ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ფინის ვალორუმი იყო პოლიტიკოსი ვალორუმების სახლიდან, რომელიც უკანასკნელი კანცლერის, პალპატინის მოსვლამდე გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერის თანამდებობას იკავებდა.

ადმინისტრაციის დასრულებამდე მცირე დროით ადრე ვალორუმმა სცადა სავაჭრო ფედერაციის ნაბუზე შეჭრის შეჩერება. მთავრობის უმოქმედობის გამო ნაბუს დედოფალმა პადმე ამიდალაშივ პალპატინის რჩევით ვალორუმს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. ახალი კანცლერის, პალპატინის არჩევით, შემდგომში მოხდა რესპუბლიკის დამხობა და გალაქტიკურ იმპერიად გარდაქმნა.

კლონების ომების პერიოდში, პოლიტიკად დამხობიდან ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვალორუმი ჯედაების ორდენს ეხმარებოდა, როდესაც უკანასკნელი იძიებდა ოსტატ ჯედაი საიფო-დიასის დაღუპვის გარემოებებს. საქმე ის იყო, რომ ვალორუმმა ჯერ კიდევ კანცლერის ამპლუაში, სანამ ნაბუს კრიზისი აგორდებოდა, საიფო-დიასი გააგზავნა ობა-დიაზე, რათა მოეღოთ ბოლო სუნელის გამყიდვლებთან, პაიკის სინდიკატის სახელწოდებით ცნობილ ორგანიზაციასთან. ჯედაებმა დაადგინეს, რომ საიფო პაიკის სინდიკატმა მოკლა ერთ-ერთი სითის ბრძანებით, რომელსაც სურდა საიფო-დიასის მიერ რესპუბლიკისთვის შეკვეთილი კლონების ჯარის მართვა. იმპერიის აღზევების შემდგომ ზოგიერთი კორუსანტი კვლავ თბილად იხსენებდა ყოფილ უზენაეს კანცლერს.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement