FANDOM


თქმულებები ჯედაებზე: მონანიება (თარგი:Lang-en) — ხუთნაწილიანი სიუჟეტური თაღი ვარსკვლავური ომების კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 2001 წლის 25 ივლისს გამოუშვა.

სიუჟეტი

ჰოგონის ხომალდი მოგზაურობს პლანეტა იავინ 4-ის ზედაპირზე. ჰოგონი უამბობს ულიკ ქელ-დრომას აქ დატრიალებული ამბების შესახებ. ულიკს ეს ადგილი არ მოსწონს. იგი საბოლოოდ რენ ვარზე დასახლდება.

ნომი სანრაიდერის შვილი, ვიმა, ტოვებს სახლს და მიემართება ულიკის საძებნელად. დედა მას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, ხოლო ვიმას სურს, ჯედაის ხელოვნებას დაეუფლოს. არაერთი თხოვნის შემდეგ ულიკი თანხმდება, შეასწავლოს ჯედაის საიდუმლოები, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო თავს დამნაშავედ თვლის.

როდესაც ვიმას აკითხავს დედა, ჰოგონი კლავს ულიკს, იმ იმედით რომ სახელს გაითქვამს - ულიკი ხომ განთქმული დამნაშავეა. ასე თუ ისე, სიკვდილის წინ ულიკი დარწმუნდება, რომ იგი მხოლოდ იმისათვის გადარჩა, რომ სიცოცხლის ბოლოს ნომის შვილზე ეზრუნა.

გამოცემები

  • მონანიება: ჯედაების შეკრება
  • მონანიება: მშვიდობის ძიება
  • მონანიება: შინ დაბრუნება
  • მონანიება: ჯედაის სასამართლო
  • მონანიება: ბატონი

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki