკნელი სერიის, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ გამოსულმა ახალმა ფილმმა თაყვანისმცემელთა მოწონება დაიმსახურა. კრიტიკოსებმა, მიუხედავად ვიზუალური ელემენტებისა, მას დაბალი შეფასება მისცეს, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით შეგროვებულმა შემოსავალმა 924.3 მილიონი დოლარის სახით გააოცა ყველა, ვინც მას ჩავარდნას უწინასწარმეტყველებდა. იგი იქცა 1999 წლის ყველაზე შემოსავლიან კინონამუშევრად და ყველა დროის რიგით მე-6 ყველაზე შემოსავლიან ამერიკულ ფილმად.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki