FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-reb30px-Era-real

ვარსკვლავური ომები, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი, არის 1977 წლის ფილმი, გადაღებული ჯორჯ ლუკასის მიერ, მისივე სცენარის მიხედვით.

ორიგინალური კინოტრილოგიის ამ, პირველ ფილმში, მაყურებელი ეცნობა საგის ძირითად პერსონაჟებს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკ სკაიუოკერის წარსულზე ბევრი რამ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ნათელია, რომ მის მამას კავშირი ჰქონდა კლონები ომების მოვლენებთან. ობი-ვან კენობი ლუკს ამზადებს ჯედაის ხელოვნების ასათვასებლად, თუმცა ხვდება, რომ მისი ჟამი აღესრულა და შემდეგ ფილმში ლუკს მიუთითებს იოდაზე, რომელთანაც სკაიუოკერი შეისწავლეს ხელოვნების სხვა ასპექტებს. ''ვარსკვლავური ომების'' კულმინაციაა იავინის ბრძოლა, რომელიც აღინიშნება სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებით. სწორედ აქედან იწყება გალაქტიკური მოვლენების ახალი წელთაღრიცხვა.

ფილმი გამოვიდა 1977 წლის 25 მაისს, თუმცა შემდგომში არაერთხელ გამოიცა, მათ შორის - 1997 და 2004 წელს, სპეციალურ DVD ფორმატებში და 2011 წელს - Blu-ray-ზე.

შესავალი

ეპიზოდი IV
ახალი იმედი
მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. აჯანყებულთა ხომალდებმა საიდუმლო ბაზიდან დარტყმით გალაქტიკურ იმპერიაზე პირველი გამარჯვება იზეიმეს.

ბრძოლისას აჯანყებულთა ჯაშუშებმა შეძლეს, მოეპოვებინათ ნახაზები იმპერიის სუპერიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის, გაძლიერებული კოსმოსური სადგურის, რომლის სიმძლავრე საკმარისია მთლიანი პლანეტის გასანადგურებლად.

იმპერიის ბოროტი აგენტებისგან დევნილი პრინცესა ლეია ხომალდით შინ ბრუნდება და თან მიაქვს მოპარული ნახაზები, რომლებიც გადაარჩენენ მის ხალხს და გალაქტიკას თავისუფლებას დაუბრუნებენ....
StarWarsOpeningLogo
ეპიზოდური ფილმები
ფარული საფრთხე · კლონების იერიში · სითების შურისძიება · ახალი იმედი · იმპერიის საპასუხო დარტყმა · ჯედაის დაბრუნება · ძალის გამოღვიძება · უკანასკნელი ჯედაი
ცალკეული ფილმები
კანონი: კლონების ომები · განდევნილი ერთი · სოლო
ლეგენდები: საშობაო გამოშვება · გულადი ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები
კანონი: კლონების ომები (2008-2014) · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა
ლეგენდები: დროიდები · ევოკები · კლონების ომები (2003-2005)
სხვა: დამნაშავეთა სამყარო · პაროდიული ნამუშევრები
სხვა მედია
აუდიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები · როლური თამაშები · ატრაქციონები · ვიდეოთამაშები
[რედ.]