ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

კრევ ბომბაასა იყო თავაზიანი მამაკაცი, პლანეტა კორელიაზე ერთ-ერთი სატვირთო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ხელოვნებაში მეტად დახვეწილი გემოვნება და ინტერესები ჰქონდა. იგი ადგილობრივ სამართალდამცველებს დიდ თანხებს უხდიდა, რათა მის კონკურენტებზე განხორციელებული თავდასხმები არ გამოეძიებიათ. გალაქტიკური იმპერიის რეჟიმის დროს მას მრავალი სირთულე შეექმნა, ამიტომ კორონეტის კოსმოპორტში გაემგზავრა, საიდანაც პლანეტის დატოვებას ცდილობდა — ახალი საქმიანობის წამოსაწყებად.

კოსმოპორტში ყოფნისას მან დაინახა, თუ როგორ დააპატიმრეს სხვა მგზავრი, რის გამოც ჰანმა და კი'რამ მას სწრაფად ჩაუარეს. ბომბაასამ ყოველგვარი უსიამოვნებების გარეშე განაგრძო რიგში დგომა.

კადრს მიღმა[]

კრევ ბომბაასა კანონიკურ მედიაში პირველად გამოჩნდა ფილმში სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი[2]. იგი პირველად მითითებულია პაბლო იდალგოს ენციკლოპედიაში სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი[1]. პერსონაჟები სინამდვილეში მომდინარეობს ვარსკვლავური ომების ლეგენდებიდან, სადაც იგი პირველად გამოჩნდა West End Games-ის Star Wars: The Roleplaying Game-ის დარკსტრაიდერის კამპანიაში.[3]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement