ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტარკინი (მრავალმნიშვნელოვანი).

უილჰაფ ტარკინი იყო მამაკაცი, რომელიც მსახურობდა გალაქტიკური რესპუბლიკის პერიოდში და მოგვიანებით გახდა გალაქტიკური იმპერიის ქვეშევრდომი. კლონების ომების პერიოდში ოსტატ ჯედაი ივენ პიელისადმი დაქვემდებარებული სამხედრო ძალების კაპიტანი იყო. დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მიერ დატყვევების შემდეგ გაიქცა ჯედაების და კლონი სამხედროების რაზმის დახმარებით. ამ ოპერაციის შესრულებისას პიელი დაიღუპა, ტარკინი კი მოგვიანებით გახდა ადმირალი და, როგორც ბრალმდებელი, მონაწილეობდა ჯედაების ტაძრის ანგარის აფეთქების გამო ასოკა ტანოგასამართლების პროცესში.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა კანცლერმა შივ პალპატინმა რესპუბლიკა გარდაქმნა გალაქტიკურ იმპერიად და ჯედაებზე ნადირობა გამოაცხადა, ტარკინი იქცა იმპერიის პირველ გრანდ-მოფად და გარე რგოლის რეგიონულ გუბერნატორად. ამ მოვალეობის შესრულებისას იგი აგრეთვე აკვირდებოდა სიკვდილის ვარსკვლავის მოქმედებას და, მას შემდეგ, რაც ორსონ კრენიკი დაიღუპა, მისი მეთაური გახდა. მას სწამდა, რომ საბრძოლო სადგურის შიშით ვარსკვლავური სისტემები იმპერიის ერთგულნი დარჩებოდნენ, ამიტომ, სადგურის სიმძლავრის საჩვენებლად პლანეტა ალდერაანი გაანადგურა. აჯანყებულთა ალიანსის რაზმ განდგომილი ერთის წევრებმა სკარიფიდან მოიპარეს სადგურის ნახაზები, ხოლო ლუკ სკაიუოკერმა, მოგვიანებით, იავინის ბრძოლისას, შეძლო მისი აფეთქება. ამას შეეწირა ყველა, ვინც სადგურზე იმყოფებოდა, მათ შორის — ტარკინი.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 ტარკინი
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში ტარკინი მოვლენათა განვითარების დროა 14 იბ. რომანის თანახმად აგრეთვე ირკვევა, რომ ტარკინი წიგნის მოვლენების დროს იყო 50 წლის, რაც ნიშნავს, რომ მისი დაბადების წელია დაახლოებით 64 იბ.
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. StarWars ტარკინი Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  5. StarWars-DatabankII grand-moff-tarkin Databank-ში (არქივის ბმული)
  6. ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
  7. 7.0 7.1 7.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  8. თავგადასავლები ველურ სივრცეში: გადარჩენა
  9. 9.0 9.1 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიციტადელი
  10. კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი
  11. AltayaCite იმპერიელი ოფიცრები და აგენტებივარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  12. აჯანყების განთიადი
  13. დართ ვეიდერი (2015) 3
  14. დართ ვეიდერი (2017) 18
  15. ვარსკვლავური ომები (2020) 7
Advertisement