FANDOM


თქმულებები ჯედაებზე: ფრიდონ ნადის ამბოხება (თარგი:Lang-en) — ორნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორია ტომ ვეიტჩი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1997 წლის 17 დეკემბერს გამოუშვა. კომიქსის ამ სერიაში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში, ვარსკვლავური ომები IV: ახალი იმედი-ს მოვლენებამდე 3,998 წლით ადრე.

სიუჟეტი

ფრიდონ ნადისა და დედოფალ ამანოას სარკოფაგის გადასვენებისას ჯედაებს თავს ესხმიან ნადისტები ვარბ ნულის მეთაურობით. ისინი იტაცებენ სარკოფაგებს. ჯედაები და დედოფალი გალია დახმარებისათვის გალიას მამას, მეფე ომინს მიმართავენ. მაგრამ აღმოჩნდება, რომ მთელი ეს დრო მას ფრიდონ ნადის სული მართავდა. ჯედაი არკა უგონოდ ეცემა. ვარბ ნული თავს ესხმის ულიკ ქელ-დრომას, მაგრამ ახალგაზრდა ჯედაი მას კლავს. ომინი იტაცებს არკას.

პლანეტა ოსუსზე ჯედაის სახით ახლადჩამოყალიბებული ნომი სანრაიდერი სხვებთან ერთად მონაწილეობს ონდერონის მეორე ბრძოლაში. კორუსანტზე ამასობაში სტუმრად არიან სატალ და ალიმა კეტოები, და-ძმა, იმპერატორ ტეტას მემკვიდრეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბნელი ხელოვნებით. გალაქტიკური მუზეუმიდან ისინი იპარავენ სითთა შესახებ საინტერესო წიგნს. ისინი ბრუნდებიან ონდერონზე. მეფე ომინი სატალს წიგნის მოძიების სანაცვლოდ აძლევს ამულეტს, რომლითაც შესაძლოა წიგნში წარმოდგენილი ძველი ნაწერების ამოკითხვა. არკას გასათავისუფლებლად მოსული ჯედაები ონდერონზე შეტევას იწყებენ. ფრიდონ ნადის სულს ომინი თავად მიჰყავს. ნადის, ამანოასა და ომინის სარკოფაგები სამუდამოდ არის დასვენებული პლანეტა დკსანზე.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki