ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Atticon
ეს სტატია არაკანონიკურ საკითხს აღწერს.
სტატია აღწერს საკითხს, რომელიც არაკანონიკურად ითვლება.


LEGO Star Wars: The Video Game არის ვიდეოთამაში, რომელიც ეფუძნება The LEGO Group-ის სათამაშოების ხაზს LEGO-ს ვარსკვლავური ომები. იგი არის პრიკველების ტრილოგიაში შემავალი ფილმების არაკანონიკური ადაპტირება და აგრეთვე შეიცავს ახალი იმედის მონაკვეთს.

თამაში შეიმუშავეს და გამოუშვეს Traveller's Tales-მა და Giant Entertainment-მა, Xbox-ისთვის, PlayStation 2-ისთვის და Windows-ისთვის. Griptonite Games-მა შეიმუშავა ვერსია Game Boy Advance-სთვის, რომლიც Eidos Interactive-მა გამოსცა 2005 წლის 2 აპრილს. თამაში მოგვიანებით, 2005 წლის აგვისტოში, გამოვიდა macOS-ისთვის, ხოლო ოქტომბერში — GameCube-ისთვის. აგრეთვე გამოვიდა ვერსია მობილური ტელეფონებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა როგორც საბავშვო, LEGO Star Wars თითქმის მოხვდა ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი თამაშების სიის სათავეში და ჩამორჩებოდა თამაშს Star Wars Episode III: Revenge of the Sith.

2018 წლისთვის გაიყიდა თამაშის 6.1 მილიონი ასლი, ხოლო კომერციულად ყველაზე წარმატებული იყო PlayStation 2-ის ვერსია.

გარე ბმულები[]


Advertisement