ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Template:Eras

გაფრთხილება: ამ ინფოდაფის შემდეგი პარამეტრები უცნობია: era


ჩუბაკა ან უბრალოდ ჩუი, იყო მებრძოლი ვუკი, კონტრაბანდისტი და წინააღმდეგობის წევრი. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა ჯერ კიდევ კლონთა ომებიდან მოყოლებული. აგრეთვე გამოირჩეოდა გალაქტიკურ სამოქალაქო ომში აქტიურობით. მოგვიანებით სხვებთან ერთად ჩაება პირველი ორდენის და წინააღმდეგობის დაპირისპირებაში.

დაიბადა პლანეტა კაშიიიკზე. კლონთა ომების დროს იგი ტრანდოშელმა მონათმფლობელებმა დაიჭირეს და გამოკეტეს საპყრობილეში ვასსკაზე, თუმცა იგი ასოკა ტანოსტან ერთად გაიქცა. მოგვიანებით, კაშიიიკის ბრძოლისას, წინ მიუძღოდა ვუკების ლაშქარს. სწორედ ჩუბაკას დახმარებით პალპატინის მიერ ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ იოდამ გაქცევა მოახერხა.

გალაქტიკური იმპერიის ზეობისას ჩუბაკა დაუმეგობრდა ჰან სოლოს და კონტრაბანდისტის კარიერა წამოიწყო. მოგვიანებით იგი შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს, ხოლო იმპერიის დამხობის შემდეგ — წინააღმდეგობას, რომელიც დაუპირისპირდა პირველ ორდენს.

შენიშვნები და წყაროები

კატეგორია:კაშიიიკელები კატეგორია:მექანიკოსები კატეგორია:მფრინავები კატეგორია:წინააღმდეგობის წევრები კატეგორია:კონტრაბანდისტები კატეგორია:ვუკები კატეგორია:ტობიას ბეკეტის გუნდის წევრები

Advertisement