FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-real
"ალბათ, პილოტი გავხდები, გალაქტიკაში საუკეთესო"
ჰან სოლო[წყარო]

სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი არის ანთოლოგიური ფილმი ვარსკვლავური ომების ფილმების სერიიდან. მისი რეჟისორია რონ ჰოვარდი, ხოლო სცენარის ავტორები — ლორენს და ჯონ კესდენები. ფილმი გამოვიდა 2018 წლის 25 მაისს.

მოქმედება ამ, რიგით მეორე ანთოლოგიურ ფილმში, მიმდინარეობს ადრეულ პერიოდში, როდესაც მთავარი გმირი, ჰან სოლო უფრო ახალგაზრდა იყო და დაკავებული იყო კონტრაბანდისტის კარიერით. ფილმში აგრეთვე ჩნდებიან ჩუბაკა და ლენდო კალრისიანი.

ოფიციალური აღწერა

ჩასხდით "ათასწლოვან შავარდენში" და იმოგზაურეთ შორეულ, შორეულ გალაქტიკაში "სოლოში", სრულიად ახალ თავგადასავალში გალაქტიკის ყველაზე საყვარელი კონტრაბანდისტის მონაწილეობით. მოგზაურობისას, რომელიც დასაბამს დაუდებს "ვარსკვლავური ომების" საგის ყველაზე საეჭვო გმირების მომავალს, კრიმინალური სამყაროს სიღრმეებში ბნელი და სახიფათო გაბედული ოინებით, ჰან სოლო გაიცნობს მომავალ თანაშემწე პილოტ ჩუბაკას და ხვდება ცნობილ აზარტულ მოთამაშე ლენდო კალრისიანს.[16]

პროლოგი

სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
უკანონობის დროა.

დანაშაულებრივი სინდიკატები ერთმანეთს ეჯიბრებიან რესურსებისთვის – საკვებისთვის, წამლებისთვის და ჰიპერსაწვავისთვის.

გემთმშენებელ პლანეტა კორელიაზე უპატიოსნო ქალბატონი პროქსიმა თავშესაფრის და დაცვის სანაცვლოდ გაქცეულებს აიძულებს, იქცნენ დანაშაულებრივი ცხოვრების ნაწილად.

ამ საზიზღარ ქუჩებზე ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის, მაგრამ გული ვარსკვლავებში საფრენად მიუწევს....

შინაარსი

კორელიიდან გაქცევა

Han and Proxima

ჰანი ლედი პროქსიმას წინაშე.

გალაქტიკური იმპერიის დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ კორელიაზე, ნავსაშენ პლანეტაზე, "ნაძირალა" და ამბიციური პილოტი ჰანი და მისი შეყვარებული ქი'რა ცდილობენ ლედი პროქსიმას თეთრი ჭიებისგან გაქცევას. წარუმატებელი დავალების შემდეგ ჰანი პროქსიმას მისივე ქვეშევრდომების წინაშე ამცირებს და ქი'რასთან ერთად გარბის. მოპარული სპიდერით და კოაქსიუმით ისინი გარბიან კორონეტის კოსმოპორტისკენ.

კოსმოპორტში ისინი ცდილობენ, მოისყიდონ იმპერიული ემიგრირების ოფიცერი ფალთინა შარესტი, სთავაზობენ რა ძვირფას კოაქსიუმს. ქი'რა ვერ ასწრებს ტერმინალის გადაკვეთას. მას თეთრი ჭიები იჭერენ. ჰანი რჩება ტერმინალის მეორე მხარეს და გოგონას ჰპირდება, რომ ოდესმე დაბრუნდება მის წასაყვანად.

ვინაიდან აღარ აქვს პლანეტიდან გასაქცევი სხვა საშუალება, ჰანი უახლოვდება იმპერიული გაწვევის ოფიცერ დრაუდ მუნდრინს და ცდილობს იმპერიულ ფლოტში ჩაწერას. სწორედ აქ მიიღებს იგი თავის ოფიციალურ გვარს (რომელიც მანამდე არ ჰქონდა) — სოლოს.

განსაცდელი მიმბანზე

Mimban Solo

საომარი მოქმედებები მიმბანზე.

სამი წლის შემდეგ ჰანი გარიცხულია იმპერიული მფრინავების აკადემიიდან და მსახურობს კაპრალად, მიმბანზე. მისი 224-ე იმპერიული შეიარაღებული დივიზია მოექცევა ტრანშეაში, საიდანაც ებრძვის მიმბანური გათავისუფლების არმიას. წვიმიანი და ტალახიანი ამინდის გათვალისწინებით დანაკარგები დიდია. იმპერიული დაპირებებისადმი უნდობლობით სოლო იმპერიის ერთგულებს უკვე თვლის ოკუპანტებად, რის გამოც გადაიმტერებს მასზე რანგით მაღალ, ოფიცერ ლეიტენანტ ბოლანდინს.

მოგვიანებით ჰანი გაიცნობს ტობის ბეკეტს, ველს და არდენელ რიო დიურანტს. ამ დამნაშავეებს, გადაცმულებს იმპერიული არმიის ოფიცრებად, ჩაფიქრებული აქვთ ძარცვა. სოლო, რომელსაც პლანეტიდან გაქცევა სურს, მათ აშინებს და ჰპირდება, რომ, თუკი მას არ გაიყოლებენ, იგი მათ ვინაობას იმპერიულ ძალებს გადასცემს. თუმცა, ბეკეტი ლეიტენანტ ბოლანდის დაარწმუნებს, რომ სოლო დეზერტირობას ცდილობდა და, სასჯელის სახით, ჰანს აგდებენ ორმოში, რომელშიც იგი უნდა შეერკინოს "მხეცს".

ეს მხეცი აღმოჩნდება ვუკი სახელად ჩუბაკა, რომლის მსგავსი არსებები იმპერიას მონობაში ჰყავს. შირიივუკის მცოდნე სოლო მას დაარწმუნებს, რომ მეგობრულად არის განწყობილი და ისინი, ერთად, ორმოდან ძვრებიან. საბოლოოდ, ისინი უერთდებიან ბეკეტის ბანდას, მათ მიერ გატაცებულ ჯავშანტრანსპორტიორ Y-45-ზე.

ძარცვა ვანდორ-1-ზე

Train Heist Vandor

მატარებელზე თავდასხმა.

მას შემდეგ, რაც ჰანი და ჩუბაკა მიმბანიდან გარბიან, ბეკეტი მათ იყვანს საკუთარ გუნდში, რათა მათი დახმარებით თოვლიან ვანდორზე გაძარცვოს ჰიპერსაწვავ კოაქსიუმით დატვირთული 20-T მოდელის მატარებელი. ძარცვის წინა ღამით იგი ბანდას აფრთხილებს ენფის ნესტის და ღრუბელთ-მხედრების შესახებ. კოცონთან რიო დიურანტს ეჭვი შეაქვს სოლოს, როგორც პილოტის, შესაძლებლობებში.

რიო მეორე დღეს ჯავშანტრანსპორტიორ Y-45-ს მართავს, ხოლო ჰანი, ჩუი და ბეკეტი ეშვებიან სატვირთო ვაგონზე და ცდილობენ მის სხვა მატარებლებისგან განცალკევებას. Y-45-ით ისინი აპირებენ ცალკე დარჩენილი ვაგონის გატაცებას. თანმხლებ მცველებთან შეტაკების შემდეგ მათ გეგმებში ერევიან სვუპებიანი ღრუბელთ-მხედრები. აქედან ორი ეშვება Y-45-ზე და სასიკვდილოდ ჭრის დიურანტს. სოლო ახერხებს ხომალდში შეძრომას და მის მართვას. სიკვდილის პირას მყოფი დიურანტი ჰანის წინაშე ნანობს, რომ დასცინოდა მის შესაძლებლობებს და ამბობს, რომ ველი მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ ეულად არავინ უნდა კვდებოდეს.

ძარცვისას ველი, რომელიც ახლოს მდებარე ხიდზეა ჩასაფრებული, კლავს რამდენიმე ღრუბელთ-მხედარს. თუმცა, კონვეიექსი სწრაფად უახლოვდება ხიდს და ველი ხვდება, რომ იქაურობის დატოვებას ვერ მოასწრებს, ხოლო ბანდა მისი დახმარების გარეშე კოაქსიუმს ვერ მოიპარავს. რადიოკავშირით იგი ბეკეტს ამცნობს გეგმებში არსებულ ცვლილებებზე და რომ უყვარს იგი, რის შემდეგაც ყუმბარას აფეთქებს. იგი იღუპება და, შესაბამისად, ანადგურებს ხიდსაც.

ხიდის განადგურების გამო კონვეიექსი ეშვება ხეობაში. ჩუბაკას ძალისხმევით, სამიზნე ვაგონი მოხსნილია. თუმცა ღრუბელთ-მხედრები ასწრებენ მასზე კაუჭების მიერთებას და მასაც ხეობაში აგდებენ. ბეკეტისა და ჩუბაკას დაკარგვის შიშით სოლო იძულებულია, გაუშვას ვაგონი, რომელიც ხრამში ფეთქდება.

შეხვედრა დრაიდენ ვოსთან

Dryden Beckett

დრაიდენ ვოსისა და ტობიას ბეკეტის საუბარი.

განრისხებული სოლოს გადაწყვეტილებით, ბეკეტი უამბობს ჰანს, რომ მატარებლის ძარცვით მას საშუალება ჰქონდათ, ალისფერი გარიჟრაჟის მეთაურ დრაიდენ ვოსისთვის ვალი გადაეხადა. ველის დაღუპვით დამწუხრებული ტობიასი ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ვოსი განრისხდება და ჰანი და ჩუბაკა მას მიჰყვებიან ვოსის იახტაზე პირველ ნათებაზე, კიდევ ერთი დავალების მისაღებად. იქ სოლო მოულოდნელად ხვდება ქი'რას, რომელმაც ამ წლების შემდეგ ალისფერი გარიჟრაჟის ლეიტენანტის თანამდებობა დაიკავა.

უკმაყოფილო ვოსს ჰანი და ჩუბაკა თანხმებენ მეორე შანსის მიცემაზე. ჰანი აცხადებს, რომ აპირებს პირდაპირ კესელზე არსებული პაიკების სინდიკატის სპაისის მაღაროებიდან დაუმუშავებელი კოაქსიუმის მოპარვას. ეს ნიშნავს, რომ მათ აგრეთვე უნდა გაიარონ სახიფათო კესელის რკალი. მათ სათვალთვალოდ ვოსი ქი'რას გააყოლებს.

შეხვედრა ლენდო კალრისიათან

Lando Han first

ლენდო იწვევს სოლოს საბაკის სათამაშოდ.

კესელზე ოპერაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სწრაფი ხომალდით. ამ მიზნით ქი'რას სოლო და სხვები მიჰყავს ფორტ იპსოში მდებარე ლოჯში, სადაც მათ გააცნობს ლენდო კალრისიანს, წარმატებულ კონტრაბანდისტსა და პილოტს. ჰანი მას სთავაზობს საბაკის პარტიას და სანაცვლოდ ითხოვს ლენდოს ხომალდს, როგორც ამბობენ, გალაქტიკაში უსწრაფესს. ლენდო ხელის გაიძვერული ოინის მეშვეობით იგებს, მაგრამ, სჭირდებათ რა ხომალდი, სთავაზობენ კესელზე გამგზავრებას და მიღებული გასამრჯელოს წილს.

გზად ხომალდისკენ ისინი ხვდებიან ლენდოს მდედრობითი დაპროგრამების დროიდ L3-37-ს, რომელიც დროიდთა უფლებების დაცვის აქტივისტია. L3-37 ეწინააღმდეგება ლოჯში დროიდთა საბრძოლო ორმოების არსებობას და ეჩხუბება მის მფლობელ რალაკილის. ამ დროს მას ლენდო აჩერებს.

კესელზე

Qira Kessel

ლენდო იწვევს სოლოს საბაკის სათამაშოდ.

გუნდი მიემგზავრება ლენდოს ათასწლოვანი შავარდენით. პლანეტაზე ავარიული დაშვების შემდეგ ქი'რა პაიკების კაპო კაპო ტოლსაიტს თავს წარუდგენს როგორც მონათმფლობელ ოკსანა ფლორენს. ჰანი და ჩუბაკა, მონებად გადაცმულები, იპარებიან მაღაროში, ხოლო ქი'რა, ბეკეტი და L3-37 ამასობაში ტოლსაიტის სააპარატოში მოხვდებიან. ქი'რა ტოლსაიტის ყურადღებას ფანტავს, ჰანი და ვუკი იპარავენ კოაქსიუმს, L3-37 კი ამბოხებას იწვევს მონებში, მათ შორის — დროიდებში.

ამბოხებისას ჩუბაკა რამდენიმე მონას ათავისუფლებს, მათ შორის ვუკი საგვას და ტაკს. მადლიერების ნიშნად საგვა ჩუბაკას და სოლოს კოაქსიუმთან ერთად მაღაროებიდან გაქცევაში ეხმარება. გარეთ სოლო და მისი თანმხლებნი, ისევე, როგორც გათავისუფლებული მონები, ებრძვიან პაიკ დარაჯებს. საგვა ჩუბაკას შავარდენზე კოაქსიუმის დატვირთვაში ეხმარება. ბრძოლის დროს ქი'რა კლავს ტერას-კასის საბრძოლო ხელოვნების ტექნიკით. L3 დაზიანებულია, ხოლო ლენდო დაჭრილია და სოლოსა და მის მეგობრებს ადანაშაულებს მეგობრის დაკარგვაში.

კესელის რკალის გადაკვეთა

Falcon Kessel

ათასწლოვანი შავარდენი კესელის რკალში

შავარდენზე ასულები, სოლო და სხვები ცდილობენ პლანეტიდან გაქცევას, მაგრამ ამ დროს ჰიპერსივრციდან ჩნდება იმპერიული ვარსკვლავური დამანგრეველი. მოპარული კოაქსიუმის დასაბრუნებლად შავარდენისკენ მიემართება რამდენიმე TIE და TIE/rb. დაუმუშავებელი კოაქსიუმის ფეთქებადი თვისებების გათვალისწინებით ნათელი ხდება, რომ კესელის დროულად, აფეთქებამდე გადაკვეთა, შეუძლებელია, ვინაიდან ოც პარსეკზე ნაკლებ დროში სტანდარტული გეზის გავლა ჯერ ვერავინ შეძლო. L3-ის სანავიგაციო კომპიუტერის შავარდენის სისტემაში ჩატვირთვის შემდეგ ისინი აკადიზური მორევისკენ მიემართებიან, მაუს გროვისკენ.

ჰანის პილოტირების ნიჭით ისინი თავს დააღწევენ იმპერიულ ძალებს, მაგრამ გროვაში მოხვედრილები, შემთხვევით აღვიძებენ ვეებერთელა სამმა-ვერმინოს. მისგან გაქცევის მცდელობისას მოგზაურები აღმოჩნდებიან გრავიტაციულ ჭაში. საზრიანი ჰანი ჭაში აგდებს საევაკუაციო კაფსულას. ვერმინოთი მას მიჰყვება და, კაფსულასთან ერთად შეწოვილი, ჭაში რჩება. შავარდენი იქაურობას მას შემდეგ ტოვებს, რაც ბეკეტი მას აძლიერებს კოაქსიუმის წვეთით. სოლოს მხრიდან ასეთი სვლით მანძილს გადიან არა ოც, არამედ თორმეტ პარსეკში (დამრგვალებით).

ღრუბელთ-მხედრებთან დაპირისპირება

Enfys 1

ენფის ნესტი და მისი რაზმი.

კესელის რკალიდან თავის დაღწევის შემდეგ მოგზაურები ვოსთან შესახვედრად ჩერდებიან პლანეტა სავარინზე. იმ დროს, როდსაც ისინი ბისის გადამამუშავებელ ქარხანაში კოაქსიუმის ტვირთს ათავსებენ, გუნდს თავს ესხმიან ენფის ნესტი და მისი რაზმი. სოლო ცდილობს, დაარწმუნოს ნესტი, რომ შავარდენზე შეიარაღებული მკვლელები ჰყავს, თუმცა ლენდო, L-3-ის დაკარგვით და ხომალდისთვის მიყენებული ზიანით გულგატეხილი, მათ მოულოდნელად ტოვებს.

ამის შემდეგ ენფისი იხსნის ნიღაბს და განმარტავს, რომ ის და მისი ღრუბელთ-მხედრები წარმოადგენენ არა მეკობრეებს, არამედ აჯანყებულებს, რომლებიც ებრძვიან კრიმინალურ ლორდებს და იმპერიის მიერ მეტი ძალაუფლების მოპოვების საშუალებას ეწინააღმდეგებიან. იგი ეუბნება სოლოს, რომ კოაქსიუმი სინამდვილეში აჯანყებულთათვის ესაჭიროება. მოსწონს რა ენფისის ჯგუფის მიზნები, სოლო პოულობს გამოსავალს, რათა ვოსსა და ალისფერ გარიჟრაჟს ხელთ არ ჩაუვარდეთ საწვავი.

შეტაკება სავარინზე

Qi ra fight

ქი'რა ებრძვის ვოსს.

მოგზაურები ვოსის იახტაზე ადიან "ყალბი კოაქსიუმით". იქ ვოსი მოულოდნელად აცხადებს, რომ კოაქსიუმი ყალბია და ის, რომ ბეკეტისგან შეიტყო სოლოს ჩანაფიქრის შესახებ. ის აგრეთვე სჯის ქი'რას, ხვდება რა, რომ სოლო მისი სუსტი წერტილი იყო.

თუმცა, ჰანი აცხადებს, რომ ელოდა ბეკეტის სიცრუეს: კოაქსიუმიანი კონტეინერები ნამდვილია. ამასობაში ალისფერი გარიჟრაჟის ჰილობონი სამართალდამცავები ბისის გადამამუშავებელ ქარხანას უტევენ და იჭერენ ღრუბელთ-მხედრებს. თუმცა, მალევე აღმოჩნდება, რომ კონტეინერები ცარიელია და ეს ღრუბელთ-მხედრები სინამდვილეში გადაცმული სოფლელები არიან, ნამდვილები კი მიმალვიდან ჩნდებიან და ამარცხებენ ვოსის ძალებს.

პირველ ნათებაზე ბეკეტი ჩუბაკას მძევლად იყვანს და კოაქსიუმის კონტეინერებით გარბის. ჰანი და ვოსი ერთმანეთს ესვრიან. ჩხუბში ქი'რა ერევა, რომელმაც, თითქოს, სოლოს უნდა დაარტყას, მაგრამ კვლავინდებური გრძნობების გამო, ვოსს ებრძვის და კლავს. შემდეგ იგი ჰანს სთხოვს, დაეხმაროს ღრუბელთ-მხედრებს და ჰპირდება, რომ კვლავ დაუბრუნდება მას. მას შემდეგ, რაც ჰანი ლიფტში შედის, ქი'რა ოთახს კეტავს.

გზების გაყრა

Han last meeting with Beckett

ჰანის იღბლიანი კამათლები.

ბეკეტსა და ჩუბაკას ჰანი უდაბნოში პოულობს, სანამ ბეკეტი ესვრის, მას ჰანი დაასწრებს და სასიკვდილოდ დაჭრის. სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ტობიას ჰანს გამჭრიახობას უქებს. სოლო და ვუკი კოაქსიუმს ნესტს გადასცემენ, რომელიც უამბობს, რომ იგი აჯანყების მფლობელობაში გადავა. იგი ჰანს სთავაზობს, შეუერთდეს იმპერიის მოწინააღმდეგეთა რიგებს, თუმცა სოლო უარს უამბობს. პასუხად ენფისი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ოდესმე ჰანი აჯანყებულთა შემართებისადმი განწყობილი იქნება უფრო დიდი სიმპათიით. დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად იგი სოლოს გადასცემს კოაქსიუმის ერთ კაფსულას, რომლის ეკვივალენტი ხომალდის შესაძენი თანხის ტოლფასია.

ვოსის იახტაზე ქი'რა უკავშირდება დრაიდენის მბრძანებელს, რომელიც აღმოჩნდება მოლი. იგი უამბობს, რომ კოაქსიუმის მოპოვების მისია ჩაიშალა და თავად გარიჟრაჟში იკავებს ვოსის ადგილს, თუმცა მოლს არაფერს ამცნობს სოლოს მონაწილეობის შესახებ, აბრალებს რა ყოველივეს ბეკეტს. მოლი ქი'რას უბრძანებს, გადაიყვანოს იახტა დათომირზე და ჰპირდება, რომ მომავალში მასთან უფრო მჭიდროდ მუშაობა მოუწევს. ამრიგად, ათავისუფლებს რა სოლოს ალისფერი გარიჟრაჟის მევალეობისგან, ქი'რა იახტით იქაურობას ტოვებს.

საბაკის უკანასკნელი პარტია

Han dice

ჰანის იღბლიანი კამათლები.

მალე ჰანი და ჩუბაკას ლენდოს პოულობენ ნუმიდიან-პრაიმზე, სადაც სოლო მას კვლავ სთავაზობს საბაკის პარტიის თამაშს, შავარდენის სანაცვლოდ. იგი აღმოაჩენს, რომ ლენდო სხვა ბარათებს მალავს და ისე აკეთებს, რომ საჭირო დრო იგი ვეღარ იღებს სათადარიგო ბარათს. შედეგად მოგებული ხომალდით ჰანი აპირებს, გაემგზავროს ტატუინზე, სადაც, როგორც ბეკეტმა უამბო, ერთ-ერთი დამნაშავე თავს უყრის გუნდს. შავარდენი ჰიპერსივრცეში ხტება.

მედია

პოსტერების გალერეა

გამოჩენები

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

არსებები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა


მუსიკა

მთავარი სტატია: სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (საუნდტრეკი)

გამოჩენები

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

არსებები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა


შენიშვნები და სქოლიო

  1. SWCustom-2011 რონ ჰოვარდი გახდება ჰან სოლოს შესახებ უსათაურო ფილმის რეჟისორი საიტზე StarWars.com
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 SWCustom-2011 კრისტოფერ მილერი და ფილ ლორდი გაუძღვებიან ანთოლოგიურ ფილმს ჰან სოლოს შესახებ საიტზე StarWars.com
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 SWCustom-2011 მაიკლ კენეთ უილიამსი უერთდება ფილმს ახალგაზრდა ჰან სოლოს შესახებ საიტზე StarWars.com
  4. 4.0 4.1 რეტგერსი, იანკო; ბიტრანი, ტარა (23 მარტი, 2018). 'სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი': ფილ ლორდი და კრის მილერი საუბრობენ თავიანთი წვლილის შესახებ. Variety. variety.com.
  5. SWCustom-2011 ოლდენ ერენრაიქი ჰან სოლოა საიტზე StarWars.com
  6. SWCustom-2011 ვუდი ჰარელსონი უერთდება ფილმს ახალგაზრდა ჰან სოლოს შესახებ საიტზე StarWars.com
  7. SWCustom-2011 ემილია კლარკი უერთდება დამოუკიდებელ ფილმს ჰან სოლოს შესახებ საიტზე StarWars.com
  8. SWCustom-2011 დონალდ გლოვერი ახალგაზრდა ლენდო კალრისიანის როლში ჰან სოლოს შესახებ მომავალ დამოუკიდებელ ფილმში საიტზე StarWars.com
  9. 9.0 9.1 9.2 SWCustom-2011 ჰან სოლო - კონტრაბანდისტი, არამზადა. გმირი. იწყება ვარსკვლავური ომების ახალი ამბავი. საიტზე StarWars.com
  10. 10.0 10.1 SWCustom-2011 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი — ოფიციალური ტრეილერი და პოსტერი საიტზე StarWars.com
  11. SWYTlogo ცნობილია ჰან სოლოს შესახებ ფილმის კომპოზიტორი, ახალი ვარსკვლავური ომები: წიგნები უკანასკნელ ჯედაიზე და SDCC! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
  12. 2018 წლის ოფიციალური პროგრამა. festiva;-cannes.com (12 აპრილი, 2018). წაკითხვის თარიღი: აპრილი 12, 2018.
  13. ტეპლი, კრისტოფერ (მაისი 2018). ფილმის სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი ოღროჩოღრო გზა დიდი ეკრანისკენ. Variety. variety.com.
  14. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (2018). წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 8, 2018.
  15. სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური მეგზური
  16. SWCustom-2011 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, ოფიციალური მიმოხილვა საიტზე StarWars.com
სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
წიგნები
სრული ადაპტირება
რომანი · საყმაწვილო რომანი · გრაფიკული რომანი · წიგნი და CD
ნაწილობრივი ადაპტირება
მატარებლის გაძარცვა · გაქცეული ჰანი
წიგნები პერსონაჟებზე
უკანასკნელი გასროლა · იძებნებიან · ძლევამოსილი ჩუბაკა შიშის ტყეში!
· მე ვარ ვუკი · ჩუი და გულადი ბავშვი · აირჩიე ბედისწერა · ისტორიები ვანდორიდან
კომიქსები
კომიქსი: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6 · 7
ლენდო: ყველაფერი ან არაფერი: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · რბილყდიანი კრებული
თავგადასავლები: უფასო კომიქსების დღე · თავგადასავლები 10 · თავგადასავლები 11
შექმნა
მხატვრობა · ფილმების შექმნის მაგია · შექმნა
მეგზურები და ენციკლოპედიები
ოფიციალური მეგზური · ოფიციალური საკოლექციო გამოცემა
· გაიცანით ეკიპაჟი · Entertainment Weekly-ს მეგზური · სიმბოლოები
სათამაშო წიგნები
გასაფერადებელი წიგნი · შეხედე და იპოვე · ხმოვანი წიგნი
· ოფიციალური ნაწებების კოლექცია · ნაწებების სრული კოლექცია · სათამაშო წიგნი
სხვა მასალები და საქონელი
საუნდტრეკი · Topps-ის საკოლექციო ბარათები (Countdown)
Star-wars-logo-png-transparent
ეპიზოდური ფილმები
I: ფარული საფრთხე · II: კლონთა იერიში · III: სითების შურისძიება
· IV: ახალი იმედი · V: იმპერიის საპასუხო დარტყმა · VI: ჯედაის დაბრუნება
· VII: ძალის გამოღვიძება · VIII: უკანასკნელი ჯედაი · IX
ცალკეული ფილმები
კანონი:
კლონთა ომები · განდევნილი ერთი · სოლო
ლეგენდები:
სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები
კანონი:
კლონთა ომები · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა ·

თავგადასავლების გალაქტიკა · მანდალორელი · ტელესერიალი კასიან ანდორზე
ლეგენდები:
დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა:
დამნაშავეთა სამყარო · პაროდიული ნამუშევრები

სხვა მედია
რადიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები
როლური თამაშები · თემატური პარკების ატრაქციონები · ვიდეოთამაშები