FANDOM


თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა (თარგი:Lang-en) — ხუთნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1997 წლის 18 ივნისს გამოუშვა. კომიქსის ამ სერიაში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში, ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი-ს მოვლენებამდე 5.000 წლით ადრე.

სიუჟეტი

ამ გამოცემებში მოთხრობილია სითთა იმპერიის დამხობის შესახებ. ვარსკვლავური ომების ეს სეგმენტი მთავრდება ნაგა სადოუს პლანეტა იავინ 4-ზე გადახვეწით. გადარჩენი იორი დარაგონისათვის იმპერატორ ტეტას საჩუქარია ხომალდების შემკეთებელი სახელოსნოს გახსნა.

ბრძოლები

კორუსანტი

ბრძოლას კორუსანტზე უწოდებენ გალაქტიკურ რესპუბლიკასა და ნაგა სადოუს სითთა იმპერიას შორის მომხდარ პირველ ბრძოლას. სითთა აჯანყება იმპერიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში დამხობილი იქნა.

კოროსის ბრძოლა

კოროსის ბრძოლა მოხდა კოროსის არმიისა და სითთა იმპერიის ძალებს შორის. ვინაიდან ნაგა სადოუ ამ პერიოდში კორუსანტის ბრძოლაში მონაწილეობდა, მან კოროსზე გააგზავნა გავ დარაგონი. გავისგან დამოუკიდებლად სითთა ძალებმა მოკლეს ჰატი აარბა, ხოლო გავის და იორიმ ჩათვალა, რომ ეს სითთა მხარეს გადასული გავის ნამოქმედარი იყო. გავი გაიქცა და დატოვა პლანეტა, მაგრამ იორი მას გაჰყვა.

კირეკელთა ბრძოლა

გაიმართა კოროსზე, კირეკელთა და სითთა იმპერიის ძალებს შორის. წინაპირობას წარმოადგენდა ერთ-ერთ ძველ ბრძოლაში კირეკის სითთა მხარეს ბრძოლა. ამიტომ სითებთან ბრძოლამდე მოღალატეებმა მოინანიეს, რის გამოც მოგვიანებით იმპერატორ ტეტასგან პატიება მიიღეს.

პრიმუს გოლუუდი

სადოუსგან მოტყუებული გავი ამ ბრძოლაში დაიღუპა, გამოკეტილი სამედიტაციო სფეროში. თავად ბრძოლა მოხდა წითელ სუპერგიგანტ პლანეტა პრიმუს გოლუუდთან, იმპერატორ ტეტასა და სითთა იმპერიის ძალებს შორის.

კორიბანი

მას შემდეგ, რაც პრიმუს გოლუუდის ბრძოლა სადოუს სითების მიერ წაგებული იქნა, მათ ლუდო კრესში დაუპირისპირდა, რომელმაც თავი სითთა ახალ მბრძანებლად გამოაცხადა. სასტიკ ბრძოლაში სადოუმ იგი გაანადგურა.

ამის შემდეგ მოხდა კორიბანის მეორე ბრძოლა. ტეტანელთა ძალები, გავ დარაგონის მიერ მოცემული კოორდინატებით მოულოდნელად გამოჩნდნენ ჰიპერსივრციდან. საბოლოოდ ეს ბრძოლა იმით დასრულდა, რომ სადოუ დაიმალა ჯერ-ჯერობით აუთვისებელ პლანეტა იავინ 4-ზე.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki