FANDOM


თქმულებები ჯედაებზე: სითთა ბნელი მბრძანებლები (თარგი:Lang-en) — ექვსნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორები არიან ტომ ვეიტჩი და კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1996 წლის 1 თებერვალს გამოუშვა.

სიუჟეტი

ამ კომიქსებში მოქმედება ხდება ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში იავინის ბრძოლამდე 3.997 წლით ადრე. მასში მოთხრობილია ულიკ ქელ-დრომას შემდგომი თავგადასავლებისა და ექსარ კუნის, სითთა ბნელი მბრძანებლის შესახებ. ასევე სიუჟეტის ძირითად ხაზს წარმოადგენს ჯედაების, ულიკ ქელ-დრომას და ნომი სანრაიდერის მცდელობები, დაიმორჩილონ ძალის ბნელი მხარე. სატალი და ალემა, წარმოდგენილი წინა სერიაში, თქმულებები ჯედაებზე: ფრიდონ ნადის ამბოხება, ამ თავებში უკვე აკონტროლებენ ძალის ბნელ მხარეს, რათა მისი დახმარებით გავლენა იქონიონ სხვებზეც. ასევე მოთხრობილია ექსარ კუნის ბნელ მხარეს მოქცევის, ფრიდონ ნადის სულის ხელმეორედ განადგურებისა და ულიკისა და ექსარის მოკავშირეებად ჩამოყალიბების შესახებ.

გამოცემები

  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ძალის ოსტატები და მოწაფეები
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: სითების ძიება
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: დაშვება ბნელ მხარეს
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ბნელი ჯედაის სიკვდილი
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: სითთა საიდუმლოება
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ჯედაების იერიში

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki