FANDOM


რუგორ ნასი იყო გუნგანი, რომელიც ნაბუს სავაჭრო ფედერაციის მიერ დაპყრობის პერიოდში იყო გუნგანების ბოსი. ნასის სასახლე მდებარეობდა ოტო გუნგაში, ნაბუს ოკეანეებში, საიდანაც ბოსი ახერხებდა, ადამიანების და გუნგანების ერთმანეთთან შეხვედრები თავიდან აეცილებინა.

თავდაპირველად, როდესაც კუაი-გონ ჯინი და ობი-ვან კენობი ესაუბრნენ, ბოსმა უარი თქვა ნაბუს დახმარებაზე, მაგრამ დედოფალ პადმე ამიდალას დიპლომატიური ძალისხმევით, მისი გადაწყვეტილება შეიცვალა. ნაბუს ბრძოლის შემდეგ, რომელშიც გუნგანთა არმიამ და ნაბუს მოსახლეობამ გაიმარჯვეს, ნასმა და ამიდალამ ერთმანეთთან მშვიდობიან ზავი გამოაცხადეს.

ნასი ბოსი იყო კლონთა ომების დაწყებამდე. იგი ესწრებოდა ამიდალას დასაფლავების ცერემონიას.

შენიშვნები და სქოლიო

Otherlang სხვა ენებზე