FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-real
"შენი მამა ძალის ბნელმა მხარემ შეაცდინა. იგი აღარ იყო ანაკინ სკაიუოკერი და გახდა დართ ვეიდერი. ამის შემდეგ კარგი ადამიანი, შენი მამის სახით, განადგურდა. ასე რომ, რაც გიამბე, სიმართლე იყო, გარკვეული თვალთახედვით."
ობი-ვან კენობის სული[წყარო]

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება არის რიჩარდ მარკუანდის ფილმი, გადაღებული ლორენს კესდენის და ჯორჯ ლუკასის სცენარის მიხედვით. ორიგინალურ ტრილოგიაში ეს არის უკანასკნელი ფილმი. 

სიუჟეტის მიხედვით, ლუკ სკაიუოკერი და მისი მეგობრები მიემგზავრებიან ტატუინზე, რათა ჰან სოლო ჯაბასგან დაიხსნან. იმპერია ემზადება აჯანყების ჩასახშობად უფრო მძლავრი სიკვდილის ვარსკვლავის მეშვეობით, ხოლო აჯანყებულთა ფლოტი ამზადებს შეტევას ამ კოსმოსურ სადგურზე. ლუკი საბოლოოდ სინათლის ხმლებით შერკინებისას უპირისპირდება მამამისს, დართ ვეიდერს, რომელიც, თავის მხრივ, მოულოდნელად კლავს ბოროტ იმპერატორს

ფილმის პრემიერა გაიმართა 1983 წლის 25 მაისს. იგი VHS და LaserDisc ფორმატებში არაერთხელ გამოიცა. 2004 წელს გამოვიდა DVD ვერსია, რომელზეც წარმოდგენილია 1997 წლის ვერსიის განახლებული ვარიანტი. ორიგინალური, უცვლელი ვერსია გამოვიდა 2006 წელს. Blu-ray ფორმატში ფილმი 2011 წელს გამოვიდა.

შესავალი

ეპიზოდი VI
ჯედაის დაბრუნება
ლუკ სკაიუოკერი დაბრუნდა მშობლიურ პლანეტა ტატუინზე, ცდილობს რა გადაარჩინოს მეგობარი ჰან სოლო საძაგელ ბანდიტ ჰატ ჯაბას კლანჭებიდან.

თუმცა, ლუკმა არ იცის, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ ფარულად დაიწყო ახალი აღჭურვილი კოსმოსური სადგურის მშენებლობა — პირველ საზარელ სიკვდილის ვარსკვლავზე უფრო მძლავრის.

დასრულებული, ეს სრულყოფილი იარაღი უქადის აღსასრულს აჯანყებულთა მცირე ჯგუფს, რომელიც მთელ ძალ-ღონეს ხმარობს, რათა გალაქტიკას თავისუფლება დაუბრუნოს...

როლებში

ლეგენდარული პერსონაჟები

მუსიკა

მთავარი სტატია: ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება (საუნდტრეკი)

შენიშვნები და წყაროები

StarWarsOpeningLogo
ეპიზოდური ფილმები
I: ფარული საფრთხე · II: კლონთა იერიში · III: სითების შურისძიება
· IV: ახალი იმედი · V: იმპერიის საპასუხო დარტყმა · VI: ჯედაის დაბრუნება
· VII: ძალის გამოღვიძება · VIII: უკანასკნელი ჯედაი · IX
ცალკეული ფილმები
კანონი:
კლონთა ომები · განდევნილი ერთი · სოლო
ლეგენდები:
სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები
კანონი:
კლონთა ომები · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა
· უსათაურო ტელესერიალი
ლეგენდები:
დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა:
დამნაშავეთა სამყარო · პაროდიული ნამუშევრები
სხვა მედია
აუდიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები
· როლური თამაშები · ატრაქციონები · ვიდეოთამაშები
[წყარო]