FANDOM


Includes CC-BY-SA content from Wikipedia's ვარსკვლავური ომები: ძალა იღვიძებს article (authors)

ვარსკვლავური ომები: ძალა იღვიძებს (ინგლ. Star Wars Episode VII: The Force Awakens) — ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის მომავალი ამერიკული ფილმი[6][7], რიგით მეშვიდე ვარსკვლავური ომების ფილმების სერიაში. ფილმში მონაწილეობენ ჯონ ბოიეგა, ადამ დრაივერი,ოსკარ აიზეკი, ენდი სერკისი, დომნოლ გლისონი, დეიზი რიდლი, მაქს ფონ სიდოუ, ისევე, როგორც წინა ტრილოგიის როლების შემსრულებლები, მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი, ენტონი დენიელზი,პიტერ მეიჰიუ დაკენი ბეიკერი. ფილმის გადაღება დაიწყო 2014 წლის აპრილში და მაისში გადაინაცვლებს ლონდონის სტუდიაPinewood-ში. ფილმის პრემიერა დაგეგილია 2015 წლის 18 დეკემბერს. ეს არის პირველი ნაწილი ვარსკვლავური ომების გაგრძელების ტრილოგიაში, რომელიც ქრონოლოგიურად მიჰყვება 1983 წლის ჯედაის დაბრუნებაშიაღწერილ მოვლენებს. იგი იქნება პირველი ფილმი ამ სერიაში, გადაღებული მას შემდეგ, რაც The Walt Disney Company Lucasfilm-ის მფლობელი გახდა. ჯეი ჯეი აბრამსი არის ფილმის რეჟისორი. იგი აგრეთვე არის სცენარის ავტორი, ლოურენს კესდენის თანამონაწილეობით (რომელიც ფილმების იმპერიის საპასუხო დარტყმა დაჯედაის დაბრუნება სცენარისტია. თავდაპირველად სცენარზე უნდა ემუშავაოსკარის მფლობელ მაიკლ არნდტს. მან დატოვა პროექტი და არ არის მითითებული შემქმნელებს შორის. ფილმის პროდიუსერები არიან ბრაიან ბერკი დაკეთლინ კენედი, აბრამსის დიდი ხნის თანამშრომლები. ამ და სერიის შემდეგი ფილმების კონსულტანტი იქნება ჯორჯ ლუკასი, ვარსკვლავური ომებისშემქმნელი.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki