ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ლამა სუ იყო კამინოანი, რომელსაც კლონების ომების დაწყებამდე და მათ შემდეგაც კამინოპრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. გალაქტიკური იმპერიის აღზევებამდე ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დიადი ჯარის კლონებისგან შექმნას და კლონების ომების დროს თანამშრომლობდა გენერალ ჯედაებთან, თუმცა ამავე დროს — სით ლორდებთან, რომლებმაც განიზრახეს ჯედაების ორდენიგანადგურება.

ლამა სუმ საბოლოოდ ინანა სითებთან კავშირები, ისევე, როგორც ჯედაებისა და რესპუბლიკის დამხობაში ირიბი მონაწილეობა — როდესაც მათი ადგილი გალაქტიკურმა იმპერიამ დაიკავა, კამინოზე კლონირებული სამხედროები ჩაანაცვლეს სხვა ტიპის სამხედროებმა, რომლებიც ახალი რეჟიმის მიმართ ერთგულნი იყვნენ. ამან კამინოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალს საფრთხე შეუქმნა. მდგომარეობის გაუარესების გამო ლამა ცდილობდა როგორც ახალ წესრიგთან საერთო ენის გამონახვას, ასევე პლანეტის ყველაზე ნიჭიერი და მნიშვნელოვანი სამედიცინო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა პლანეტიდან ფარულად გაყვანას. თუმცა, მისი გეგმები იმპერიელ ადმირალ ედმონ რემპარტის ძალისხმევით ჩაიშალა და ლამა სუ სახელმწიფო ღალატისთვის დაისაჯა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement