ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

კეი კელ-დრომა იყო მამაკაცი, რომელიც სითების დიდი ომის პერიოდში მსახურობდა როგორც რაინდი ჯედაი. დაბადებული ალდერაანზე, ჯედაების ოჯახში, ის და მისი ძმა, ასევე ჯედაი, ულიკი, გადიოდნენ წვრთნას ოსტატ არკა ჯეთის ზედამხედველობით, უკანასკნელის სახლში, პლანეტა არკანიაზე. კელ-დრომას პირველი მისია შედგა 4000 იბ წელს, როდესაც იგი, ძმასთან და კიდევ ერთ შეგირდ ტოტ დონიტასთან ერთად, მოხვდა ონდერონზე. მისიის მიზანი იყო პლანეტაზე მხეცთა მხედრებიაჯანყების დახშობა. ჯედაებმა ამოცანა წარმატებით შეასრულეს, კელ-დრომას საბრძოლო კარიერა კი მხოლოდ იწყებოდა.

მოგვიანებით კეი მონაწილეობდა ონდერონზე ნადისტების აჯანყების დახშობაში და სითების დიდ ომში, გალაქტიკურ კონფლიქტში, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც კრათი დაეუფლა იმპერატორ ტეტას სისტემას. ომის დროს ულიკი ძალის ბნელ მხარეს გადავიდა, გახდა სითი და ბნელი ლორდ ეგზარ კუნის ერთგული ქვეშევრდომი. მართალია, კუნმა კეის გადაბირებაც სცადა, იგი კვლავ ჯედაის გზას მიჰყვებოდა და გალაქტიკურ რესპუბლიკას კვლავ იცავდა. კეი ძმას დაუპისპირდა კორუსანტზე მომხდარი ბრძოლის მსგავს შეტაკებებში. მათი საბოლოო ბრძოლა მოხდა ოსუსზე. ულიკმა ძმა მოკლა, თუმცა საკუთარი საქციელი იმდენად განიცადა, რომ ბნელი მხარე დატოვა. დანაშაულის გრძნობით სავსე ულიკმა სიცოცხლის დარჩენილი წლები განმარტოებაში გაატარა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement