FANDOM


Tab-canon-black

უეჯ ანტილესი, იგივე TIE SS-2-5, იყო ვარსკვლავური გამანადგურებლის მფრინავი კორელიადან. თავდაპირველად მსახურობდა იმპერიის ფლოტში, მაგრამ მოგვიანებით შეუერთდა აჯანყებას, მოგვიანებით კი — ახალ რესპუბლიკას, გალაქტიკურ იმპერიასთან ომისას. მონაწილეობდა რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში, მათ შორის — იავინთან, საიდანაც მშვიდობით დაბრუნდა (ისევე, როგორც ლუკ სკაიუოკერი).

შემდგომ წლებში იგი განდევნილების ესკადრილიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო. ჰოთის ბრძოლაში მისი კოდური სახელი იყო "გაიძვერა სამი". მის და უეს ჯენსონის ძალისხმევით T-47 აეროსპიდერის მეშვეობით წარმატებით განადგურდა ერთ-ერთი AT-AT, რომელიც ექოს ბაზას უმიზნებდა. ჰოთის ევაკუაციიდან ექვსი თვის თავზე ანტილესი მეთაურობდა წითელ ესკადრილია, ენდორის ბრძოლისას და ლენდო კალრისიანთან ერთად გაანადგურა მეორე სიკვდილის ვარსკვლავი.

მას შემდეგ, რაც აჯანყებულთა ალიანსი გარდაიქმნა ახალ რესპუბლიკად, ანტილესმა განაგრძო მასში მსახურობა, იმპერიის ნარჩენებთან ბრძოლისას. მან პლანეტა აკივაზე საიდუმლო მისია განახორციელა. იქ უეჯი დაპატიმრებული იქნა იმპერიული ძალების მიერ. აჯანყების შემდეგ მფრინავმა ჩამოაყალიბა აჩრდილების ესკადრილია და კაშიიიკის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. ასეთი თვითნებური ოპერაციის გამო ესკადრილია რესპუბლიკამ ოფიციალურად დაშალა, მაგრამ ჯაკუს ბრძოლის დროისთვის ანტილესმა ეს ჯგუფი აღადგინა. გალაქტიკური შეთანხმების გაფორმების შემდეგ იგი ჰოსნიან-პრაიმზე ფრენის ინსტრუქტორის მოვალეობას ასრულებდა.

შენიშვნები და სქოლიო