FANDOM


ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (თარგი:Lang-en) — ამერიკული სამგანზომილებიანი სატელევიზიო ანიმაციური სერიალი, შექმნილი კომპანიების Lucasfilm Animation, Lucasfilm Animation Singapore და CGCG Inc, მიერ. სერიალი პირველად ეთერში გავიდა 2008 წლის 3 ოქტომბერს. მისი სიუჟეტი ეფუძნება ვარსკვლავური ომების გამოგონილი სამყაროს ისტორიას. მოქმედება მიმდინარეობს დაახლოებით იგივე პერიოდში, რაც 2003 წლის სერიალში ასახული მოვლენები, იავინის ბრძოლამდე 22-20 წლებში.

ეპიზოდები

სერიალის ყოველი ეპიზოდი საშუალოდ 22 წუთის ხანგრძლივობისაა. ყოველი სერია კლონური ომის სხვადასხვა ეპიზოდს აღწერს, ზოგი სერიები (2–3 ზედიზედ, ხანდახან ოთხიც კი) წარმოადგენენ ერთ სიუჟეტურ ხაზს. განსხვავებით 2003 წელს გამოსული სერიალისგან, ამ სერიალში 6 სეზონია, პირველი ოთხი სეზონი შედგება 22 ეპიზოდისგან, მე-5 სეზონი შედგება ოცი ეპიზოდისგან, ხოლო მე-6 — ცამეტისგან. სერიალის გამოშვება დაიწყო იმავე სახელობის ანიმაციური ფილმით.

პერსონაჟები

ფილმებისგან განსხვავებით, სადაც უმთავრესი ყურადღება სკაიუოკერების ოჯახის წარმომადგენლებს ეთმობა, სერიალში ყურადღება გამახვილებულია მეორეხარისხოვან პერსონაჟებზეც (ჯედაებზე, სენატორებზე, კლონებზე და სეპარატისტებზეც კი).

ხმა პერსონაჟი
ჯეიმზ არნოლდ ტეილორი ობი–ვან კენობი
პლო კუნი
მეტ ლენტერი ენეკინ სკაიუოკერი
ეშლი ეკშტაინი ასოკა ტანო
კეტრინ ტეიბერი პადმე ამიდალა
ენტონი დენიელზი C–3PO
R2–D2
ტომ კეინი იოდა
კორი ბერტონი გრაფი დუკუ
ქედ ბეინი
ზირო ჰატი
ტერენს კარსონი მეის ვინდუ
ნიკა ფუტერმანი ასაჟ ვენტრესი
მეთიუ ვუდი გენერალი გრივუსი
საბრძოლო დროიდები
იენ ებერკრომბი/ტიმ კარი (მე-6 სეზონი) კანცლერი პალპატინი
ტომ კენი ვიცე–მეფე ნუტ განრეი
ფილ ლამარი კიტ ფისტო
სენატორი ბეილ ორგანა
დი ბრედლი ბეიკერი კლონები
დედოფალი კარინა
ოლივია დ'აბო ლუმინარა უნდული
მერედით სელენჯერი ბარის ოფი
ჯენიფერ ჰეილი აილა სეკურა
კატერინ სუსი მონ მოთმა
ბრაიან ჯორჯი მეფე ქათუუნქო
კი-ადი მუნდი
ჯოულს რობი ჯარ–ჯარ ბინქსი
ლიამ ნისონი ქუაი-გონ ჯინი
სემ უიტვერი დართ მოლი
ძე
კლენსი ბრაუნი სავაჟ ოპრესი
სტეფან სტენტონი უილჰაფ ტარკინი
მორალო ივალი
დენიელ ლოგანი კადეტი კლონები
ბობა ფეტი
ბარბარა გუდსონი დედა თალზინი

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki