FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-real
"ძალა შენთანაა, ახალგაზრდა სკაიუოკერო, მაგრამ ჯედაი ჯერ არ ხარ."
დართ ვეიდერი[წყარო]

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა არის ირვინ კერშნერის 1980 წლის ფილმი, ლი ბრეკეტის და ლორენს კესდენის სცენარის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, დაიწერა ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილ ამბავზე დაფუძნებით.

გადაღების მიხედვით რიგით ორიგინალური ტრილოგიის მეორე ფილმმა დაიმსახურა მაყურებლებს და კრიტიკოსებს შორის ყველაზე საყვარელი ფილმის სტატუსი. 1997 და 2004 წლებში იგი DVD-ზე გამოვიდა, ხოლო 2011 წელს — Blu-ray ფორმატში.  

შესავალი

ეპიზოდი V
იმპერიის საპასუხო დარტყმა
აჯანყებას მძიმე დრო დაუდგა. მართალია, სიკვდილის ვარსკვლავი განადგურდა, მაგრამ იმპერიულმა ჯარებმა აჯანყებულთა ძალები ფარული ბაზიდან გამოაძევეს და მთელ გალაქტიკაში დევნიან.

მრისხანე იმპერიული ვარსკვლავური ფლოტისგან თავის ასარიდებლად თავისუფლებისთვის მებრძოლმა ჯგუფმა ლუკ სკაიუოკერის მეთაურობით შორეულ ყინულოვან პლანეტა ჰოთზე ახალი საიდუმლო ბაზა ააშენა.

ბოროტმა ლორდმა დართ ვეიდერმა, შეპყრობილმა ახალგაზრდა სკაიუოკერის პოვნით, კოსმოსის ყველაზე შორეულ კუთხეებში ათასობით დისტანციური ზონდი გააგზავნა....

შინაარსი

დაკარგული ლუკი

"გალაქტიკაში ათასობით ზონდი გავუშვით. მტკიცებულებები მჭირდება და არა კვალი!"
ადმირალი კენდალ ოზელი[წყარო]

გავიდა სამი წელი ახალი იმედის მოვლენებიდან. აჯანყებულთა ალიანსი გაიქცა იავინ 4-იდან და ყინულოვან ჰოთზე ახალი ბაზა დააარსა.

იმპერიული ვარსკვლავური დამანგრეველი, რომელიც დართ ვეიდერმა ლუკ სკაიუოკერის საძიებლად გააგზავნა, გალაქტიკაში ათასობით ზონდი გაუშვა. აქედან ერთ-ერთი ჰოთზეც მოხვდა. ლუკი, ტაუნტაუნზე ამხედრებული, პატრულირებს და აღმოაჩენს ზონდს, რომელიც თავდაპირველად მეტეორიტად ეჩვენება. შეატყობინებს რა ჰან სოლოს, რომ აპირებს იქაურობის დაზვერვას, იგი მოულოდნელად ეჯახება ვამპას, რომელიც მას აბრუებს და თავის ბუნაგში მიათრევს.

მას შემდეგ, რაც ლუკი არ უკავშირდება ექოს ბაზას, ჰანი საკუთარი ტაუნტაუნით მის საძიებლად მიემართება, მიუხედავად საშინელი ქარიშხლისა. ლუკი, გამოქვაბულში ჩამოკიდებული, გონს მოდის და ხედავს, რომ ვამპა მის ტაუნტაუნს შეექცევა. ძალის დახმარებით ლუკი იზიდავს თოვლში გადაგდებულ სინათლის მახვილს და თავისუფლდება. იგი ასწრებს ვამპაზე იერიშს და თათს მოჰკვეთს, რის შემდეგაც გამოქვაბულს ტოვებს და კვლავ ჰოთის დათოვლილ გარემოში ამოჰყოფს თავს.

Luke on TaunTaun

ლუკი, ამხედრებული ტაუნტაუნზე, დაზვერვაზეა.

ლუკი ცდილობს, ხმა მიაწვდინოს ექოს ბაზას, მაგრამ ქარბუქში კვლავ გონებას კარგავს. ობი-ვან კენობის აჩრდილი, რომელიც მას ეცხადება, უთითებს, რომ იგი დაგობაზე უნდა გაემგზავროს და გაიაროს წვრთნა გრანდ-მაგისტრ იოდას ზედამხედველობით. აჩრდილი უჩინარდება და ბენზე, იოდასა და დაგობაზე მობუტბუტე ლუკს ჰანი პოულობს. მისი ტაუნტაუნიც უგონოდ ეცემა და ჰანი იყენებს სინათლის მახვილს, რათა გაკვეთოს არსება და ლუკი თბილ შიგნეულობაში მოათავსოს. იგი აგებს დროებით თავშესაფარს, მეორე დილით კი მათ პოულობს ზევ სენესკა, განდევნილების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ბაზაზე გადაყვანილი ლუკი სამკურნალოდ მოთავსებულია ბაკტას აუზში, დროიდ 2-1B-ის ზედამხედველობის ქვეშ.

Sw V cap 1

ჰან სოლოსა და ლეია ორგანას კამათი.

პრინცესა ლეია ორგანა ცდილობს, დაითანხმოს ჰანი, რათა იგი აჯანყებულებთან დარჩეს, ჰანი კი ეუბნება, რომ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ლეიას მისდამი გრძნობები აქვს. გაბრაზებული ლეია უწოდებს "თვითკმაყოფილ, დაუბანელ, ჭკუასუსტ, იდიოტური გარეგნობის მქონე ნერფების მეხრეს".

ამასობაში ზონდი ადგენს, რომ ჰოთი დასახლებულია და იმპერიულ ფლოტს უგზავნის სიგნალს, თუმცა მას მალევე ანადგურებენ ჰანი და ჩუბაკა. ჯალათზე ადმირალი კენდალ ოზელი არ თვლის, რომ ეს აჯანყებულთა იქ ყოფნის დამამტკიცებელია, მაგრამ დართ ვეიდერი ძალის მეშვეობით საპირისპიროს გრძნობს და ფლოტი ჰოთისკენ მიემართება. გენერალი რიეკანი, ხედავს რა, რომ იმპერიამ მათი ადგილმდებარეობა დაადგინა, გასცემს ექოს ბაზის ევაკუაციის ბრძანებას.

ბრძოლა და ევაკუაცია

Rebels prepare for Empire attack

აჯანყებულები ჰოთზე ემზადებიან მტერთან შესახვედრად.

დართ ვეიდერი და იმპერიული ძალები მიემართებიან ჰოთისკენ, რათა აჯანყებულებზე იერიში მიიტანონ. აჯანყებულები ამასობაში ტვირთავენ ხომალდებს, რათა ევაკუაცია განახორციელონ. ლუკი, რომელიც თავს უკეთ გრძნობს, ემშვიდობება ჩუბაკასა და სოლოს, რომლებმაც გადაწყვიტეს ალიანსის დატოვება და ჰატ ჯაბასთვის ვალის დაბრუნება. იმპერიული ძალების ჰოთზე გამოჩენისას გენერალი რიეკანის ბრძანებით ენერგეტიკული დამცველი ფარი ამოქმედდება, რათა ბაზა დაიცვას.

ჯალათზე გენერალი მაქსიმილიან ვირსი ვეიდერს ატყობინებს, რომ ადმირალი ოზელი ჰოთს ნაადრევად მიუახლოვდა. იგი გეგმავდა აჯანყებულთა მანამდე გამოჭერას, სანამ ისინი თავდაცვას შეძლებდნენ. თუმცა ვეიდერი ხვდება, რომ აჯანყებულებმა შეიტყვეს ფლოტის მოახლოების შესახებ. ვიდეოკავშირისას იგი გუდავს ოზელს ძალის მეშვეობით და ფირმუს პიეტს ახალ ადმირალად ნიშნავს. იმპერიული ძალები ეშვებიან პლანეტაზე და, ვირსის მეთაურობით, უახლოვდებიან ბაზას და ენერგოგენერატორს.

პრინცესა ლეია სხვებთან ერთად ემზადება გასაქცევად და გარე რკალის მიღმა შეხვედრის წერტილში მოსახვედრად. რიეკანი თიშავს ფარებს, რათა აჯანყებულებმა ესროლონ ერთ-ერთ იმპერიულ ვარსკვლავურ დამანგრეველს, ამასობაში კი მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ერთ-ერთმა ხომალდმა გაქცევა სცადოს. ბაზას უახლოვდებიან AT-ST-ებისგან და AT-AT-ებისგან შემდგარი ძალები, ვირსის წინამძღოლობით.

AT AT walker Hoth

AT-AT ჰოთზე ბრძოლის დროს.

განდევნილების ესკადრილიის თოვლის სპიდერების ჯგუფი ლუკის მეთაურობით შეტევაზე გადადის. ლუკი ხვდება, რომ AT-AT-სთვის ჩვეულებრივი გასროლები უსაფრთხოა, ამიტომ გადაწყვიტავს ერთ-ერთის ფეხების ჰარპუნებით შეკვრას. AT-AT-სთან პირველი მიახლოებისას მასთან ერთად მყოფი მსროლელი დაკ ბალტერი მოკლულია. უენ ანტილესი და მისი მსროლელი ვეს ჯენსონი ანადგურებენ ერთ-ერთ AT-AT-ს, ხოლო ლუკი კიდევ ერთზე იერიშის მისატანად ემზადება, მაგრამ მისი სპიდერი ჩამოგდებულია იმპერიული ძალების მიერ და ავარიულად ეცემა თოვლში. სკაიუოკერი ასწრებს გაქცევას — რამდენიმე წამში AT-AT ამ სპიდერს ანადგურებს.

აჯანყებულთა ბაზაზე პირდაპირი დარტყმაა. ჯარისკაცები შესულები არიან მასში და ჰანი, ლეია, ჩუბაკა და C-3PO ერთად გარბიან.

ლუკი ამასობაში ახერხებს ერთი AT-AT-ის განადგურებას, ამაგრებს რა მასზე თერმულ დეტონატორს. აჯანყებულთა მხრიდან ამ ბრძოლისას უამრავი მსხვერპლია. მთავარი AT-AT, გენერალ ვირსის მართვით, მაინც ასწრებს და სასროლი მანძილიდან ესვრის და ანადგურებს ენერგოგენერატორს.

Luke Flying to Dagobah

ლუკი ემშვიდობება მეგობრებს და დაგობასკენ მიემგზავრება.

ჰანი, ლეია და სხვები, გარბიან ათასწლოვანი შავარდენისკენ. როგორც კი იგი აფრინდება, ლუკი პოულობს R2-D2-ს და მასთან ერთად ასევე ტოვებს პლანეტას, თუმცა, ობი-ვანის მითითებით, მიემართება დაგობასკენ.

ჰანის ხომალდს მისდევენ იმპერიული TIE გამანადგურებლები. ჰიპერძრავა დაზიანებულია, მისი შეკეთების მცდელობისას კი მოგზაურები მოხვდებიან ასტეროიდების ველში. საბოლოოდ, შავარდენი დროებით ეშვება ერთ-ერთი დიდი ასტეროიდის კრატერში.

ლუკის წვრთნა და ათასწლოვანი შავარდენის მოგზაურობა

Leia Han Kiss first

ლეიას და ჰანის პირველი კოცნა შავარდენზე.

პლანეტა დაგობაზე დაშვების შემდეგ ლუკის X-ფრთებიანს ჭაობი ითრევს, თავად სკაიუოკერი კი ძიებისას წააწყდება მომცრო არსებას, რომელიც მას ჰპირდება იოდასთან წაყვანას.

შავარდენზე ლეია ცდილობს დაზიანებების შეკეთებას. იგი უფრო მეტად უახლოვდება სოლოს, რაც საბოლოოდ კოცნით დასრულდება. ამასობაში სიკვდილის ესკადრილია ვეიდერის ბრძანებით ასტეროიდებს იკვლევს. მას შემდეგ, რაც იმპერიულ ფლოტს ერთ-ერთი ასტეროიდი ეჯახება, ვეიდერს უკავშირდება იმპერატორი პალპატინი, რომელიც მას აფრთხილებს ახალი მტრის, ლუკ სკაიუოკერის შესახებ. ვეიდერი თვლის, რომ ლუკის ძალის ბნელ მხარეს მიქცევით შეიძლება მძლავრი მოკავშირის შეძენა, რაშიც სიდიუსიც ეთანხმება.

უცნაურ არსებას ლუკი თავის ქოხში მიჰყავს, სადაც იგი საბოლოოდ შეიტყობს, რომ სწორედ ეს არსებაა იოდა. უკანასკნელი ესაუბრება კენობის, თუმცა ფიქრობს, რომ სკაიუოკერი ოდესმე მაინც შეუშინდება სწავლას.

მეორე დღეს სოლო და სხვები იძულები არიან, დატოვონ გამოქვაბული, რომელიც აღმოჩნდება გიგანტური კოსმოსური ჭია. ლუკი იწყებს წვრთნას იოდას ზედამხედველობით. ამჩნევს რა უცნაურ ადგილს, რომელიც სავსეა ბნელი მხარის ძალით, იგი, იოდას გაფრთხილებების მიუხედავად, შედის მასში და იხილავს დართ ვეიდერს, რომელსაც თავს ჰკვეთს. ნიღაბი ქრება და მის ადგილზე თავად ლუკის სახე ჩნდება. ეს გაფრთხილებაა, რომ ვეიდერთან ნამდვილი დაპირისპირებისას საკუთარი თავის უმართაობა ლუკს თავად აქცევს ვეიდერად, თუკი იგი ბნელ მხარეს გადავა.

ვარსკვლავურ დამანგრეველზე ვეიდერის ბრძანებით გასამრჯელოზე მონადირეები, ბობა ფეტი, დენგარი, IG-88, ბოსსკი, 4-LOM და ზუკუსი მიემგზავრებიან შავარდენის საძიებლად. დევნის შემდეგ ხომალდი საბოლოოდ ჯდება თავად იმპერიულ კრეისერზე და, ამრიგად, იმპერიული ძალების თვალთახედვის არედან ქრება.

გადის დღეები და წვრთნისას ლუკის ყურადღებას იქცევს ტბაში თითქმის სრულად ჩაძირული X-ფრთებიანი. იგი დარწმუნებულია, რომ ვეღარ დაიბრუნებს მას. ძალის გამოყენების მიუხედავად, მისი მცდელობები ამაოა, თუმცა იოდა შეახსენებს, რომ "ზომას მნიშვნელობა არ აქვს". ჩანს, რომ ლუკი სასოწარკვეთილია.

Luke & Yoda

იოდა ესაუბრება ლუკს.

შავარდენის ჰიპერძრავა დაზიანებულია, ამიტომ ჰანი გადაწყვიტავს, გეზი ღრუბლების ქალაქისკენ აიღოს, რომელსაც მართავს მისი "ძველი მეგობარი" ლენდო კალრისიანი. თუმცა, შავარდენს ფარულად მიჰყვება ბობა ფეტი.

იოდა ესაუბრება ლუკს ყოველივეზე, რასაც იგი იხილავს, აფრთხილებს მომავლის შესახებ, ახსენებს წარსულს და მეგობრებს. ლუკი კვლავ კარგავს საკუთარი თავის მართვას და ფიქრობს საფრთხეში მყოფ მეგობრებზე. მას სურს, დატოვოს დაგობა და მათ გადასარჩენად გაემგზავროს, თუმცა იოდა აფრთხილებს, რომ ამ შემთხვევაში ყოველივე, რისთვისაც მეგობრები იბრძოდნენ, ამაო იქნება და განადგურდება.

ბესპინი

Vader & MF team

ჰანი და მეგობრები ლენდოსთან ერთად, რომელიც იძულებული იყო, მათთვის ეღალატა, მას შემდეგ, რაც იგი, როგორც ღრუბლების ქალაქის მმართველი, დააშინეს ქალაქზე ზეწოლით.

ბესპინზე ჩასულებს თავად ლენდო ეგებება, თუმცა ყოველივე, რაც ქალაქში ხდება, საეჭვოა — დაწყებული C-3PO-ს დაჭერით და დაშლით.

იოდა ძალის მეშვეობით წყლიდან ამოათრევს X-ფრთებიანს. ლუკი დაგობადან გასაფრენად ემზადება, მაგრამ იოდა და კენობი აფრთხილებენ მას, რომ წვრთნის ნაადრევად შეწყვეტა სახიფათოა და ვეიდერთან შეჯახებისას ლუკი ეული იქნება. როდესაც X-ფრთებიანი პლანეტას ტოვებს, ობი-ვანი იოდას ეუბნება: "ეს ბიჭი ჩვენი უკანასკნელი იმედია", თუმცა იოდა არ ეთანხმება: "არა, კიდევ ერთი არის..."

კალრისიანი ღალატობს ჰანსა და მის თანმხლებებს, ვინაიდან იმპერიის წარმომადგენლები მას ეწვივნენ ჰანის გამოჩენამდე და დააშინეს. ამრიგად ისინი იქცნენ დართ ვეიდერის ტყვეებად, რომელიც გადაწყვიტავს, აწამოს ჰანი და ლეია, რათა ლუკმა იგრძნოს უწესრიგობა ძალაში და მათ დასახმარებლად მოვიდეს.

ჰანი გადაჰყავთ დარბაზში, რომელშიც მას ნახშირბადში ყინავენ. გაყინული სოლო ბობა ფეტის ხელში გადადის, რომელმაც იგი ჯაბასთან უნდა გადაიყვანოს, დაწესებული გასამრჯელოს სანაცვლოდ. ერთ-ერთი იმპერიული კომანდერი ვეიდერს ამცნობს, რომ ლუკის ვარსკვლავური გამანადგურებელი ბესპინზე დაეშვა. ლენდოს, ვეიდერის ბრძანებით, ლეია, ჩუბაკა და დროიდები მიჰყავს საკუთარ ვარსკვლავურ გამანადგურებელზე. თუმცა, სინამდვილეში მას სხვა გეგმები აქვს.

ბრძოლა დართ ვეიდერთან

Vader Luke Fight V

დართ ვეიდერის და ლუკის პირველი შერკინება.

ლუკი უსაფრთხოდ იპარება ბესპინზე. ღრუბლების ქალაქის დერეფნებში იგი ხედავს ბობა ფეტს, რომელიც გაყინულ სოლოსთან ერთად ხომალდისკენ მიემართება. ბობა მას ამჩნევს, მაგრამ ლუკი გაურბის და გადაეყრება ჯარისკაცების მიერ დაჭერილ მეგობრებს. მათი გადარჩენის მცდელობისას იგი აღმოჩნდება ნახშირბადის საყინულის დარბაზში.

ქალაქის უსაფრთხოების ძალები უტევენ ჯარისკაცებს და ათავისუფლებენ ლენდოსა და მის მეგობარს. გათავისუფლებული ჩუბაკა თავს ესხმის ლენდოს, მაგრამ ქალაქის მმართველი განმარტავს, რომ ჰანის გადარჩენის საშუალება კვლავ არსებობს. ქალაქიდან გასულები, ისინი ეტაკებიან ჯარისკაცებს, ხოლო ბობა გაფრენას ასწრებს.

ლუკი და ვეიდერი მახვილებით ერთმანეთს უპირისპირდებიან. ლუკი კინაღამ იყინება მაცივარში. ვეიდერი მის წინააღმდეგ იყენებს ძალის ბნელ მხარეს, ესვრის რა ტექნიკას, საბოლოოდ კი აგდებს ფანჯარაში, საიდანაც სკაიუოკერი ეცემა ავარიულ პლატფორმაზე. ლენდო გასცემს ქალაქის ევაკუაციის ბრძანებას და სხვებთან ერთად შავარდენით მიემგზავრება.


Vader Father

დართ ვეიდერი ლუკს ეუბნება, რომ მამამისია.

ბრძოლის მიწურულს ლუკის ხელი მოკვეთილია ვეიდერის მახვილით, რომელიც, მახვილთან ერთად, იკარგება. თავად ვეიდერი ლუკს საბოლოოდ უამბობს, რომ მამამისია.

დართ ვეიდერი: "ობი-ვანს არასოდეს უთქვამს, რა დაემართა შენს მამას."
ლუკ სკაიუოკერი: "საკმარისი მიამბო! მიამბო, რომ შენ მოკალი!"
დართ ვეიდერი: "არა, მე ვარ შენი მამა."
―ვეიდერი და ლუკი, ღრუბლების ქალაქი[წყარო]

თავზარდაცემული ლუკი არ იჯერებს მის სიტყვებს, ხოლო ვეიდერი ცდილობს, დაარწმუნოს იგი, შეუერთდეს და ბნელი მხარის მეშვეობით დაამარცხებინოს იმპერატორი. თუმცა ლუკი ეწინააღმდეგება და ხტება ღრმა გვირაბში, საიდანაც, ვენტილაციის გვირაბის გავლით, აღმოჩნდება ქალაქის გარეთ, ჩამოკიდებული მის ქვედა ნაწილზე. იგი უხმობს კენობის, შემდეგ კი ერთადერთს, ვინც ახსენდება — ლეიას.

ლეია გრძნობს ლუკის ძახილს. შავარდენი ბრუნდება ქალაქისკენ და ლენდოს დაჭრილი ლუკი ხომალდზე გადაჰყავს. იმპერიული TIE გამანადგურებლები მათკენ მიემართებიან. შავარდენი ტოვებს ბესპინის გრავიტაციულ ველს, მაგრამ ჰიპერსივრცეში გადახტომის მცდელობისას ძრავა კვლავ შეფერხებით მუშაობს.

Luke Leia V finale

ლუკი, ლეია და დროიდები ფილმების საბოლოო კადრებში.

დაჭრილი ლუკი ტელეპათიური კავშირით ესაუბრება მამამისს და მიმართავს ობი-ვანს: "ბენ, რატომ არ მიამბე?"

R2 ახერხებს ხომალდის ჰიპერძრავის გააქტიურებას და შავარდენი ჰიპერსივრცეში იკარგება. განრისხებული ვეიდერი ბრუნდება ვარსკვლავურ დამანგრეველზე მდებარე ოთახში.

აჯანყებულთა შეხვედრის წერტილში ლუკს EF76 ნებულონ-B ფრეგატაზე მკურნალობენ. ხელოვნური ხელით იგი თავს უკეთ გრძნობს. ლენდო და ჩუბაკა გეგმავენ ჰან სოლოს გადარჩენას. კალრისიანი ლეიას ჰპირდება, რომ დაუბრუნებს მას, ვინც უყვარს. ლუკი, ლეია და დროიდები იხედებიან კოსმოსში. შავარდენი უცნობი მიმართულებით მიემგზავრება.

წარმოება

ჯორჯ ლუკასმა ფილმისთვის სცენარისტად მიიწვია ლი ბრეკეტი, რომელსაც სცენარი უნდა დაეწერა თავად ლუკასის მიერ შემოთავაზებული სიუჟეტური განვითარების მიხედვით. პირველი ვერსია მზად იყო 1978 წლის 23 თებერვალს, მაგრამ ბრეკეტი მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა, თავად ჯორჯს კი სცენარის განვითარება არ მოსწონდა. არ ჰყავდა რა სხვა სცენარისტი, მეორე ვერსია თავად დაწერა.[6] ცვლილებები სცენარში მან შეიტანა პირველ ვერსიაზე დაყრდნობით და სწორედ ამ ვერსიაში განავითარა სიუჟეტი ისეთი სახით, როგორიც მან ფილმში შეიძინა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო ვეიდერს, ლუკის მამას.[6] ლორენს კესდენმა ამასობაში დაასრულა დაკარგული კიდობნის მაძიებლების სცენარზე მუშაობა და ლუკასის სცენარზე გადაერთო. რამდენიმე ვერსიის დასრულების შემდეგ სცენარის განხილვა გაიმართა ნოემბერში. მასში მონაწილეობდნენ ლუკასი, კესდენი, აგრეთვე ირვინ კერშნერი და გერი კერცი. დამატებითი ცვლილებების შემდეგ საბოლოო ვარიანტი დაამტკიცეს. დიალოგებში მცირე ცვლილებები შეიტანეს თავად კერშნერმა და მსახიობებმა გადაღებების დროს, ლუკასის თანხმობით.[6]

ფილმის მხატვრობაზე ძირითადად მუშაობდნენ რალფ მაკკუორი, ჯო ჯონსტონი და ნაილო როდის-ჯეიმერო, ლუკასის მიერ შემოთავაზებული იდეების მიხედვით.[6] იოდას თოჯინა შეიქმნა ბრიტანელ გრიმიორ სტიუარტ ფრიბორნის მიერ. იგი აღნიშნავდა, რომ იოდას სახე საკუთარის მიხედვით შეიმუშავა, დაამატა რა აინშტაინის სახის ელემენტები.[7]

გადაღებები გაგრძელდა 1979 წლის 5 მარტიდან 24 სექტემბრამდე. ჰოთის სცენების ნაწილი გადაიღეს ნორვეგიაში. დაგობას, ღრუბლების ქალაქის და ექოს ბაზის ინტერიერის სცენები გადაიღეს Elstree Studios-ში, ინგლისში.

ფილმის საწარმოო ბიუჯეტმა დაგეგმილს გადააჭარბა და დაგვიანდა მისი გამოშვებაც. როდესაც თანხა 10 მილიონამდე გაიზარდა, ბანკს სურდა დაფინანსების შეწყვეტა. დამატებითი ბიუჯეტის მისაღებად ლუკასი იძულებული გახდა, 20th Century Fox-ისთვის მიემართა. საბოლოოდ, სტუდიამ ფილმისგან მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე მოელოდა გაცემული სესხის სანაცვლოდ. ამასთან, ლუკასმა შეინარჩუნა უფლება ამ ფილმსა და დაკავშირებულ ნაწარმზე.[7]

გამოშვება

ფილმის გამოსვლამდე ზოგიერთი მსახიობი ტელეეთერში მასზე სასაუბროდ გამოჩნდა. პიტერ მეიჰიუ და მარკ ჰემილი მონაწილეობდნენ გადაცემაში Jim'll Fix It[8], ენტონი დენიელსიSesame Street-ში, ხოლო დენიელსი, ჰემილი და მეიჰიუ ერთად — The Muppet Show-ში.

ფილმის პრემიერა გაიმართა 1980 წლის 17 მაისს, ვაშინგტონში, კენედის ცენტრში. იგი, ისევე, როგორც ლონდონში, Odeon Cinema-ში გამართული პრემიერა, საქველმოქმედო იყო. ამ დღეს ბრიტანულ დღესასწაულს, ერთა თანამეგობრობის დღეს, აგრეთვე ეწოდა "იმპერიის დღე" (მას ასე ერქვა 1958 წლამდე), ხოლო ქალაქში დადიოდნენ იმპერიული ჯარისკაცების ლეგიონები.[9] 19 და 20 მაისს საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართა სხვა ადგილებშიც. ფილმი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში 1980 წლის 21 მაისს გამოვიდა (მისი პირველი ჩვენებისას გამოიყენებოდა 126 ცალი 70 მმ-იანი ფირი, ხოლო 1980 წლის ივნისში მასალა წარმოდგენილი იყო 35 მმ-იან ფირებზე).[10] 1980 წლის სექტემბერში CBS-ზე გამოვიდა სპეციალური დოკუმენტური ფილმი, SPFX: იმპერიის საპასუხო დარტყმა.

საქონელი

ფილმის რომანად ადაპტირებული ვერსია დაიწერა დონალდ ფ. გლატის მიერ გამოიცა 1980 წლის 12 აპრილს. Marvel-მა გამოსცა მისი ადაპტირება კომიქსების სახით. მისი ტექსტის ავტორი იყო არჩი გუდვინი, ხოლო მხატვარი — ელ უილიამსონი. 1998 წელს იაპონიაში აგრეთვე გამოვიდა მანგა-ვერსია, დახატული ტოსიკი კუდოს მიერ (აშშ-ში იგი გამოიცა 1999 წელს). Kenner-მა ფილმის მიხედვით გამოუშვა სათამაშოების მთელი ხაზი. აუდიოდადგმა დაიწერა ბრაიან დელის მიერ და ჩაიწერა ეროვნული საზოგადო რადიოს ეთერისთვის, 1983 წელს გასაშვებად.

განმეორებითი გამოშვებები

TESB 30th Anniversary logo

2010 წელს იყო ფილმის 30 წლიანი იუბილე.

ისევე, როგორც ორიგინალური ტრილოგიის სხვა ფილმების შემთხვევაში, ლუკასმა 1997 წელს გამოუშვა ფილმის სპეციალური გამოცემა, შეიტანა რა ახალ ვარიანტში მრავალი ცვლილება და დამატება, მათ შორის — საბოლოო სცენაში მუსიკალური თემის ჩანაცვლებით.

2004 წლის 21 სექტემბერს სამივე ორიგინალური ფილმი პირველად გამოიცა DVD-ზე. ამ შემთხვევაში ფილმში შეცვლილი იყო ხმოვანი ეფექტები და გაუმჯობესებული იყო ზოგიერთი ვიზუალური ელემენტი. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო ვარდისფერ ნათებას, რომელიც ამჯერად ღრუბლების ქალაქის გამოჩენის სცენიდან ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ 1997 წლის კინოთეატრების ვერსიაში ღრუბლების ქალაქის სატრანსპორტო საშუალებას ჩაენაცვლა ტიბანას გადამამუშავებელი ქარხანა.

გარდა ამისა, სცენა, რომელშიც ვეიდერი ესაუბრება იმპერატორს, DVD-ისთვის შეცვალეს. ორიგინალურ ვერსიაში პალპატინს განასახიერებდა ნიღბიანი ქალი, რომელსაც აგრეთვე დამაგრებული ჰქონდა შიმპანზეს თვალები, ხოლო მოგვიანებით მის გახმოვანებაზე კლაივ რევილი მუშაობდა. ისიც და მერჯორი იტონიც, რომელმაც პალპატინი ფიზიკურად განასახიერა, ჩაანაცვლა იენ მაკდერმიდმა, რომელმაც იგივე როლი შეასრულა ჯედაის დაბრუნებაში და წინაისტორიის ტრილოგიაში. თუმცა, რევილის სახელი კვლავ დარჩა ფილმის ტიტრებში. მაკდერმიდმა დიალოგი განმეორებით ჩაწერა ჯეიმზ ერლ ჯოუნსის თანამონაწილეობით და ამ სცენას კიდევ რამდენიმე ფრაზა დაამატა.

ტემუერა მორისონის მიერ განახლებული ვერსიისთვის ჩაიწერა ბობა ფეტის ახალი ხმა და ხაზი გაესვა იმას, რომ მისი პერსონაჟი ჯანგო ფეტის კლონი იყო.

ტრილოგიის განახლებული ვარიანტი, ორდისკიანი შეზღუდული გამოცემების სახით, გამოიცემოდა 2006 წლის 12 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე. დამატებით დისკებზე წარმოდგენილია ფილმების ორიგინალური ვერსიები. თუმცა, ამ გამოცემით უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ უცვლელი ვარიანტები აიღეს 1993 წლის არაანამორფული ლაზერული დისკების პირველწყაროებიდან და არ დაამუშავეს თანამედროვე ტექნოლოგიებით.[11]

ფილმი Blu-ray-ზე პირველად გამოიცა 2011 წლის სექტემბერში.[12]

2015 წლის 7 აპრილს The Walt Disney Studios-მა, 20th Century Fox-მა და Lucasfilm-მა გამოაცხადეს ექვსი ფილმის ციფრული ვერსიების გამოსვლის შესახებ. Lucasfilm ინარჩუნებდა უფლებას I-VI ეპიზოდების ციფრული სახით დისტრიბუციაზე, ამიტომ Walt Disney Studios Home Entertainment-მა იმპერიის საპასუხო დარტყმა ციფრულად გამოუშვა 2015 წლის 10 აპრილს.[13]

მიუხედავად Walt Disney Company-ს მიერ 2012 წელს Lucasfilm Ltd.-ის შეძენის და ყველა მომავალი ფილმის გამოშვებაზე უფლებების მიღებისა, Fox-მა შეინარჩუნა V ეპიზოდის დისტრიბუციის უფლება, ვინაიდან კომპანია მისი თანამწარმოებელი და თანადამფინანსებელი იყო. Fox-ს აგრეთვე დარჩა ფრენჩაიზის იმ ხუთი შემდგომი ფილმის კინოთეატრებსა და მათ გარეთ, აგრეთვე სახლის ვიდეოფორმატებში გამოშვების უფლება, რომლებსაც Lucasfilm 2020 წლის მაისამდე დამოუკიდებლად აწარმოებდა — ამ დროიდან მოყოლებული მფლობელი Disney გახდებოდა. ასეთი რთული ურთიერთობა Fox-სა და Disney-ს შორის, განსაკუთრებით Fox-ის მიერ IV ეპიზოდზე უფლებების გამო, წარმოშობს მომავალში ყველა ფილმის კომპლექტის სახით გამოცემის სირთულეს.[14] 2017 წლის 14 დეკემბერს The Walt Disney Company-მ გამოაცხადა, რომ გახდა Fox-ის მშობელ კომპანია 21st Century Fox-ის მფლობელი, რაც ნიშნავდა, რომ მას უკვე ეკუთვნოდა აღნიშნული კინოსტუდია და ახალი იმედის დისტრიბუციის უფლებებიც[15].

გამოხმაურება

ფილმს გამოსვლისთანავე მრავალფეროვანი შეფასებები ხვდა წილად. კრიტიკოსების ნაწილს არ მოსწონდა სიუჟეტი, თუმცა აღნიშნავდნენ მის ტექნიკურ მიღწევებს. ფილმის რედაქტირებულ ვერსიებსაც არანაკლები განხილვა მოჰყვა.

მსახიობთა თანახმად, ირვინ კერშნერი მსახიობების მიერ სცენარის განხილვის სესიებს მართავდა და უფლებას აძლევდა, დიალოგებში ცვლილებები შეეტანათ და იმპროვიზაციულად ეთამაშათ. იგი იღებდა სცენის მრავალ დუბლს, განსხვავებით ლუკასისგან, რომელიც ყოველთვის მკაცრად მიჰყვებოდა სცენარს და იღებდა დაახლოებით სამ დუბლს, მსახიობებს კი მითითებებს ნაკლებად აძლევდა.

იმპერიის საპასუხო დარტყმა ამჟამად არის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი გაგრძელება, ინფლაციის პირობების გათვალისწინებით. ზოგიერთი მას თვლის საგის ფილმებს შორის განწყობით ყველაზე ბნელ ნაშრომად.

2010 წელს V ეპიზოდი ფილმების ეროვნული რეესტრის ინიციატივით მოხვდა კონგრესის ბიბლიოთეკაში.[16][17]

ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და სკანდინავიაში V ეპიზოდის ჩვენებას წინ უსწრებდა მოკლემეტრაჟიანი შავი ანგელოზი. იგი იყო როჯერ კრისტიანის, ახალი იმედის დამდგმელი მხატვრის სადებიუტო სარეჟისორო ნაშრომი. გადაღებული შოტლანდიაში, 1979 წლის შემოდგომაზე, 25,000 გირვანქა სტერლინგად, იგი იყო ჯორჯის მხრიდან კრისტიანისთვის საჩუქარი ვარსკვლავურ ომებზე მუშაობაზე მადლიერების ნიშნად.[18][19] შავი ანგელოზი განმეორებით 2015 წლის 12 მაისს ოფიციალურად გამოვიდა.[20][21][22]

წაშლილი სცენები

გენერალ ვირსის დაღუპვა

გენერალი ვირსი აპირებს დამცავი ფარის გენერატორების განადგურებას, მაგრამ ამ დროს ჰობი, აჯანყებულთა პილოტი, დაზიანებული გამანადგურებლით მისი მოსიარულისკენ მიფრინავს. ვირსის თანმხლები პირებიდან ერთ-ერთი ამბობს: "შეხედეთ! ის ახლა..." ჰობის გამანადგურებელი ეჯახება ვირსის AT-AT-ს კაბინას, რომელიც ფეთქდება და შეიწირავს ჰობისაც და ვირსსაც. გაფართოებული სამყაროს თანახმად ისინი ჰოთის ბრძოლას გადაურჩნენ). ეს სცენა, როგორც ჩანს, ამოიჭრა, ვინაიდან ვირსი ანადგურებს გენერატორებს და ფილმის ავტორებმა ვერ შეცვალეს სცენა.

ვამპას სცენა

Wampa attack

R2-D2 ვამპას გაურბის

ფილმის სცენარის მეოთხე ვერსიის თანახმად, არსებობდა დამატებითი სცენები ვამპების შესახებ. R2-D2-ს კი ერთ-ერთი მათგანი მისდევდა, ხოლო აჯანყებულები მას ესროდნენ. ერთ-ერთი სამხედრო გენერალ რიეკანს ატყობინებს: "შევასრულეთ, მაგრამ სხვებიც დარჩნენ". ამ დროს გაისმის განგაშის სიგნალი და ლეია ეკითხება, შეისწავლეს თუ არა არსება. გენერალი ეუბნება, რომ სწორედ ამას აკეთებენ. ამ დროს აჯანყებულებს აღმოაჩენს იმპერიული ზონდი და ლეიაც აღნიშნავს, რომ "შეუძლებელია, იგი იყოს ერთ-ერთი ასეთი არსებებიდან".

ვამპები ექოს ბაზაზე

Wampas infiltrate top

2-1B მოკლულ ტაუნტაუნს ათვალიერებს.

სცენაშიც, რომელშიც ჰან სოლო ტაუნტაუნზე ამხედრებული მიემგზავრება ლუკის საძებნელად, სამედიცინო დროიდი 2-1B აკვირდება ლუკის მკვდარ ტაუნტაუნს. სცენარის მეოთხე ვერსიით, ტაუნტაუნი სამი იყო და არა ერთი. ვამპები ამ დროისთვის თავად იჭრებიან ბაზაზე და კლავენ რამდენიმე ტაუნტაუნს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ჰანი და ლეია კამათობენ დერეფანში, ხოლო C-3PO და R2-D2 მიემართებიან ანგარისკენ და საუბრობენ ტემპერატურაზე. მოგვიანებით, როდესაც ჰანი ცდილობს, დაადგინოს, თუ სად არის ლუკი, იგი ხვდება აჯანყებულებს, რომლებიც ტაუნტაუნს დასტრიალებენ. მათ აინტერესებთ, თუ რა დაემართა არსებას, ვინაიდან ჯერ არ იციან, რომ ბაზაზე სხვა ვამპები შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ეს სიუჟეტური განვითარება შეტანილია თამაშში Star Wars: Battlefront II, ხოლო ბედისწერის ძალების ეპიზოდში "ექოს ბაზის მხეცები" ასევე ჩნდება ექოს ბაზაზე შეპარული ვამპა.

ვამპას გამოქვაბული

Wampa pen top

ჯარისკაცები ცდილობენ ვამპებიან დარბაზში შეღწევას.

ვამპების მონაწილეობით გადაღებულ სცენებს შორის, ეს ერთ-ერთი ცნობილია, ვინაიდან ყველაზე სრულყოფილია შემორჩენილებიდან. ჰოთის სცენის დროს აღმოჩნდება, რომ R2-D2-ის ხმა იზიდავს ვამპებს. ამიტომ იგი მათ შეიტყუებს დიდ დარბაზში, ხოლო კარზე აკრავენ გამაფრთხილებელ ნიშანს, რათა სხვები არ მიუახლოვდნენ. ეს სცენა გადაიღეს, მაგრამ საბოლოო მონტაჟისას აღარ გამოიყენეს. სამედიცინო ცენტრში, ლუკის სანახავად მიმავალი დროიდები მოგვიანებით კვლავ საუბრობენ ვამპებზე.

ფილმის საბოლოო ვერსიაში ნაჩვენებია, თუ როგორ ჩაუვლიან სოლო და სხვები აღნიშნულ კარს. თუმცა, არ არის შეტანილი კადრი, რომელშიც C-3PO ჩერდება და გაფრთხილების ნიშანს ხევს. V ეპიზოდის ოფიციალურ ტრეილერში ეს მომენტი ნაჩვენებია.

მას შემდეგ, რაც იმპერიული ძალები ბაზაზე შედიან, ჯარისკაცები ხედავენ კარს, რომელზეც დარჩენილია ნიშნის ნაგლეჯი. შიგნით შესულებს ვამპები ესხმიან.

ლუკი როგორც მსროლელი

Luke gunner 01

ლუკ სკაიუოკერი საარტილერიო იარაღს ვამპებს უმიზნებს.

მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა ვარაუდი ერთ-ერთი სცენის შესახებ, რომელშიც ლუკი ზარბაზანს ვამპებს უმიზნებდა. ამის ერთადერთი ნამდვილი მტკიცებულება არის Star Wars Insider 33-ში (გვერდი 59) გამოქვეყნებული სტატია Nintendo 64-ისთვის გამოსულ თამაშ Shadows of the Empire-ზე:

"მაგალითად, ვიცოდით, რომ არსებობდა სცენა, რომელშიც ვამპა შეიჭრა ექოს ბაზაზე და ტაუნტაუნი მოკლა (აჯანყებულთა რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად) და სცენა, რომელშიც სადაც ლუკი ავტოლაზერის ზარბაზანთან დადგა და რამდენიმე ვამპას ესროლა. ამ სცენაში ვამპა შესანიშნავად გამოიყურებოდა, ბეწვიანი და ლითონის თვალებით. ეს სურათი შეგვხვდა Kodak Shoebox Photo CD-ზე, რომელიც Lucasfilm Ltd.-მ ერთხელ მოგვაწოდა".

მუსიკა

მთავარი სტატია: ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა (საუნდტრეკი)

გამოცემების გალერეა

შემადგენლობა

ტიპის მიხედვით 
მსახიობები გადამღები გუნდი

მსახიობები

იმპერიული ოფიცრები
აჯანყებულთა ოფიცრები
სხვა პერსონაჟები

ბიბლიოგრაფია

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა (1980). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: მაისი 13, 2013.
  2. ნათანი, იენ (6 მაისი, 2014). ისტორიები ბნელი მხარიდან: იმპერიის უკანასკნელი დარტყმის შექმნა. Empireonline.com. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 20, 2014.
  3. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა – ინფორმაცია კინოგაქირავებაზე, DVD-ის და Blu-ray-ის გაყიდვებზე, კინოს სიახლეები, ინფორმაცია მსახიობებსა და გუნდზე. The Numbers. წაკითხვის თარიღი: მაისი 13, 2013.
  4. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  5. ვარსკვლავური ომების ნაძირლები და მტრები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები განმარტავს, რომ ჰან სოლო გაყინეს ჰოსნიანური წელთაღრიცხვით 7980 წელს, რაც ნიშნავს, რომ იმპერიის საპასუხო დარტყმის მოვლენები ამ წელს მიმდინარეობს.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 იმპერიის საპასუხო დარტყმის შექმნა
  7. 7.0 7.1 ოცნებათა იმპერია
  8. მარკ ჰემილი Jim'll Fix it-ში. YouTube (7 სექტემბერი, 2012). წაკითხვის თარიღი: ივლისი 17, 2017.
  9. SWicon სამახსოვრო 'იმპერიის დღე' საიტზე StarWars.com (ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
  10. კოუტი, მაიკლ (25 მარტი, 2005). იმპერია 25 წლის ხდება: 25 წლის აღსანიშნავი პატივისგება 'იმპერიის საპასუხო დარტყმისადმი'. fromscripttodvd.com. წაკითხვის თარიღი: ივლისი 17, 2017.
  11. იენ დოუ. ანამორფული ვარსკვლავური ომები და სხვა განხილვები. Mindjack Film. წაკითხვის თარიღი: მაისი 26, 2006.
  12. მიიტანეთ შინ სრული კოლექცია: ვარსკვლავური ომები: სრული საგა Blu-Ray-ზე (2011). წაკითხვის თარიღი: ივლისი 8, 2011.
  13. SWCustom-2011 ვარსკვლავური ომების ფილმების ციფრული კოლექცია გამოვა 10 აპრილს საიტზე StarWars.com
  14. მასტერსი, კიმ (2012-10-30). ჩახლართული უფლებების გამო 'ვარსკვლავური ომების' სრული კომპლექტის გამოშვების სირთულე (ანალიზი). The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 31, 2012.
  15. The Walt Disney Company Twenty-First Century Fox, Inc.-ს 52.4 მილიარდ დოლარად შეიძენს შეიძენს. The Walt Disney Company (2017-12-14). წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 14, 2017.
  16. 'იმპერიის საპასუხო დარტყმა' შედის რეესტრის მიერ შერჩეულ 25 ფილმში. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 28, 2010.
  17. 'იმპერიის საპასუხო დარტყმა,' 'თვითმფრინავი!' ფილმების ეროვნულ რეესტრის მიერ დასახელებულ 25 ფილმს შორის. წაკითხვის თარიღი: დეკემბერი 28, 2010.
  18. ანდერსონი, მარტინ (9 მარტი, 2010). ექსკლუზიური ინტერვიუ: როჯერ კრისტიანის სამყაროები. Shadowlocked. წაკითხვის თარიღი: ივლისი 23, 2010.
  19. მატისი, ნათან (10 სექტემბერი, 2013). დაკარგული 'ვარსკვლავურ ომებთან' დაკავშირებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნაჩვენები იქნება პირველად 33 წლის შემდეგ. Ars Technica. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 11, 2013.
  20. [https:// www.youtube.com/watch?v=5L8pHKP-vv4 შავი ანგელოზი (1980 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი)]. YouTube.com (12 მაისი, 2015). წაკითხვის თარიღი: მაისი 13, 2015.
  21. კ., ბრაიანი (12 მაისი, 2015). [http:// jedinews.co.uk/news/news.aspx?newsID=21835 შავი ანგელოზი დაბრუნდა და YouTube-ზე ხანმოკლე დროით არის წარმოდგენილი]. JediNews.co.uk. წაკითხვის თარიღი: მაისი 13, 2015.
  22. [http:// www.blackangelmovie.com/ BlackAngelMovie.com]. Black Angel Movie (12 მაისი, 2015). წაკითხვის თარიღი: მაისი 13, 2015.

ბმულები

Star-wars-logo-png-transparent
ეპიზოდური ფილმები
I: ფარული საფრთხე · II: კლონთა იერიში · III: სითების შურისძიება
· IV: ახალი იმედი · V: იმპერიის საპასუხო დარტყმა · VI: ჯედაის დაბრუნება
· VII: ძალის გამოღვიძება · VIII: უკანასკნელი ჯედაი · IX
ცალკეული ფილმები
კანონი:
კლონთა ომები · განდევნილი ერთი · სოლო
ლეგენდები:
სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები
კანონი:
კლონთა ომები · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა ·

თავგადასავლების გალაქტიკა · მანდალორელი · ტელესერიალი კასიან ანდორზე
ლეგენდები:
დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა:
დამნაშავეთა სამყარო · პაროდიული ნამუშევრები

სხვა მედია
რადიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები
როლური თამაშები · თემატური პარკების ატრაქციონები · ვიდეოთამაშები