FANDOM


Tab-canon-black

ლენდო კალრისიანი იყო კონტრაბანდისტი და აზარტული მოთამაშე, რომელიც ღრუბლების ქალაქის ბარონი-ადმინისტრატორი გახდა, მოგვიანებით კი - რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის გენერალი. სანამ ჰან სოლოსი გახდებოდა, "ათასწლოვანი შავარდენი" სწორედ მას ეკუთვნოდა, მაგრამ სოლომ იგი მოიგო საბაკის თამაშისას. ამის შემდეგ დასრულდა ლენდოს, როგორც კონტრაბანდისტის, კარიერა და მან საქმოსნობა დაიწყო. პლანეტა ლოთალზე მან მაღარო გახსნა, მოგვიანებით კი, ბესპინის თავზე, ცაში, ქალაქის მმართველი იყო.

გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში დართ ვეიდერი ქალაქს ეწვია, ვინაიდან ჩაფიქრებული ჰქონდა შვილის, ლუკ სკაიუოკერის ასეთი გზით შეტყუება. მან ლენდო აიძულა, მოეტყუებინა აჯანყებულთა რაზმი, მათ შორის — ჰან სოლო და პრინცესა ლეია ორგანა. ამგვარად, ისინი ვეიდერთან პირისპირ აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვეიდერი დაჰპირდა ლენდოს, რომ ქალაქს ისე დატოვებდა, რომ იმპერიის წარმომადგენლები იქ აღარ დარჩებოდნენ, როგორც მმართველი, კალრისიანი ხვდებოდა, რომ შეთანხმება დაირღვა და ქალაქში გაჩერება შეუძლებელი იყო. მან ქალაქის მოსახლეობას აუწყა ევაკუაციის შესახებ. მანვე სცადა აჯანყებულების დახმარება, რათა დაებრუნებინათ კარბონიტში გაყინული სოლო, მაგრამ ბობა ფეტი, გაყინულ ჰანთან ერთად, გაიქცა.

ლენდო ალიანსს შეუერთდა და მასთან ერთად სოლოს საძიებლად გაეშურა. მას შემდეგ, რაც ჰატ ჯაბას სასახლეში აღმოაჩინა, ტატუინზე, დაიწყო სოლოს გადარჩენის ოპერაცია. აჯანყებულები დაუბრუნდნენ ფლოტს და კალრისიანი დაინიშნა გენერლად. მისი მეთაურობით განხორციელდა იერიში სიკვდილის ვარსკვლავ II-ზე, ენდორის ბრძოლის პარალელურად. ამ ბრძოლისას ლენდო "ათასწლოვან შავარდენს" მართავდა და პირდაპირ სადგურის გულს დაარტყა, რამაც გაანადგურა მტრის უკანასკნელი იმედი.

შენიშვნები და სქოლიო