FANDOM


Tab-legends-black
30px-Era-old30px-Era-real

ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები არის კომიქსების ყოველთვიური სერია, რომელსაც Dark Horse Comics უშვებდა. მისი გამოცემა დაიწყო 2006 წლის 25 იანვარს და დასრულდა 2010 წლის 17 თებერვალს. სიუჟეტის ავტორია ჯონ ჯექსონ მილერი. კომიქსს ამზადებდა სხვადასხვა მხატვარი. ეს სერია სიუჟეტურად აგრძელებს მანამდე გამოცემულ სერიას "ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე" და წინ უსწრებს ვიდეო თამაშის Star Wars: Knights of the Old Republic მოვლენებს. 

სიუჟეტი მიმდინარეობს იავინის ბრძოლამდე 3964, შემდეგ კი - 3963 წელს. მისი მთავარი პერსონაჟია ზეინ კარიკი, ჯედაების ორდენის პადავანი, რომელსაც აბრალებენ პადავანების ამოხოცვას. ასეთი მზაკვრული გეგმა მომდინარეობს ზეინის მასწავლებლებისგან, რომლებიც ჯედაების აღთქმის, საიდუმლო გაერთიანების წევრები არიან. მარნ იეროგრიფის, ჯერაელის და გორმან ვანდრეიკის თანაშემწეობით კერიკი თავს გაქცევით უშველის და ცდილობს "აღთქმის" გამოაშკარავებას. როდესაც იგი დაიბრუნებს პატიოსან სახელს, იეროგრიფთან და ჯარაელთან ერთად სხვა საქმიანობას იწყებს, მაგრამ მისი მეგობრები მოულოდნელად ჩაებმევიან მონათმფლობელი ორგანიზაციის, "ბრძმედის" საქმეებში.

"ძველი რესპუბლიკის რაინდები", როგორც Dark Horse Comics-ის მიერ კომიქსების 20 წლისთავთან დაკავშირებით ხელახლა გაშვებული სერიის პირველი დიდი გამოცემა, იქცა გამომცემლობის ერთ-ერთ ბესტსელერად. 2008 წელს მასში გამოქვეყნდა კროსოვერი "ვექტორი", რომელშიც ერთმანეთს შეერწყა Dark Horse-ის იმ დროისთვის აქტიური ოთხი სხვადასხვა სიუჟეტური მიმართულება. "ძველი რესპუბლიკის რაინდებში" არის "თქმულებები" და თავად Knights of the Old Republic-ის მრავალგზის ციტირება და ფიგურირებს მანდალორული ომები, რომლებიც პირველად ვიდეო თამაშებში იქნა აღწერილი. სერია დაიწყო ნულოვანი გამოცემით , თუმცა აგრეთვე გამოვიდა ცალკე ცნობარი. ბალტიმორში 2009 წელს გამართულ Comic-Con-ზე Dark Horse-მა გამოაცხადა, რომ სერია დასრულდებოდა მეოთხე გამოცემით, დემონი, ნაწილი 4, 2010 წლის თებერვალში. 2012 წელს სერიას მოჰყვა მინიგაგრძელება, რომელზეც ასევე მუშაობდა მილერი. მოვლენები ამჯერად მიმდინარეობს სიუჟეტის "ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები: ომი" შემდგომ. "ძველი რესპუბლიკის რაინდების" ესა თუ ის ელემენტი აგრეთვე მოხვდა ვიდეო თამაშში Star Wars: The Old Republic.

შენიშვნები და წყაროები

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ძველი რესპუბლიკის რაინდები 1: დასაწყისი, ნაწილი 1
  2. ძველი რესპუბლიკის რაინდები 5: დასაწყისი, ნაწილი 5
  3. 3.0 3.1 ძველი რესპუბლიკის რაინდები 7: აალების წერტილი, ნაწილი 1
  4. 4.0 4.1 ძველი რესპუბლიკის რაინდები 12: გაერთიანება, ნაწილი 2
  5. 5.0 5.1 ძველი რესპუბლიკის რაინდები 19: ზიზღის საბურველი, ნაწილი 1
  6. 6.0 6.1 6.2 ძველი რესპუბლიკის რაინდები 25: ვექტორი, ნაწილი 1
  7. 7.0 7.1 ძველი რესპუბლიკის რაინდები 31: შემობრუნების ჟამი
  8. ძველი რესპუბლიკის რაინდები 38: განადგურების ალგორითმი
  9. ძველი რესპუბლიკის რაინდები 42: ნიღბები
  10. ძველი რესპუბლიკის რაინდები 22: ტანჯული რაინდები, ნაწილი 1
  11. ძველი რესპუბლიკის რაინდები 2: დასაწყისი, ნაწილი 2
  12. ძველი რესპუბლიკის რაინდები 11: გაერთიანება, ნაწილი 1
  13. ძველი რესპუბლიკის რაინდები 16: რისხვის ღამენი, ნაწილი 1
  14. ძველი რესპუბლიკის რაინდები 20: ზიზღის საბურველი, ნაწილი 2
  15. ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდების ცნობარი
  16. ძველი რესპუბლიკის რაინდები 35: გამართლება, ნაწილი 4
  17. 17.0 17.1 ძველი რესპუბლიკის რაინდები 39: ამბიციათა დუელი, ნაწილი 1
  18. ძველი რესპუბლიკის რაინდები 46: გამანადგურებელი, ნაწილი 2
  19. Dark Horse Comics ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები #1 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
  20. 20.0 20.1 ძველი რესპუბლიკის რაინდები 50: დემონი, ნაწილი 4
  21. Dark Horse Comics ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები #8 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
  22. Dark Horse Comics ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები #14 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)