FANDOM


Tab-canon-black


ჩუბაკა ან უბრალოდ ჩუი იყო მებრძოლი ვუკი, კონტრაბანდისტი და წინააღმდეგობის წევრი. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ჯერ კიდევ კლონების ომებიდან მოყოლებული. აგრეთვე გამოირჩეოდა გალაქტიკის სამოქალაქო ომში აქტიურობით. მოგვიანებით სხვებთან ერთად ჩაება პირველი ორდენის და წინააღმდეგობის დაპირისპირებაში.

დაიბადა პლანეტა კაშიიიკზე. კლონების ომების დროს იგი ტრანდოშელმა მონათმფლობელებმა დაიჭირეს და გამოკეტეს საპყრობილეში ვასსკაზე, თუმცა იგი ასოკა ტანოსტან ერთად გაიქცა. მოგვიანებით, კაშიიიკის ბრძოლისას, წინ მიუძღოდა ვუკების ლაშქარს. სწორედ ჩუბაკას დახმარებით პალპატინის მიერ ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ იოდამ გაქცევა მოახერხა.

გალაქტიკური იმპერიის ზეობისას ჩუბაკა დაუმეგობრდა ჰან სოლოს და კონტრაბანდისტის კარიერა წამოიწყო. მოგვიანებით იგი შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს, ხოლო იმპერიის დამხობის შემდეგ - წინააღმდეგობას, რომელიც დაუპირისპირდა პირველ ორდენს.