FANDOM


Tab-canon-black

ჯანგო ფეტი იყო გასამრჯელოზე მონადირე, რომელიც გალაქტიკაში საუკეთესოდ ითვლებოდა. ფეტი ატარებდა მანდალორულ აბჯარს, თუმცა თავად მანდალორზე მას უბრალოდ მატყუარად თვლიდნენ. კლონთა ომებამდე იგი აიყვანა გრაფმა დუკუმ, რათა მისი დნმ გამხდარიყო კლონების არმიის წევრთა ნიმუში. თუმცა, ფეტისგან განსხვავებით, ეს სამხედროები არ იყვნენ დამოუკიდებლები და მხოლოდ სხვების ბრძანებებს ექვემდებარებოდნენ. კამინოელებს ფეტმა სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამ სთხოვა — კლონი, რომელსაც შვილივით გაზრდიდა. ეს იყო ბობა ფეტი.

ჯანგოს დაავალეს სენატორ პადმე ამიდალას მოკვლა. მისი გეგმაში მონაწილეობის შესახებ მიხვდა ობი-ვან კენობი, რომელსაც ფეტი გაექცა უკანასკნელის კამინოზე ჩასვლის შემდეგ. ჯეონოსისის ბრძოლისას მეის უინდუმ ჯანგო მოკლა. ჯედაები წლების განმავლობაში ეძებდნენ მის შვილს. თავისთავად, ფეტის აჩრდილი დარჩა კლონებისა და ბობას სახით, რომელიც ასევე გასამრჯელოზე მონადირე გახდა.

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 Ultimate Star Wars
  2. TwitterLogo @pablohidalgo (პაბლო იდალგო) Twitter-ზე "@CMWAshby ფეტი მანდალორელები არ არიან, თუმცა, ვვარაუდობ, რომ ჯანგო გარკვეულ ეტაპზე ამბობდა, რომ კონკორდ-დოუნიდან იყო."
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  5. Encyclopedia-Logo ჯანგო ფეტი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
  6. 6.0 6.1 StarWars-DatabankII ჯანგო ფეტი Databank-ში
  7. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: პირისპირ