FANDOM


Tab-canon-black
"არ მოსწონხარ."
"ვწუხვარ."
"არც მე მომწონხარ."
―კორნელიუს ევაზანის და ლუკ სკაიუოკერის საუბარი[წყარო]

ექიმი კორნელიუს ევაზანი იყო ადამიანი პლანეტა ალსაკანიდან. ჩანდა, რომ მას ექნებოდა კარგი სამედიცინო კარიერა, თუმცა მას შემდეგ, რაც საკუთარ პაციენტებზე დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება და უამრავი კლიენტი დაასახიჩრა, მის სახეს ასეთივე გზით მოექცა გასამრჯელოზე მონადირე. ევაზანი გადაარჩინა პონდა ბაბამ. მოგვიანებით კორნელიუსი ჯაბა დესილიჯიკ ტიურეს იმპერიაში გაერთიანდა და კონტრაბანდულად დაიწყო აკრძალული სპაისის გავრცელება.

იავინის ბრძოლადე ევაზანი და ბაბა ტატუინზე იყვნენ მოს აისლის კანტინის კლიენტები. როდესაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბაბამ სცადა ლუკ სკაიუოკერის გამოწვევა, ევაზანმა კიდევ უფრო გაამწვავა კონფლიქტი, რაშიც ჩაერია ობი-ვან კენობიც. მეკობრეებმა ამოიღეს ბლასტერული იარაღი, მაგრამ ობი-ვანმა გამოიყენა სინათლის ხმალი. ევაზანი დაიჭრა, ხოლო ბაბას მარჯვენა თათი მოკვეთილი იქნა. მოგვიანებით ევაზანმა პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით წარუმატებლად სცადა თათის დამაგრება.

შენიშვნები და სქოლიო

  1. StarWars-DatabankII ექიმი კორნელიუს ევაზანი Databank-ში
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  4. კორნელიუს ევაზანის თვალების ფერი ახალ იმედში არის ზომიერი ტონალობის, ხოლო მსახიობი ალფი კერტისის ორიგინალურ სამსახიობო დოსიეზე (იხ. აქ, აგრეთვე იხ. სრული სტატია, შენახული ვერსიის ბმული), მითითებულია, რომ მსახიობის თვალები ქარვისფერია. ამიტომ, წინამდებარე სტატიაში აღნიშნულია ეს ფერი.
  5. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "უგზო-უკვლოდ დაკარგული"