FANDOM


Tab-canon-white Tab-legends-black
30px-Era-imp30px-Era-reb30px-Era-new30px-Era-njo30px-Era-leg
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეია (მრავალმნიშვნელოვანი).

ლეია ორგანა სოლო (დაბადებისას ლეია ამიდალა სკაიუოკერი) იყო პოლიტიკოსი, რევოლუციონერი და ჯედაების ახალი ორდენის რაინდი. იგი იყო ლუკ სკაიუოკერის უმცროსი და, რომელიც აღზარდეს ბეილ ორგანამ და ალდერაანის დედოფალმა ბრეიამ. შესაბამისად, ლეიასაც პრინცესას წოდება მიენიჭა.

გალაქტიკური სამოქალაქო ომის და სხვა სამხედრო კონფლიქტებისას ლეია გალაქტიკის ერთ-ერთ უდიდეს გმირად იქცა. მოგვიანებით იგი ჰან სოლოს მეუღლე გახდა და მათ ეყოლათ სამი შვილი - ჯეინა, ჯეისენი და ანაკინი. ნაყარის ომის დაწყებამდე მცირე ხნით იგი ჯეისენის ასულის, ალლანას ბებიაც გახდა.

გალაქტიკური სენატის ყველაზე ახალგაზრდა სენატორი, ლეია ფარულად უჭერდა მხარს აჯანყებულებს და ალიანსს გადასცა სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები. მიუხედავად ტყვეობის, წამების და დამცირებისა, რომლებიც დართ ვეიდერისგან მიიღო, არ უღალატა გალაქტიკის მოსახლეობის თავისუფლების და თანასწორობის იდეალებს და იქცა აჯანყებულთა ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში.

წლების შემდეგ იგი აირჩიეს ახალი რესპუბლიკის მეთაურად. თანამდებობა ორი წელი ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ აღიზარდა მშვიდობიანი პლანეტის პრივილეგირებულ გარემოცვაში, რომლის მთავარი იდეა იყო დემილიტარიზაცია, რომელიც გამორიცხავდა იარაღის გამოყენებას, ამ რთულ წლებში განმავლობაში მან შეიძინა თავდაცვის უნარი, როგორც ბლასტერით, ასევე ხელჩართული ბრძოლისას. ეს ცოდნა მრავალ ომში და მისი სიცოცხლის წლებში მომხდარ სხვა კონფლიქტებისას გამოუყენებია. ვინაიდან მასში თავს ავლენდა ძალა, ლეია, ოჯახური ტრადიციის თანახმად, იქცა ჯედაების ახალი ორდენის რაინდად და ლუკის, მოგვიანებით კი - საბა სებატაინის ხელმძღვანელობით იწვრთნებოდა. უკანასკნელმა მას ნაყარის ომისას სრულუფლებიან ჯედაის სტატუსი მიანიჭა. წვრთნებმა დიდი სარგებელი მოუტანეს, როდესაც გალაქტიკამ კონფედერაციის და ალიანსის დაპირისპირებისას გახლეჩვა დაიწყო, თუმცა ამ მოვლენებმა ლეიას ერთგულებაში ეჭვი შეიტანეს. კონფლიქტისას ჯეისენი მოექცა ძალის ბნელ მხარეს, გახდა რა სითი ლორდი, დართ კეიდუსი. ლეია და ჰანი აპირებდნენ კეიდუსის მოკვლას, გრძნობდნენ რა, რომ მათი შვილის ნამდვილი სახე უკვე დიდი ხნის წინ მოკვდა. თუმცა, მათ დაასწრო ჯეინამ და სინათლის ხმლებით ორთაბრძოლისას ძმა მოკლა, დაასრულა რა ომი.

კეიდუსის შემდგომ სოლოებმა საკუთარ თავზე აიღეს ალლანას მეურვეობა და კვლავ წარმოადგენდნენ გალაქტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურებს, გვერდში ედგნენ რა ჯედაების ორდენს დაძაბულობისას, რომელიც წარმოიშვა მასსა და სახელმწიფოს მეთაურ ნატასი დაალას მთავრობას შორის.

ბიოგრაფია

ადრეული წლები (191 იბ)

დაბადება

ლეია დაიბადა პოლის მასას ასტეროიდულ კოლონიაში, იავინის ბრძოლამდე 19 წელს, ჯედაების დიდი წმენდის და პალპატინის გალაქტიკური იმპერიის დაარსების შემდგომ. დედა, ნაბუელი სენატორი პადმე ამიდალა, სიკვდილის პირას იყო, მას შემდეგ, რაც იგი თითქმის დაახრჩო ანაკინ სკაიუოკერმა, რაინდმა ჯედაიმ, რომელიც ძალის ბნელ მხარეს გადავიდა. ამიდალას პოლის მასაზე მდებარე ბაზაზე სწრაფად გადაიყვანა მაგისტრმა ჯედაიმ ობი-ვან კენობიმ.[16] ამიდალას მდგომარეობის გამო პოლის მასაზე მყოფი ქირურგები სასწრაფოდ დაკავდნენ მშობიარე ქალით. ამიდალამ გარდაცვალებამდე მოასწრო ახალშობილთათვის სახელების, ლუკის და ლეიას დარქმევა. მართალია, მედიკოსებმა სცადეს პადმეს გადარჩენა, მათი მცდელობები წარუმატებელი იყო. დარწმუნებული იყო რა, რომ ტყუპების მამა მუსტაფარზე დაიღუპა, ბეილი უმალვე დაფიქრდა, თუ რა ბედი ეწეოდა ლუკსა და ლეიას.

ობი-ვან კენობიმ და იოდამ იცოდნენ, რომ ბავშვები, ძალისადმი მგრძნობიარენი, უნდა დაეცვათ ბოროტი[17] პალპატინისგან, რომელიც ცოცხლად დარჩენილი ჯედაების განადგურებას აპირებდა. ამიდალას ცხედარი გადაასვენეს ნაბუზე, თანაც ყოველივე ისე მოაწყვეს, რომ ჩანდა, თითქოს ამიდალა კვლავ ფეხმძიმედ იყო. ამრიგად, ყველა დარწმუნებული იქნებოდა, რომ მან ვერ მოასწრო მშობიარობა. თავდაპირველად ობი-ვანმა გამოხატა სურვილი, ბიჭი თავისთან წაეყვანა და აღეზარდა, ხოლო იოდა ლეიას დაიცავდა. თუმცა, იოდამ უარი განაცხადა, ამბობდა რა, რომ უბრალოდ მოთმინებით უნდა ეცხოვრათ იმ ჟამამდე, როდესაც ტყუპების როგორც ჯედაების წვრთნის დრო დადგებოდა. მაშინ ბეილ ორგანამ თავად ისურვა ლეიას შვილად აყვანა, ვინაიდან მას და მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ და ქალიშვილზე ოცნებოდნენ.[18] ჯედაები დათანხმდნენ. ლუკი ტატუინზე, მამამისის ნახევარძმა ოუენ ლარსთან და ბერუ უაიტსანთან დატოვეს, ხოლო ორგანებმა ლეია იშვილეს (ბეილის მეუღლე, ბრეია, ამიდალას ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო კლონთა ომების პერიოდში.[19] ნაშვილები ლეია ამიდალა სკაიუოკერი გახდა ლეია ორგანა, ალდერაანის პრინცესა.[16] ტყუპები ერთმანეთს მხოლოდ ცხრამეტი წლის შემდეგ შეხვდნენ.[5]

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Databank title ორგანა სოლო, ლეია საიტზე Databank (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; შენახული ვერსიის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  3. როგორც Databank StarWars.com-ზე, ასევე პერსონაჟების ახალი ილუსტრირებული ენციკლოპედია ლეია ორგანა სოლოს სიმაღლის სახით უთითებენ 1.5 მეტრს, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე მსახიობ კერი ფიშერის სიმაღლე — 1.55 მ.
  4. ვარსკვლავური ომები: პირისპირ: ნაკრებები
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  6. ჯედაების ბედისწერა: ნიშანი
  7. 7.0 7.1 7.2 იმპერიის მემკვიდრე
  8. ძირითადი ვექტორი
  9. 9.0 9.1 ძალის მემკვიდრეობა: ღალატი
  10. აჯანყებულთა გარიჟრაჟი
  11. ვარსკვლავური ომები 90: არჩევანი
  12. 12.0 12.1 ბნელი ბუდე I: გამაერთიანებელი მეფე
  13. ჯედაების ახალი ორდენი: ძალის ერეტიკოსი I: ნაშთი
  14. ძალის მემკვიდრეობა: რისხვა
  15. იმპერიის აღსასრული
  16. 16.0 16.1 ვარსკვლავური ომები: სითების შურისძიება — ილუსტრირებული ლექსიკონი
  17. ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  18. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება, რომანი
  19. კლონთა ომების გამბიტი: ფარული