FANDOM


BB-8 იყო სერია BB-ის ასტრომექანიკოსი დროიდი. იგი მოქმედებდა ენდორის ბრძოლის მოვლენებიდან დაახლოებით 30 წლის თავზე. ზედა ნაწილი გუმბათოვანი ჰქონდა, როგორც ეს მაგალითად სერია R2-ის დროიდებს ახასიათებდათ, ხოლო მთელი დანარჩენი კორპუსი წარმოადგენდა ბურთს, რომელზეც თავი თავისუფლად მოძრაობდა.

BB-8 ძირითადად თეთრი ფერის იყო, აქა-იქ ნარინჯისფერი და რუხი ზოლებით, აგრეთვე შავი ფოტორეცეპტორით. მისი პატრონი იყო წინააღმდეგობის მფრინავი, პო დემერონი, რომელსაც დროიდი დაჰყვებოდა T-70-ით ფრენისას.

შენიშვნები და სქოლიო

მოძიებულია "http://ka.starwars.wikia.com/wiki/BB-8?oldid=16472"-დან