FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-real

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება, რომელიც გამოვიდა როგორც ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება, არის 2015 წლის ფილმი. მისი რეჟისორია ჯ.ჯ. აბრამსი, ხოლო სცენარისტები - აბრამსი, ლორენს კესდენი და მაიკლ არნდტი. პროდიუსერი არის კეთლინ კენედი. ძალის გამოღვიძება არის პირველი ფილმი გაგრძელების ტრილოგიაში. მთავარ როლებს მასში ასრულებენ ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა და ოსკარ აიზეკი. ძველი მსახიობებიდან საკუთარი როლების შესასრულებლად დაბრუნდნენ ჰარისონ ფორდი, მარკ ჰემილი, კერი ფიშერი, ენტონი დენიელსი და პიტერ მეიჰიუ.

ამბავი იწყება ჯედაის დაბრუნების მოვლენებიდან 30 წლის თავზე. გალაქტიკური იმპერია აღარ არსებობს, მაგრამ მისგან წარმოიშვა პირველი ორდენი. ახალ ბოროტ ძალას უპირისპირდებიან გენერალი ლეია ორგანა და მისი წინააღმდეგობა. ამავე დროს ისინი ეძებენ ლუკ სკაიუოკერს.

რეი, ნაგვის შემგროვებელი, პოულობს დროიდ BB-8-ს, რომელშიც დამალულია ლუკის ადგილსამყოფელის აღმნიშვნელი რუკის ნაწილი. გოგონას პოულობს ფინი, პირველი ორდენიდან გაქცეული მოიერიშე. უკანასკნელთან ერთად პირველი ორდენის ტყვეობიდან გარბის პო დემერონიც, წინააღმდეგობის საუკეთესო მფრინავი. მოპარული ათასწლოვანი შავარდენით მოგზაურობისას რეი და ფინს თავად ხვდება ჰან სოლო (ჩუბაკასთან ერთად). პირველი ორდენი მზად არის, გამოსცადოს სტარკილერის ბაზა, რომელიც აღჭურვილია მთელი პლანეტების გამანადგურებელი ახალი ზეიარაღით. კაილო რენი პირველ ორდენშია და არის ბნელი მებრძოლი იდუმალებით მოცული წარსულით. ბაზას მეთაურობს გენერალი არმიტიჯ ჰაქსი. ამ ფილმში მოთხრობილი მოვლენები გრძელდება შემდეგ ფილმში, ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VIII უკანასკნელი ჯედაი და შემდგომ, IX ეპიზოდში.

მიუხედავად იმისა, რომ აცხადებდა, თითქოს სკაიუოკერების ამბავი დასრულდებოდა VI ეპიზოდით, ჯორჯ ლუკასი მუშაობდა VII ეპიზოდზე, მაგრამ მოგვიანებით Lucasfilm მიჰყიდა The Walt Disney Company-ს. საბოლოოდ, მუშაობა სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებზე გაგრძელდა Disney-ს ძალისხმევით და გამოკვეთილი იქნა ძირითადი კანონიკური მედია - საგის ფილმები, წიგნები, ანიმაციური ტელესერიალები და თამაშები. ყოველივე დანარჩენი, მათ შორის ასობით კომიქსი, გადავიდა ლეგენდების კატეგორიაში.

ფილმი გამოვიდა 2015 წლის 17 დეკემბერს ბრიტანეთში, მექსიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ქვეყნებში. 18 დეკემბერს იგი გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 2016 წლის 9 იანვარს - ჩინეთში.

შესავალი

ეპიზოდი VII
ძალის გამოღვიძება
ლუკ სკაიუოკერი გაუჩინარებულია. მისი არყოფნისას იმპერიის ფერფლიდან აღზევდა ბოროტი პირველი ორდენი, რომელიც არ მოისვენებს, სანამ არ გაანადგურებს სკაიუოკერს, უკანასკნელ ჯედაის.

რესპუბლიკის მხარდაჭერით გენერალი ლეია ორგანა სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობას. იგი სასოწარკვეთილი ეძებს თავის ძმას, რათა მისი დახმარებით გალაქტიკაში მშვიდობა და სამართლიანობა აღადგინოს.

ლეიამ თავისი ყველაზე გაბედული მფრინავი საიდუმლო მისიით გააგზავნა პლანეტა ჯაკუზე, სადაც ძველმა მოკავშირემ მოიპოვა ლუკის ადგილსამყოფელის მინიშნება....

როლებში

მუსიკა

მთავარი სტატია: ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება (საუნდტრეკი)

მედია

პოსტერების გალერეა

შენიშვნები და წყაროები