FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-real
"დამამარცხებ და უფრო ძლიერი გავხდები, ვიდრე ამას წარმოიდგენ."
ობი-ვან კენობი[წყარო]

ვარსკვლავური ომები, მოგვიანებით ცნობილი სახელწოდებით ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი, არის 1977 წლის ფილმი, გადაღებული ჯორჯ ლუკასის მიერ, მისივე სცენარის მიხედვით.

ორიგინალური ტრილოგიის ამ, რიგით პირველ ფილმში, მაყურებელი ეცნობა საგის ძირითად პერსონაჟებს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკ სკაიუოკერის წარსულზე ბევრი რამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ნათელია, რომ მის მამას კავშირი ჰქონდა კლონთა ომების მოვლენებთან. ობი-ვან კენობი ლუკს ამზადებს ჯედაის ხელოვნების ასათვასებლად, თუმცა ხვდება, რომ მისი ჟამი აღესრულა და შემდეგ ფილმში ლუკს მიუთითებს იოდაზე, რომელთანაც სკაიუოკერი შეისწავლეს ხელოვნების სხვა ასპექტებს. ვარსკვლავური ომების კულმინაციაა იავინის ბრძოლა, რომელიც აღინიშნება სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებით. სწორედ აქედან იწყება გალაქტიკური მოვლენების ახალი წელთაღრიცხვა.

ფილმი გამოვიდა 1977 წლის 25 მაისს, თუმცა შემდგომში არაერთხელ გამოიცა, მათ შორის - 1997 და 2004 წელს, სპეციალურ DVD ფორმატებში და 2011 წელს - Blu-ray-ზე.

შესავალი

ეპიზოდი IV
ახალი იმედი
მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. აჯანყებულთა ხომალდებმა საიდუმლო ბაზიდან დარტყმით გალაქტიკურ იმპერიაზე პირველი გამარჯვება იზეიმეს.

ბრძოლისას აჯანყებულთა ჯაშუშებმა შეძლეს, მოეპოვებინათ ნახაზები იმპერიის სუპერიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის, გაძლიერებული კოსმოსური სადგურის, რომლის სიმძლავრე საკმარისია მთლიანი პლანეტის გასანადგურებლად.

იმპერიის ბოროტი აგენტებისგან დევნილი პრინცესა ლეია ხომალდით შინ ბრუნდება და თან მიაქვს მოპარული ნახაზები, რომლებიც გადაარჩენენ მის ხალხს და გალაქტიკას თავისუფლებას დაუბრუნებენ....

შინაარსი

შეტევა ტანტივ IV-ზე და დროიდების გაქცევა

Devastator cap

ამაოხრებელი, რომელიც უტევს პრინცესა ლეიას ხომალდ ტანტივ IV-ს.

გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებიდან დაახლოებით ცხრამეტი წლის შემდეგ გალაქტიკაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. აჯანყებულთა ალიანსი წარმატებით იპარავს გალაქტიკური იმპერიის საიდუმლო ზეიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის გეგმებს. იმ იმედით, რომ ამ გეგმებით საკუთარ ხალხს დაეხმარება და გალაქტიკაში თავისუფლებას აღადგენს, პრინცესა ლეია ორგანა, რომელსაც გეგმებს გადასცემენ, ცდილობს ხომალდ ტანტივ IV-ით შინ დაბრუნებას. თუმცა, მის ხომალდს იმპერიული ი-კლასის გამანადგურებელი, ამაოხრებელი უტევს — ზუსტად პლანეტა ტატუინის მახლობლად.

იმპერიული ჯარისკაცები ხომალდზე გადადიან და, მცირერიცხოვანი აჯანყებული ჯარისკაცების დამარცხების შემდეგ, სითი ლორდი დართ ვეიდერიც ტანტივ IV-ზე ჩნდება. იგი დაკითხავს და კლავს კაპიტან ანტილესს. ხომალდზე დამალულ ლეიას ამასობაში პოულობენ ვეიდერის ჯარისკაცები და აბრუებენ სპეციალური ბლასტერით, შემდეგ კი ვეიდერთან მიჰყავთ. თუმცა, დაჭერამდე, ლეიამ მოასწრო ჰოლოგრაფული გზავნილის დროიდ R2-D2-ის მეშვეობით ჩაწერა და დროიდს დაავალა, გზავნილი ეჩვენებინა გადახვეწილი ჯედაისთვის, რომელიც ტატუინზე ცხოვრობს. იმპერიულ სენატში ვეიდერი აგზავნის შეტყობინებას და ამცნობს, რომ ხომალდი განადგურდა, ხოლო მის ბორტზე ყველა მოკლეს. R2-D2 და კიდევ ერთი დროიდი, C-3PO, ამასობაში ლეიას ხომალდს საევაკუაციო კაფსულით ტოვებენ და ტატუინისკენ მიფრინავენ.

ლუკის ბედის გადაწყვეტა

Luke with Lightsaber 1

ლუკ სკაიუოკერი და მისი მამის სინათლის მახვილი.

დროიდებს, რომლებსაც იტაცებენ ჯავები, ყიდულობენ ტენიანობის მომპოვებელი ფერმერი ოუენ ლარსი და მისი ძმიშვილი, ლუკ სკაიუოკერი. R2-D2 იპარება ფერმიდან და ეძებს მოხუც ბენ კენობის, რომლის საკუთრებად საკუთარ თავს წარადგენს. დილით ლუკი და C-3PO მას პოულობენ, მაგრამ ამ დროს ორივეს ესხმის ქვიშის ხალხი. ბიჭუნას და დროიდებს გადაარჩენს თავად კენობი, რომელსაც ისინი თავისთან მიჰყავს.

ლუკს ობი-ვან კენობი (რაც მისი ნამდვილი სახელია) გადასცემს მამამისის კუთვნილ სინათლის მახვილს. იგი მას უამბობს, რომ ჯედიამ, რომელსაც დართ ვეიდერი ერქვა, უღალატა და მოკლა მისი მამა. R2-D2-ის მეხსიერებაში შენახული ლეიას გზავნილიდან ნათელი ხდება, რომ პრინცესა ითხოვს დახმარებას და კენობის მის ერთადერთ იმედად ასახელებს. ობი-ვანი ცდილობს, დაითანხმოს ლუკი, გაჰყვეს მას ალდერაანზე. ლუკი არ არის დაინტერესებული ასეთი მოგზაურობით, მაგრამ, შინ დაბრუნებული, აღმოაჩენს, რომ ბიძამისიც და დეიდამისიც მოკლეს იმპერიულმა ჯარისკაცებმა — დროიდების ძიებისას. ამიერიდან მას შინ აღარაფერი აკავებს და იგი, ობი-ვანთან და ორ დროიდთან ერთად, მოს აისლისკენ მიემართება, სადაც მოგზაურებმა უნდა იპოვონ ალდერაანზე მოხვედრის საშუალება.

17000 კრედიტის (აქედან წინასწარ გადახდილი 2000-ის) სანაცვლოდ კონტრაბანდისტი ჰან სოლო და მისი მეგობარი, ვუკი ჩუბაკა, თანხმდებიან, გადაიყვანონ ისინი ალდერაანზე საკუთარი ხომალდით, "ათასწლოვანი შავარდენით". იმპერიულ ძალებთან ხანმოკლე უსიამოვნებით და ჰატ ჯაბას მიერ მოგზავნილი ხალხის თავიდან აცილების შემდეგ "შავარდენი" არღვევს იმპერიულ ბლოკადას და ჰანი გეზს ალდერაანისკენ იღებს. მაგრამ მათ არ იციან, რომ ამასობაში პლანეტა უმოწყალოდ გაანადგურეს იმპერიულმა ძალებმა — სიკვდილის ვარსკვლავის მეშვეობით.

ლეიას დახსნა

Obi Luke Han Chewie

მოგზაურები "ათასწლოვან შავარდენზე".

ალდერაანის სანაცვლოდ მოგზაურები აღმოაჩენენ ასტეროიდების ველს. პლანეტა განადგურდა სიკვდილის ვარსკვლავის მიერ, გრანდ-მოფ ტარკინის ბრძანებით, რათა იმპერიის ძალაუფლების დემონსტრირება მოეხდინათ. ათასწლოვანი შავარდენი კი სიკვდილის ვარსკვლავზე სწორედ სადგურის მიმზიდველი სხივით მოხვდება.

სოლო ხომალდზე ასულ ორ ჯარისკაცს ესხმის და, ლუკთან ერთად, ჯარისკაცებად გადაცმული, ტოვებს ხომალდს და შედის სადგურზე ვუკისთან. ობი-ვანი ამასობაში მოწყდება გუნდს, რათა გათიშოს მიმზიდველი სხივი. იმპერიულ ქსელზე შეერთებით R2-D2 დაადგენს, რომ ლეია სადგურზე იმყოფება. ლუკი დაარწმუნებს ჰანს და ჩუბაკას, რომ ღირს ლეიას გადარჩენა, რაც დიდი გასამრჯელოთი ანაზღაურდება. ჰანი და ჩუბაკა თანხმდებიან. ლუკი მათ სთავაზობს საპყრობილის ბლოკ აა-23-ში შეღწევას, ხოლო ვუკის ისე წარმოჩენას, თითქოს იგი დაპატიმრებულია. C-3PO და R2-D2 რჩებიან ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ პრინცესას პოულობენ საკანში, გასაქცევი გზის შესახებ არავინ არაფერი იცის, ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს ლეია, ესვრის რა ახლოს მდებარე კედელს. გვირაბით ისინი მოხვდებიან ნაგვის დამაგროვებელში, სადაც კედლები იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას. C-3PO-სთან დაკავშირებით ლუკი გადასცემს შეტყობინებას R2-D2-ს და დროიდის ძალისხმევით დამაგროვებლის კედლები ჩერდება. საბოლოოდ, ყველა ერთად გარბის გასასვლელისკენ და ის-ისაა, უნდა დაბრუნდნენ შავარდენზე, ამჩნევენ და თვალს ადევნებენ დართ ვეიდერის და ობი-ვანის სინათლის მახვილებით ორთაბრძოლას.

ობი-ვანი სინამდვილეში თავად აპირებდა ვეიდერთან შეხვედრას. ხანმოკლე შერკინების შემდეგ ობი-ვანი საკუთარ თავს გასწირავს და უერთდება ძალას. ლუკი და სხვები წარმატებით ტოვებენ სიკვდილის ვარსკვლავს.

იავინის ბრძოლა

მთავარი სტატია: იავინის ბრძოლა

TIE გამანადგურებლების მოგიერიების და მათი განადგურების შემდეგ შავარდენი ეშვება იავინ 4-ზე, სადაც მდებარეობს აჯანყებულთა ბაზა. ინფორმაცია, შენახული R2-D2-ში, ნაჩვენებია საერთო კრებაზე. გენერალი დოდონა გეგმავს გადაუდებელ იერიშს სიკვდილის ვარსკვლავზე, თუმცა პილოტები ამ გადაწყვეტილებას ენთუზიაზმით არ ხვდებიან. ლუკისთვის მოულოდნელად, ჰანი ბაზას გასამრჯელოს მიღების შემდეგ ტოვებს.

Battle of Yavin

აჯანყებულთა ესკადრილია უახლოვდება სიკვდილის ვარსკვლავს.

აჯანყებულები იწყებენ შეტევას მტრის სადგურზე, რომელიც უახლოვდება იავინ 4-ს. გამანადგურებელთა ჯგუფი მიემართება სადგურის ყველაზე სუსტი წერტილისგან, რომლის აფეთქებით თავად სადგურსაც გაანადგურებს. ამ მანევრირებისას მფრინავების დიდი ნაწილი, მათ შორის ლუკის მეგობარი, ბიგზ დარკლაიტერი, განადგურებულები არიან თავად დართ ვეიდერის მიერ. იმ დროს, როდესაც ვეიდერმა ლუკსაც უნდა გაუხსნას ცეცხლი, შავარდენი ბრუნდება და ჰანი თავს ესხმის იმპერიულ ძალებს.

შედეგად ვეიდერის ხომალდი მოწყდება გეზს და ლუკი, კენობის ხმის დარიგებით და ძალის მხარდაჭერით, სიკვდილის ვარსკვლავის რეაქტორთან დაკავშირებულ ქიმს ესვრის ორ პროტონულ ტორპედოს. მთლიანი სადგური ფეთქდება და ნადგურდება.

რამდენიმე დარჩენილი ხომალდი და მფრინავი, უეჯ ანტილესის, ლუკის, ჰანის და Y-ფრთებიანის პილოტის სახით), ბრუნდება იავინ 4-ზე. გამარჯვების აღნიშვნის დროს ლუკს და ჰანს ლეიასგან გადაეცემა მედლები.

როლები და გუნდი

ტიპის მიხედვით 
მსახიობები გადამღები გუნდი

მსახიობები

მუსიკა

მთავარი სტატია: ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი (საუნდტრეკი)

შენიშვნები და სქოლიო

  1. ახალი იმედი
  2. 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები (1977). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: მარტი 2, 2012.
  3. კირიაკ ლამარი (13 იანვარი, 2012). ყურადღება, აი ვარსკვლავური ომების 1977 წლის ბიუჯეტი. io9. წაკითხვის თარიღი: მარტი 3, 2016.
  4. TwitterLogo @HolocronKeeper (ლილანდ ჩი) Twitter-ზე "0 10 10-13 13 27 32 35 36" (ეკრანის ანაბეჭდი)—ეს ტვიტი აღნიშნავს სამყაროს შიდა წლების რაოდენობას კანონიკურ ფილმებს და ტელესერიალებს შორის არსებულ შუალედში. მარტივი მათემატიკური გამოანგარიშებით ირკვევა, თუ რა დროს მიმდინარეობს ახალი იმედის მოვლენები ქრონოლოგიის მიხედვით.
  5. Databank title წითელი მეთაური საიტზე Databank (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; შენახული ვერსიის ბმული)
ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
წიგნები
სრული ადაპტირება:
რომანი · სამყაწვილო რომანი (განახლებული) · ვარსკვლავური ომები · Random House · პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა · შექსპირი · ზღაპარი · ვარსკვლავური ომების ზღაპარი · Shimmer Book · Golden Book· გმირის აღზევება · ლუკ სკაიუოკერის, რაინდ ჯედაის თავგადასავლები · ვარსკვლავური ომები სურათებში: ორიგინალური ტრილოგია · ორიგინალური ტრილოგიის ისტორიები · ვარსკვლავური ომების განძი: ორიგინალური ტრილოგია · ბნელი მხარის სიმძლავრე
ნაწილობრივი ადაპტირება:
ლუკ სკაიუოკერის ცხოვრება · აირჩიე ვარსკვლავური ომების საკუთარი თავგადასავალი · დართ ვეიდერის მისია: საიდუმლო გეგმების ძიება · სიკვდილის ვარსკვლავის ბრძოლები · დამალული გმირები · მოგზაურობა მოს აისლიში · შეუერთდი აჯანყებულებს · ლუკის ბედი · R2-D2-ის მისია: პატარა გმირის მოგზაურობა · R2-D2 და მეგობრები · ჟურნალი: ბოროტების ტყვეობაში · ჟურნალი: ბრძოლა სამართლიანობისთვის · ჟურნალი: დაქირავებული გმირი · გაქცევა დართ ვეიდერისგან · უსიამოვნება ტატუინზე · გამომწყვდეული სიკვდილის ვარსკვლავზე! · სიკვდილის ვარსკვლავის ბრძოლა · ჩუბაკას ამბავი · მეთაური სახელად ლეია · 5 წუთიანი ვარსკვლავური ომების მოთხრობები · 5 წუთიანი ვარსკვლავური ომების მოთხრობების საპასუხო დარტყმა
კომიქსები
Marvel: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6 · Marvel-ის ილუსტრირებული ვერსია
სპეციალური გამოცემა: 1 · 2 · 3
კლასიკური: 1 · 2 · რბილყდიანი კრებული
სპეციალური: 1 · 2 · 3 · 4 · რბილყდიანი კრებული
დროიდები: 6 · 7 · 8
უსასრულობები: 1 · 2 · 3 · 4 · მანგა: 1 · 2 · 3 · 4
თანამედროვე მოტივატორები · ფოტოკომიქსი · კინომოთხრობა · ორიგინალური ტრილოგია – გრაფიკული რომანი
ვიდეოთამაშები
1987 წლის ვიდეოთამაში · 1991 წლის ვიდეოთამაში · Super Star Wars
სათამაშო წიგნები
სტიკერების სრული წიგნი · სათამაშო წიგნი
წიგნი-და-ჩანაწერი:
ვარსკვლავური ომები · კლასიკური ვარსკვლავური ომები · ახალი იმედი · წიგნი და CD
შექმნა
ანოტირებული სცენარები · მხატვრობა · ჯადოქრობის მიღმა · ქრონიკები · ფილმის შექმნა
შექმნა · ვარსკვლავური ომების შექმნა: ორიგინალური ფილმის ვრცელი ისტორია · ვარსკვლავური ომების პორტფოლიო
· იმპერიის შენება: ვარსკვლავური ომების აღსანიშნავი ნამდვილი ისტორია · ქრონიკები· ვარსკვლავური ომების კადრირებები: ორიგინალური ტრილოგია
მეგზურები და ენციკლოპედიები
გალაქტიკის მეგზური 1 (მეორე გამოშვება) · Super Star Wars-ის თამაშის ოფიციალური საიდუმლოებები
კინოტრილოგიის ცნობარი · კინოტრილოგიის ცნობარი, სპეციალური გამოცემა · ვინ ვინ არის
ვიზუალური ლექსიკონი (სრული · განახლებული გამოცემა) · დაუჯერებელი გადაკვეთები (სრული) · სატრანსპორტო საშუალებები
20 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ჟურნალი · 100 აღსანიშნავი მომენტი · საუკეთესო · საზეიმო გამოცემა
სხვა მასალა და საქონელი
Jedi Pack · რადიოსპექტაკლი (ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს დადგმა) · ორიგინალური საუნდტრეკების ტრილოგია · საუნდტრეკი · LEGO · სათამაშოები
გარკვეული თვალთახედვიდან
საკოლექციო ბარათები · ილუსტრირებული · პერსონალიზებული საბარათე თამაში · Premiere Limited · Premiere-ის ორმოთამაშიანი კომპლექტი · Premiere Unlimited · Limited · Revised Unlimited · Enhanced Premiere · Special Edition Limited
Star-wars-logo-png-transparent
ეპიზოდური ფილმები
I: ფარული საფრთხე · II: კლონთა იერიში · III: სითების შურისძიება
· IV: ახალი იმედი · V: იმპერიის საპასუხო დარტყმა · VI: ჯედაის დაბრუნება
· VII: ძალის გამოღვიძება · VIII: უკანასკნელი ჯედაი · IX
ცალკეული ფილმები
კანონი:
კლონთა ომები · განდევნილი ერთი · სოლო
ლეგენდები:
სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები
კანონი:
კლონთა ომები · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა ·

თავგადასავლების გალაქტიკა · მანდალორელი · ტელესერიალი კასიან ანდორზე
ლეგენდები:
დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა:
დამნაშავეთა სამყარო · პაროდიული ნამუშევრები

სხვა მედია
რადიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები
როლური თამაშები · თემატური პარკების ატრაქციონები · ვიდეოთამაშები