FANDOM


ობი-ვან კენობი, უფრო მოგვიანებით ცნობილი როგორც უბრალოდ ბენ კენობი, იყო ჯედაი, რომელიც გალაქტიკურ რესპუბლიკაში მსახურობდა. აგრეთვე ცნობილია როგორც ანაკინ სკაიუოკერის და მისი შვილი, ლუკ სკაიუოკერის მაგისტრი.

დაბადებული პლანეტა სტიუჯონზე, კენობი კუაი-გონ ჯინის პადავანი გახდა. იგი იყო ახალი ათასწლეულის პირველი ჯედაი, რომელმაც დაამარცხა სითიდართ მოლი. ბრძოლის დროს ჯინი სასიკვდილოდ დაიჭრა და განრისხებულმა კენობიმ დართ მოლი მოკლა, თუმცა, როგორც სერიალ კლონთა ომებიდან ირკვევა, იგი მაინც გადარჩა. ჯინის სიკვდილწინა თხოვნით, კენობიმ აღზარდა ანაკინი როგორც პადავანი.

კლონთა ომების პერიოდში სკაიუოკერს ჯედაი რაინდის წოდება მიენიჭა, ხოლო კენობი გახდა ჯედაების საბჭოს წევრი. გენერლების რანგში ამ ორს ერთად არაერთხელ უბრძოლია. კლონთა ომების მიწურულს ანაკინი მოექცა ძალის ბნელ მხარეს და ჯედაებს უღალატა. მისი ახალი ბატონის, უზენაეს კანცლერ პალპატინის ცნობილი, 66-ე ბრძანების თანახმად, დაიწყო ჯედაების განადგურება, თუმცა კენობი გადარჩა და იოდა იპოვა. პლანეტა მუსტაფარზე ობი-ვანი შეებრძოლა ანაკინს, რომელიც იმ დროისთვის უკვე დართ ვეიდერი გახდა. ფაქტობრივად დამწვარი და განადგურებული ვეიდერი გადაარჩინა პალპატინმა. ვეიდერი ჩასვეს ჯავშანში, რომელიც ამავე დროს მის სიცოცხლისუნარიანობას მართავდა. რესპუბლიკა იქცა იმპერიად. კენობი დასახლდა ტატუინზე, სადაც ანაკინის ახალშობილი შვილებიდან ერთ-ერთი, ლუკი, აღსაზრდელად დაუტოვა ბერუ და ოუენ ლარსებს.

ჩვიდმეტი წლის თავზე კენობი კვლავ შეხვდა დართ მოლს და დაამარცხა იგი. მის ხელთ მომაკვდავმა სითმა უწინასწარმეტყველა, რომ ლუკი იძიებდა შურს მათი ბედისწერის გამო.

ორი წლის შემდეგ კენობიმ იხილა R2-D2-ის მიერ მოტანილი გზავნილი ლეია ორგანასგან და ლუკთან ერთად უკანასკნელის დასახმარებლად გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვიტა სკაიუოკერის როგორც ჯედაის მომზადება, სიკვდილის ვარსკვლავის ერთ-ერთ დონეზე ყოფნისას შეხვდა ვეიდერს და განგებ დაამარცხებინა თავი, რათა ლუკს, ლეიას და სხვებს მოესწროთ პლანეტიდან გაქცევა.

მოგვიანებით, სანამ ლუკი აჯანყებულთა ალიანსის წევრი იყო, კენობი დროდადრო ჩნდებოდა მის წინაშე აჩრდილის სახით. სწორედ მან მიუთითა სკაიუოკერს პლანეტა დაგობაზე, სადაც ლუკს შემდგომში იოდა ჯედაების სიბრძნეს უზიარებდა.

ცხოვრება

ადრეული წლები

Satine Kryze

სატინ კრაიზი

ობი-ვან კენობი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 57 წლით ადრე, პლანეტა სტიუჯონზე. მას ადრეული წლებიდან აღენიშნებოდა ძალის ფლობის უნარი, ამიტომ კორუსანტზე მდებარე იმპერიულ სასახლეში, ჯედაების ტაძარში, ჯედაის ხელოვნების დასაუფლებლად მიიყვანეს, დაბადებიდან სულ ექვსი თვის თავზე. როდესაც ჯერ იუნლინგი იყო, იგი იოდამ მოამზადა, შემდგომში კი კენობის მაგისტრი კუაი-გონ ჯინი გახდა.

ნაბუზე შეჭრამდე ობი-ვანი და მისი მაგისტრი კუაი-გონ ჯინი ერთი წლის განმავლობაში მანდალორზე ცხოვრობდნენ, სადაც მმართველ სატინ კრაიზს იცავდნენ. ჯედაებზე სანადიროდ გააგზავნეს გასამრჯელოზე მონადირეები, ამიტომ კუაი-გონიც და ობი-ვანიც მუდმივად მათგან თავის დაღწევაში იყვნენ, ბუნდოვანი მომავლით. ამ პერიოდში დრაბუნზე მოხდა შეტაკება. მის დროს კენობიმ სცადა, გადაერჩინა კრაიზი, რომელმაც მოგვიანებით დაზიანებები მიიღო. მანდალორზე ცხოვრებისას მას შეუყვარდა სატინი, მაგრამ მიუხედავად გრძნობებისა, განაგრძო კუაი-გონისგან დარიგებების მიღება და ჯედაების ერთგული დარჩა. მართალია, განიცდიდა კრაიზის მიტოვებას, იგი მაინც დაემორჩილა ჯედაების კოდექსს.

იავინის ბრძოლამდე 32 წლამდე, გარკვეულ დროს, ჯინი და კენობი ცხოვრობდნენ პლანეტასთან, რომელიც წარმოადგენდა მეკობრეთა ბანდის ბაზას. პლანეტიდან მათ მიიღეს სიგნალი იოდასგან და მის დასახმარებლად გაემართნენ. იქ მათ აღმოაჩინეს, რომ იოდამ გაანადგურა მთელი ბანდა, რათა გადაერჩინა ძალის მფლობელი ბიჭუნა ლო, რომელსაც მეკობრეები გაყიდვას უპირებდნენ - კვლავ და კვლავ მისი საოცარი თვისებების გამო.

ნაბუზე შეჭრა

იმ დროისთვის, როდესაც ჯინი უკვე დარწმუნებული იყო, რომ კენობი მზად იყო გამოცდისთვის, უზენაესმ კანცლერ ფინის ვალორუმის მიერ ორივე გაგზავნილი იქნა სავაჭრო ფედერაციასთან მოსალაპარაკებლად. უკანასკნელმა მოახდინა ნაბუს ბლოკადა. თუმცა, მოლაპარაკება ვერ შედგა, ვინაიდან მეფისნაცვალი ნუტ განრეიმ ჯედაებს მოსაკლავად მიუგზავნა B1 საბრძოლო დროიდები და დროიდეკები, მაგრამ ისინი ნაბუზე ჩამოსხდნენ.

ნაბუზე კენობიმ და ჯინმა გაიცნეს გუნგანი ჯარ ჯარ ბინკსი, რომელმაც ორივე მიიყვანა ოტო გუნგაში, სადაც ისინი შეხვდნენ გუნგანების მეთაურ ბოს რუგორ ნასს. მართალია, გუნგანები ნაბუს ხალხის დასახმარებლად ვერ დაითანხმა, ჯინმა გონების მოტყუებით ნასს გამოსტყუა ტრანსპორტი, რომლითაც ჯარ ჯართან ერთად ორივე თიდისკენ გაემგზავრა. მიჰყავდათ რა ტრანსპორტი პლანეტის ბირთვის გავლით, თიდში ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ სავაჭრო ფედერაციამ უკვე დაიპყრო ქალაქი. დედოფალ ამიდალასა და სხვების გადარჩენის შემდეგ ჯედაებმა ამიდალა ნაბუდან კოსმოსური ხომალდით წაიყვანეს, რათა კორუსანტზე ჩაეტანათ პლანეტაზე შეჭრის ამბები. გაქცევისას ხომალდის ჰიპერძრავა დაზიანდა, რის გამოც კორუსანტამდე ვერ მიაღწიეს და იძულებულნი იყვნენ, ტატუინზე შემცვლელი დეტალის საძიებლად გაჩერებულიყვნენ.

პლანეტაზე კენობი ხომალდზე დარჩა, ხოლო ჯინმა, ამიდალამ (რომელიც გადაცმული იყო მსახურად), ბინკსმა და R2-D2-მა დაიწყეს ძრავის ძიება. მოგზაურებმა გაიცნეს ანაკინ სკაიუოკერი, რომლის სისხლის სინჯებში ობი-ვანმა აღმოაჩინა მიდიქლორიანების ნებისმიერ სხვა ჯედაისთან შედარებით ყველაზე მაღალი რიცხვი. ჯინმა პლანეტა უკვე სკაიუოკერთან ერთად დატოვა, მაგრამ მანამდე მათ თავს დაესხა დართ მოლი. მოგზაურებმა პლანეტა სასწრაფოდ დატოვეს.

კორუსანტზე ჩასვლისთანავე ჯინმა და კენობიმ პირდაპირ მიაშურეს ჯედაების საბჭოს და აცნობეს იდუმალი თავდამსხმელის შესახებ, რომელიც ჯინის აზრით სითების ლორდი იყო. დაკითხვის შემდეგ ჯინმა აგრეთვე ისაუბრა სკაიუოკერზე, დარწმუნებული იყო რა, რომ ბიჭუნა იყო რჩეული. მიუხედავად ამისა, საბჭოში თვლიდნენ, რომ ბიჭის ჯედაების ხელოვნებაში დაოსტატება არ შეიძლებოდა. თუმცა, ჯინი მაინც აცხადებდა, რომ მას პადავანად აიყვანდა. ვინაიდან კენობი უკვე იყო მისი პადავანი, ობი-ვანმა თავად გამოხატა სურვილი, ანაკინის მასწავლებელი ყოფილიყო და კუაი-გონი დათანხმდა. საკითხის განხილვა აღარ გაგრძელდა — მეის უინდუმ ორივე კვლავ ნაბუზე გააგზავნა, რათა დაეცვათ დედოფალი და დაედგინათ, თუ ვინ იყო იდუმალი თავდამსხმელი.

დაბრუნდა რა ნაბუზე, ბინკსმა იპოვა გუნგანები და ამიდალა (რომელიც ნამდვილი დედოფალი აღმოჩნდა) და სთხოვა ნასს დახმარება ფედერაციის დროიდებთან ბრძოლაში. ნასი დათანხმდა ამიდალას მიერ წარმოთქმული დიპლომატიური მიმართვის შემდგომ. სანამ ბრძოლა მიმდინარეობდა, ამიდალას ლაშქარი შეიჭრა თიდში და განრეი დააპატიმრა. თუმცა, მოლს კვლავ შეხვდნენ და ორივე ჯედაი მას დაუპირისპირდა, რათა ამიდალას მოესწრო სამეფო დარბაზში შეღწევა. მოლთან დუელისას კენობი მასწავლებლისგან შორს აღმოჩნდა და თავად იხილა, როგორ მოკლა მოლმა ჯინი. როგორც კი მიაღწია სითამდე, კენობიმ განაგრძო ბრძოლა და მტერი მოკლა, გაკვეთა რა ორ ნაწილად გაკვეთა. შემდეგ ჯედაიმ მომაკვდავ ჯინს შეჰფიცა, რომ სკაიუოკერს აათვისებინებდა ჯედაების ხელოვნებას.

ანაკინის მასწავლებელი

ადრეული წლები

ნაბუს ბრძოლის მოვლენების შემდგომ კენობი საბჭოს გადაწყვეტილებით გახდა რაინდი ჯედაი, ხოლო იოდამ მოიწონა ის, რომ კენობის უნდა მოემზადებინა ანაკინი. ობი-ვანი დაესწრო ჯინის დასაფლავებას, სადაც ბიჭუნად დაუდასტურა საკუთარი მიზნები. მოგვიანებით იგი, ანაკინთან ერთად, თიდზე ესწრებოდა გამარჯვების აღსანიშნავ ცერემონიას.[10]

გავიდა დრო და კენობი და სკაიუოკერი გაემგზავრნენ პლანეტა ილუმზე, სადაც პადავანს, წესის თანახმად, უნდა აეწყო საკუთარი ხმალი[6]. ხმლის წარმატებული აწყობის შემდეგ კენობიმ ბიჭუნას უთხრა, რომ ეს იარაღი მისი სიცოცხლე იყო[12][13].

ერთ-ერთი მოგზაურობისას კენობი ჩავარდა გუნდარკების ბუდეში და იგი ანაკინს უნდა გადაერჩინა.[14]

ნაბუს ბრძოლიდან სამი წლის შემდეგ სკაიუოკერი ცდილობდა სხვა პადავანებზე შთაბეჭდილების მოხდენას. ჯედაების ტაძარში მომზადებისას მან დაამარცხა საწვრთნელი დროიდი, რომელიც ისე იყო დაპროგრამებული, რომ იქცეოდა და გამოიყურებოდა სითივით. მის წვრთნას თვალს ადევნებდნენ მეის უინდუ, კენობი და უზენაესი კანცლერი პალპატინი.[15] მოგვიანებით ანაკინი ეუფლებოდა არსებათა მორჯულების ხელოვნებას, როდესაც იგი კანცლერმა იხმო. მას პალპატინთან ობი-ვანი გაჰყვა. კანცლერმა ობი-ვანს სთხოვა ბიჭუნას დროებით დატოვება და ანაკინთან ერთად კაბინეტი დატოვა[16].

ჯედაების ტაძარში დაბრუნებულმა ანაკინმა მასწავლებელს ამცნო, რომ ორდენის დატოვებას აპირებდა, ვინაიდან არ მოსწონდა, რომ მთელი მისი სიცოცხლე უკვე განსაზღვრული იყო, თუმცა თავად მხოლოდ ცხრა წლის იყო. მან ობი-ვანს გადასცა სხივური ხმალი. მართალია, კენობიმ იგი გამოართვა, შეგირდს შესთავაზა, კვლავ ეფიქრა ამ გადაწყვეტილების შესახებ.[17]

შენიშვნები და წყაროები

  1. 1.0 1.1 Encyclopedia-Logo ობი-ვან კენობი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
  2. Star Wars: Card Trader
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV ახალი იმედი
  5. 5.0 5.1 StarWars-DatabankII ობი-ვან კენობი Databank-ში
  6. 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  7. ვარსკვლავური ომები: მოგზაურობები: საწყისები
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  9. ბნელი მიმდევარი
  10. 10.0 10.1 10.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
  11. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა
  12. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "მძევლების კრიზისი"
  13. ციტირების შეცდომა Invalid <ref> tag; no text was provided for refs named The_Big_Bang
  14. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  15. ობი-ვანი და ანაკინი, ნაწილი I
  16. ობი-ვანი და ანაკინი, ნაწილი II
  17. ობი-ვანი და ანაკინი, ნაწილი IV
  18. ციტირების შეცდომა Invalid <ref> tag; no text was provided for refs named Rising_Malevolence