FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-imp30px-Era-real
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება არის 2005 წლის ფილმი, გადაღებული ჯორჯ ლუკასის მიერ, მისივე სცენარის მიხედვით. ვარსკვლავური ომების წინაისტორიაში იგი მესამე და უკანასკნელი ფილმია.

კლონების ომების დაწყებიდან სამი წლის თავზე ჯედაები კლონებისგან დაკომპლექტებულ ჯარს მიუძღვებიან დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის წინააღმდეგ გალაქტიკური მასშტაბის ბრძოლაში. გალაქტიკური რესპუბლიკის უმაღლესი კანცლერი საბოლოოდ აღმოჩნდება სითების ლორდი, რომლის მზაკვრული გეგმით რესპუბლიკა უნდა გარდაიქმნას გალაქტიკურ იმპერიად. გმირი ჯედაი ენაკინ სკაიუოკერი გადადის ძალის ბნელ მხარეს და იქცევა დართ სიდიუსის შეგირდ დართ ვეიდერად. თითქმის ყველა ჯედაი იღუპება - ობი-ვან კენობის და იოდას გარდა, რომლებიც იმალებიან გალაქტიკის შორეულ ნაწილებში. რჩება ერთადერთი იმედი, ენაკინის შვილები: ლუკ სკაიუოკერი, რომელსაც გაზრდის ოუენ ლარსი და ლეია ორგანა, რომელსაც სენატორი ბეილ ორგანა იშვილებს.

ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა 2005 წლის 19 მაისს - 1999 წელს ამავე დღეს გაიმართა პირველი ეპიზოდის პრემიერა. საპრემიერო ჩვენება გაიმართა კანის 2005 წლის ფესტივალზე, 15 მაისს. კრიტიკოსებმა იგი ძირითადად დადებითად შეაფასეს, განსაკუთრებით წინა ორ ფილმთან შედარებით. პირველი კვირაში მან რამდენიმე რეკორდი დაამყარა, მსოფლიო მასშტაბით კი 800 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოიპოვა. ეს არის "ვარსკვლავური ომების" მეორე ფილმი, რომელშიც ცოცხლად გადაღებული სცენების შემთხვევაში მაღალი გარჩევადობის 24 კადრიანი სისტემა გამოიყენება.. 2011 წლის სექტემბერში ფილმი Blu-ray-ზე გამოვიდა.

შესავალი

ეპიზოდი III:
სითების შურისძიება
ომი! რესპუბლიკა ძრწის სითების ულმობელი მბრძანებლის, გრაფი დუკუს დარტყმებისგან. ორივე მხარეს ჰყავს გმირები. ბოროტებამ ყოველივე მოიცვა.

განსაცვიფრებელი აღმოჩნდა დროიდების მტარვალ მეთაურ გენერალ გრივუსის რესპუბლიკის დედაქალაქში შეჭრა და კანცლერ პალპატინის, გალაქტიკური სენატის ხელმძღვანელის გატაცება.

სანამ დროიდების სეპარატისტული არმია ცდილობს ალყაში მოქცეული დედაქალაქიდან ძვირფას მძევალთან ერთად გაქცევას, რაინდი ჯედაები გატაცებული კანცლერის გადასარჩენად უიმედო მისიას იწყებენ....
StarWarsOpeningLogo
ეპიზოდური ფილმები
ფარული საფრთხე · კლონების იერიში · სითების შურისძიება · ახალი იმედი · იმპერიის საპასუხო დარტყმა · ჯედაის დაბრუნება · ძალის გამოღვიძება · უკანასკნელი ჯედაი
ცალკეული ფილმები
კანონი: კლონების ომები · განდევნილი ერთი · სოლო
ლეგენდები: საშობაო გამოშვება · გულადი ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები
კანონი: კლონების ომები (2008-2014) · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა
ლეგენდები: დროიდები · ევოკები · კლონების ომები (2003-2005)
სხვა: დამნაშავეთა სამყარო · პაროდიული ნამუშევრები
სხვა მედია
აუდიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები · როლური თამაშები · ატრაქციონები · ვიდეოთამაშები
[რედ.]