FANDOM


Tab-canon-black

ჯარ ჯარ ბინკსი იყო გუნგანი, გუნგანების დიდი არმიის მეთაური და პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაბუს სავაჭრო ფედერაციის მიერ დაპყრობის პერიოდში. აგრეთვე მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა პოლიტიკურ მოვლენებში კლონთა ომების პერიოდში.

თავდაპირველად ჯარ ჯარი, თავის ექსცენტრული ხასიათის გამო, გუნგანებმა გააძევეს საკუთარი სამეფოდან, მაგრამ მან კვლავ მოიპოვა ნდობა, როდესაც დახმარება გაუწია პადმე ამიდალას და ნაბუს დაეხმარა გუნგანებთან კავშირის მოპოვებაში. შემდგომში იგი გალაქტიკურ სენატში უმცროსი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა, როდესაც ამიდალა სენატორი გახდა.

ნაბუს კრიზისიდან ათი წლის თავზე, როდესაც იმატა დაძაბულობამ გალაქტიკას და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას შორის, გაჩნდა გალაქტიკური ომის საშიშროება. ამიდალას არყოფნისას (რომელსაც მოკვლით ემუქრებოდნენ), პალპატინმა ბინკსი დაითანხმა, რათა უკანასკნელს კენჭი ეყარა კანცლერისთვის რესპუბლიკის დიდი არმიის შექმნის პრივილეგიის მისანიჭებლად. ამას მოჰყვა ჯეონოსისის ბრძოლა, რითაც დაიწყო კლონთა ომები. ამ პერიოდში კი ბინკსი გალაქტიკურ სენატში რამდენიმე დიპლომატიურ მისიაში მონაწილეობდა.

თუმცა, ბინკსის დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგად, უზენაესმა კანცლერმა, რომელიც ამავე დროს სითი ლორდი, დართ სიდიუსი იყო, მოიპოვა დიდი ძალაუფლება და რესპუბლიკა იმპერიად აქცია. შემდგომ წლებში ბინკსი მშობლიურ ნაბუზე კვლავ განდევნილად იქცა, ვინაიდან ყველამ იცოდა იმპერიის აღზევებაში მისი მონაწილეობის შესახებ. ჯაკუს ბრძოლის დროისთვის, იგი თიდის ქუჩებზე მუსიკოსის სახით დახეტიალობდა. უფროსები მას დასცინოდნენ, მაგრამ ბავშვებს მხიარული გუნგანი მოსწონდათ.

შენიშვნები და სქოლიო